Friday, December 21, 2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლაში მუდმივად მიმდინარეობს საინტერესო აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს, როგორც მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას და აქტიურობას, აგრეთვე მასწავლებლების წინსვლას და წარმატებას. 

სკოლაში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილები: ინტეგრირებული ქიმია-მათემატიკაში (მასწავლებელი ნინო ფაილოძე) და ინოვაციური გაკვეთილი ისტორიაში (მასწავლებელი დავით ჩივაძე). 

ასევე, მოეწყო კლასგარეშე ექსკურსია ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით, მოინახულეს ბაგრატის ტაძარი და ბესარიონ გაბაშვილის სახელობის პარკი. 
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვაბღის საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო პროცესი გათვლილია თითოეული მოსწავლის საჭიროებაზეა, უნარებზე და შესაძლებლობაზე და მაქსიმალურად მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებზე.

„მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ რათა სწავლების პროცესი იყოს საინტერესო და სახალისო. შექმნილია ღია, პოზიტიური ატმოსფერო რაც თავისთავად იწვევს მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეებში, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოსწავლემ სწავლაზე ორიენტირებულ საზოგადოების ნაწილად იგრძნოს თავი. სკოლაში დაიგეგმა და ჩატარდა სხვადასხვა სახის გაკვეთილები - სამოდელო, შიდა შეფასების, ინოვაციური და  ინტეგრირებული. მოსწავლეები მუშაობენ სხვადასხვა სახის პროექტებზე საგნების მიხედვით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი დავით ჩივაძე პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეობს. 
http://www.etaloni.ge/geo/main/index/18180
აღნიშნულის ფარგლებში მასწავლებელი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ გამართულ კონკურსში -„ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“, ჩაერთო და ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა, შედეგად კი ტრენინგს დაესწრო. 

დამსწრეებმა ლექციები მოისმინეს და დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს, რომლებიც ევროკავშირის თემებს ეხებოდა. 

პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, გამარჯვებული მასწავლებლები 2 ლექციას მოსწავლეებისთვის ჩაატარებენ. ამავდროულად, ამ ლექციებს გადაიღებენ, რის საფუძველზეც, საკონკურსო კომისია 10 მასწავლებელს შეარჩევს. გამარჯვებულები კი 2019 წელს  ბრიუსელში გაემგზავრებიან.

ქვაბღის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი  სკოლას და მასწავლებელს ამ გამარჯვებას ულოცავს და  წარმატებებს უსურვებს.
ქვაბღის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა


სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ აუდიო/ვიდეო რესურსის გამოყენება საგაკვეთილო პროცესის დროს.

„იმ ასაკში, როცა მოზარდი კითხვას სწავლობს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თუ რა სტრატეგიებით ცდილობს მასწავლებელი მიზნის მიღწევას. პირველ რიგში საინტერესოდ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეს სწავლის მიმართ ინტერესს უღვივებს. ვინაიდან, მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ მასწავლებლისგან, არამედ სხვა საშუალებებითაც ამიტომ კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად მასწავლებელმა გარკვეული პოზიტიური სამუშაოები უნდა განახორციელოს. რაც  საინტერესოდ განახორციელა პედაგოგმა მზია ადაძემ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

Friday, December 14, 2018

მინერალები

ონლაინ ტესტები ქიმიაში

  როდესაც ამ პორტალს უყურებთ, ოთახში, სადაც ზიხართ, ქიმიური ნივთიერებების მოლეკულები გეჯახებიან. ფანჯრიდან ულამაზესი ნაძვი, რომ მოჩანს, ისიც ქიმიურ ნაერთებს შეიცავს. თვით ჩვენი ორგანიზმიც მცირე ქიმიურ ქარხანას წარმოადგენს. სიყვარული, რომელსაც პოეტები ლექსებს უძღვნიან, ერთი ქიმიური რეაქციაა, რომელიც ადამიანის თავის ტვინში წარიმართება.
თუ ქიმია ყველგანაა, მაშ რატომ არ " გიყვართ" ის? რატომ "გეშინიათ" მისი?
იქნებ, იმიტომ, რომ არ იცით? ან ნაკლები გამოცდილება გაქვთ? ამ პორტალის დახმარებით, თქვენ შეძლებთ ისწავლოთ და უკვე ნასწავლი გაიმეოროთ. სცადეთ, იქნებ მოგეწონოთ...

Thursday, December 13, 2018

ელემენტების პერიოდულობის ცხრილი

პროექტი "ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელი"

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია ქიმიის მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება საჭიროებებზე მორგებული სამუშაო შეხვედრების ჩატარებით ექსპერიმენტის (ლაბორატორიული) ტექნიკაში, ცოდნის ტრანსფერსა და ციფრული (ინფორმაციული და საკომუნიკაციო) ტექნოლოგიების გამოყენებაში; ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელის შექმნა დარგის პოპულარიზაციისა და ქიმიის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის გაძლიერების მიზნით.

პროექტის ძირითადი ამოცანებია:

  • საქართველოს თორმეტივე რეგიონში ქიმიის მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სამ ეტაპად.
  • პირველი ეტაპის სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემატიკა იქნება ქიმიური ექსპერიმენტის (ლაბორატორიული) ტექნიკა. თითოეულ სამუშაო ჯგუფს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მათთვის საინტერესო საკითხი შეთავაზებული არჩევანიდან.
  • მეორე შეხვედრის ძირითადი თემატიკა იქნება ტრანსფერტული უნარების განვითარება, კერძოდ, განხილული იქნება პირველი შეხვედრის ამოცანების გადატანის შესაძლებლობა პრაქტიკული მიზნებისათვის. ამავე შეხვედრის თემა იქნება ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ჩამოყალიბება და მისი ფუნქციონირების პრინციპების განხილვა.
  • მესამე შეხვედრის თემაა ელექტრონული რესურსების (სიახლე, ბლოგი, ვიდეო. და ა.შ.) შექმნისა და ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ონლაინ პორტალის ადმინისტრირების მეთოდების სწავლება: კლუბის წევრების დამატება/რედაქტირება, სიახლეების, ვიდეოს, პროექტის, ბლოგის და ა.შ. განთავსების ტექნოლოგიები.
  • ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ონლაინ პორტალის შექმნა.
  • ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების შექმნა და ქსელში გაწევრიანება.
  • კლუბური აქტივობების შეჯამება და ორი რეგიონალური კონფერენციის ჩატარება ქუთაისსა (2019 წლის 18 მაისი) და თბილისში (2019 წლის 25 მაისი). კონფერენციის შესახებ ინფორმაცია დამატებით გავრცელდება 2019 წლის აპრილში.

მოსალოდნელი შედეგები

  • ქიმიის ექსპერიმენტის ტექნიკაში პროფესიული განვითარების პროგრამის შექმნა
  • ქიმიის მასწავლებელთა (ყველა რეგიონი, მასწავლებელთა მინიმუმ 30%) კვალიფიკაციის დახვეწა ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკაში, ტრანსფერულ უნარებში და ონ-ლაინ სასწავლო რესურსების შექმნაში
  • ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბებისა და მათი ონ-ლაინ ქსელის შექმნა
  • ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბებს შორის მიღწეული შედეგების გაზიარება
  • მასწავლებლებთა - კლუბის ხელმძღვანელთა შორის შედეგების ურთიერთგაზიარება
  • კვლევების განხორციელება მოსწავლეთა მონაწილეობით და შედეგების დემონსტრირება კონფერენციაზე

Sunday, December 2, 2018

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების პირველი ცენტრი 2013 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 7 ცენტრი, ესენია: თბილისი, ქუთაისი, თელავი, ბათუმი, ფოთი, გორი, რუსთავი.
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი სთავაზობს კვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მომსახურებას ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს. ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მანდატურებთან, სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციასთან. ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც შედგება ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისგან დაეხმარება ბავშვებს, მოზარდებს და მათი ოჯახის წევრებს ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციასა და მართვაში, კერძოდ:
  • იმპულსური ქცევის მართვასა და საკუთარი თავის კონტროლის უნარის გამომუშავებაში;
  • აგრესიული ქცევის შემცირებასა და მართვაში;
  • ემოციების რეგულაციაში;
  • თანატოლებთან პრობლემური ურთიერთობის მოგვარებაში;
  • კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
  • მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში;
  • ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირებაში;
  • და ა.შ.
ცენტრი ემსახურება 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებს, მათი ოჯახის წევრებს, პედაგოგებს და მანდატურებს. ცენტრში სერვისის მიღება უფასოა. ცენტრის მომსახურებაში შედის:
  • ინდივიდულური კონსულტირება
  • ინდივიდუალური თერაპია
  • ჯგუფური თერაპია
  • თემატური ტრენინგ - პროგრამების შემუშავება და ჩატარება
2013 წლიდან დღემდე ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს მიმართა 7500 მდე ბენეფიციარმა.
ცენტრი მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
მისამართი:
  • თბილისი - ალექსიძის ქ. #1 (სპორტის სასახლესთან);
  • ბათუმი - პუშკინის ქ. #145
  • გორი- მშვიდობის ქ.#2
  • თელავი - ნადიკვარის ქ #23
  • რუსთავი - ბალანჩივაძის ქ #8
  • ფოთი - 26 მაისის ქ #7
  • ქუთაისი - რუსთაველის ქ.#1 (მერიასთან)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
032 2 200 220 (3025); 08 00 00 00 88;

ვის მივმართოთ ძალადობის შემთხვევაში?!

თუ თქვენზე ან თქვენს მეგობარზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა, აუცილებლად მიმართეთ მშობელს, მასწავლებელს, მანდატურს.

უწყებები, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ძალადობის შემთხვევაში:
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი სიტუაციების ოპერატიული მართვის ცენტრი - ტელეფონი: 112
  • სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური - (995 32) 2 200 220 (3335)
  • სოციალური მომსახურების სააგენტო - ტელეფონი: 1505

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 სექტემბრის N437 დადგენილების, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, მიხედვით რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები არიან:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები (შემდგომში - პოლიცია);
ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებები და ამ სამინისტროთა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
გ) საქართველოს პროკურატურა;
დ) სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი;
ე) საბავშვო ბაღები;
ვ) სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (შემდგომში - მანდატურის სამსახური);
ზ) საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები;
თ) ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები და თავშესაფრები;
ი) სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები (მათ შორის, სოფლის ექიმები);
კ) მუნიციპალიტეტების გამგეობა/მერია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობა)/მისი უფლებამოსილი დაწესებულება (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ფარგლებში.
მუხლი 5, პუნქტი 1.

მსჯავრდებულთა განათლება

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამის მიზნები:
  • ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში.
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის შესაბამისი სასწავლო/საგანმანათლებლო სერვისების უზრუნველყოფა
ამოცანები:
  • სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა
  • მასწავლებლეთა კომპეტენციების გაძიერება ინკლუზიური განათლების სფეროში
  • სენსორული დარღვევების მქონე პირთა სწავლისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
მიმდინარე პროექტები, აქტივობები, ღონისძებები:
სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა
2009-10 წლებში ცენტრმა შეიმუშავა და დამტკიცდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. სტანდარტის ზოგადი ნაწილის მინიმულური მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი. კურსის გავლა რეკომენდებულია ყველა სპეციალური მასწავლებლისთვის, ფსიქოლოგისა და ინკლუზიური განათლების კოორდინატორისთვის, რომელიც დასაქმებულია სკოლაში. დღემდე სპეციალური პედაგოგიკის კურსი გავლილი აქვს 1000 -ზე მეტ სპეციალისტს.
რეგიონული სასწავლო ტური
რეგიონში სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“. ტურის ფარგლებში რეგიონში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლები პრაქტიკულ კურსს გადიან თბილისის წარმატებულ ინკლუზიური სკოლებში. ტური შესაძებლობას აძლევს მასწავლებლებს სხვადასხვა რეგიონიდან, გაიზიარონ ერთმანეთის უნიკალური გამოცდილება, წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ, რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას ამა თუ იმ სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები. ტურში 2016-17 წლებში მონაწილეობა მიიღო 56 მა სპეციალურმა მასწავლებელმა რეგიონიდან. თბილისის 10 მა წარმატებულმა ინკლუზიურმა სკოლამ უმასპინძლა ტურის მონაწილეებს. მომავალი წლიდან დაგეგმილია რეგიონის წარმატებული ინკლუზიური სკოლების, როგორც ტურის მასპინძლების, ჩართვა.
ტრენინგ მოდულები მასწავლებლებისთვის ინკლუზიური განათლების თემებზე
ცენტრი შეიმუშავებს და მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგ მოდულებს ინკლუზიური განათლების სხვადასხვა თემაზე. მაგ: „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრაცია ზოგადსაგნმანათლებლო კლასში“; „სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლის მასწავლებლის პორტფოლიო“; „რთული ქცევის მართვა“; „აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეთა სწავლება“ (აღნიშნული მოდული შემუშავდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკის სპეციალისტების მიერ ამავე კლინიკის ბაზაზე უნივერსიტეტთან მემორანდუმის საფუძველზე). აღნიშნული ტრენინგ მოდულები დღემდე გავლილი აქვს 4000 ამდე მასწავლებელს. მოდულები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მასწავლებლისთვის, რომელიც ასწავლის სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს და ესაჭიროება გარკვეული მიმართულებით ცოდნის გაღრმავება.
პროესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების გაძიერების მიზნით ცენტრმა შეიმუშავა და ჩაატარა ტრენინგები სპეციალური საჭიროებების მქონე პროფესიული სტუდენტების სწავლებისას ინდივიდუალური მიდგომების შესახებ. ტრენინგები გაიარა პროფესიული სასწავლებლებსი 399 მა მასწავლებელმა.
ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა
ხშირად, ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნისა თუ შეძენილი პრაქტიკული უნარის მიუხედავად, სირთულეს წარმოადგენს კონკრეტული სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლესთან გარკვეული წარმატების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს, სპეციალურ მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს, სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია მიმართოს ცენტრს ინდივიდუალური კონსულტირებისთვის. ცენტრი სკოლაში გზავნის კონსულტანტს, რომელიც ეცნობა სიტუაციას მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებიდან გამომდინარე ეხმარება ბავშის მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლეს, კლასის დამრიგებელს, მშობელს და სხვ. ბავშისთვის რელევანტური სასწავლო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. ტრენინგისგან განსხვავებით ინდივიდუალური კონსულტიების უპირატესობა ის გახლავთ, რომ ინდივიდუალური კონსულტირების პირობებში მასწავლებლები და მშობლები სწავლობენ, კონკრეტული მოსწავლისთვის როგორ დაგეგმონ სასწავლო პროცესი, შესაბამისად, კონსულტირების შედეგი უშუალოდ აისახება მოსწავლის სწავლასა და ქცევაზე. ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამაში დღესდღეობით ჩართულია 12 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე და მომდევნო სასწავლო წლიდან დაგეგმილია კიდევ 20 მოსწავლის შემთხვევაზე კონსულტირება.
მხედველობის დარღვევის მქონე პირთა სწავლისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
თემატური ტრენინგები
დაინტერესებულ პირთათვის, როგორიც არის უსინათლო ან მცირემხედველი ბავშის მასწავლებელი, სხვა სპეციალსიტი ან მშობელი, ცენტრი ატარებს ტრენინგებს:
ბრაილის სისტემა და მისი სწავლების მეთოდოლოგია - ამ მოდულში მონაწილეები ეუფლებიან როგორც თვად ბრაილის სისტემის გამოყენებით წერა-კითხვას, ასევე მისი სწავლების მეთოდებს უსინათლო ბავშებისთვის.
მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლება - მასწავლებლები და სხვა სპეციალისტები ეცნობიან გარემოს მორგების, დამხმარე საშუალებების გამოყენების (მაგალითად, გამადიდებელი ლუპების ან CCTV- ის გამოყენების) და სწავლების სტრატეგიების შერჩევის გზებს მცირემხედველი მოსწავლეებისთვის.
თემატური ტრენინგები მხედველობის დარღვევის მქონე პირების სწავლების საკითხებზე შეუძლია გაიაროს ნებისმნიერ სპეციალისტს, რომელიც ასწავლის ან მუშაობს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან ან სტუდენტთან.
ორიენტაცია-მობილობის ინსტრუქტორის მომსახურება
დღეს უსინათლო ადამინისთვის უფრო მეტად შესაძლებელია დასაქმება, პროფესიულში ან უმაღლესში ჩარიცხვა, თუნდაც გართობა, მოგზაურობა და ა.შ. ვიდრე ეს წლების წინ იყო. თუმცა არც უმაღლეს/პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვა და არც დამსაქმებელთან ხელშეკრულება არ ნიშნავს, რომ მისი დამოუკიდებლობისთვის ყველა პირობა დაკმაყოფილდა. განსხვავებით სხვა ადამიანებისგან, უსინათლო ადამიანს სჭირდება ძალიან სპეციფიური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ის ახალ გარემოში დამოუკიდებლად ორიენტირდეს და შეუფერხებლად ისწავლოს ან იმუშაოს.
სპეციალიტი, რომელიც ზემოხსენებულ „სპეციფიურ“ მხარდაჭერას უწევს უსინათლო პირს ნებისმიერ გარემოში ადაპტირებისთვის და დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის (სახლის, სამსახური, სასწავლებელი, ქუჩა, მეტრო და სხვა), გახლავთ მობილობის ინსტრუქტორი.
ცენტრი, ერთი მხრივ, ამზადებს მობილობის ინსტრუქტორებს - ატარებს ორდონიან ტრენინგს დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც იძენენ ინსტრუქტორის კომპეტენციას. მეორე მხრივ, უსინათლო პირებს სთავაზობს მობილობის ინსტრუქტორის მომსახურებას. კერძოდ, უსინათლო პირი მიმართავს ცენტრს, ცენტრი გამოყოფს ინსტურქტორს, ინსტრუქტორი ხვდება უსინათლო პირს და მასთან ერთად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და სამუშაო გეგმას. იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება და ინტერესი აქვს უსინათლო პირს, წარიმართება მუშაობა - ინსტრუქტორმა უსინათლო პირს შეიძლება ასწავლოს თეთრი ხელჯოხის გამოყენება, ტრანსპორტის მოხმარება, მაგ. სახლიდან სამსახურამდე და პირიქით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება; სამსახურის, სასწავლებლის გარემოში ორიენტირება (სად არის უსაფრთხო შესასვლელი/გასასვლელი, როგორ არის განლაგებული აუდიტორები და როგორ იპოვოს შესაბამისი აუდიტორია, მერხების, სკამების, ავეჯის განლაგება, საპირფარეშო, სასადილო და ა.შ.).
აღსანიშნავია, მობილობის ინსტრუქტორის და უსინათლო პირის მუშაობას ესწრებიან და პროცესში მონაწილოებას იღებენ ორიენტაცია-მობილობის ტრენინგის მონაწილეებიც, რომლების იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას. დღემდე ცენტრში მომზადდა 14 მობილობის ინსტრუქტორი, რომელთაც შეუძლიათ დასაქმდნენ როგორც სკოლებში, ასევე სარეაბილიტაციო ცენტრებში, მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და სხვ. და ხელი შეუწყონ უსინათლო პირების სწავლასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას.
საზაფხულო სკოლა ბათუმში
გერმანული ფონდის „თბილისის უსინათლოთა სკოლის მეგობრების საზოგადოება“, მხარდაჭერით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საზაფხულო სკოლა. გერმანელი სპეციალისტები მოამზადებენ ორიანტაცია-მობილობის ინსტრუქტორებსა და უსინათლო პირთა ადრეული ინტერვენციის (რომელიც მოიცას წინასასკოლო და ადრეული სასკოლო ასაკის უსინათლო და მცირემხედველი ბავშების მომზადებას) სპეციალისტებს. ფონდი თანამშრომლობს არაერთ გავლენიან გერმანულ ორგანიზაციასთან. მათ შორისაა მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრი ‘’ბლისტა’’. საზაფხულო სკოლის განხორციელებაში ცენტრთან ერთად ასევე მონაწილობას იღებს უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია მარიანი, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და განათლების და მეცნიერების სამინისტრო. საზაფხულო სკოლა შესაძლებლობას ქმნის საქართველოს დასავლეთ რეგიონშიც მომზადდნენ დარგის სპეციალისტები, რაც შესაძლებლობას ქმნის, რომ დასავლეთში, კერძოდ კი ბათუმში შეიქმნას უსინათლო პირთა სწავლის და დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი სერვისები.
სმენის დარღვევის მქონე პირთა სწავლისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
სმენის დარღვევის მქონე პირთათვის ძირითადი საკომუნიკაციო საშუალება არის ჟესტური ენა. ჟესტური ენის განვითარება და გამოყენების არეალის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია სმენის დარღვევის მქონე პირთა სწავლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ცენტრმა შეიმუშავა და ატარებს ჟესტური ენის სასწავლო კურსებს როგორც თავად ყრუ პირებისთვის, ასევე მათი უახლოესი სოციალური გარემოსთვის, როგორიც არის, ოჯახის წევრები, მეგობრები, თანატოლები, თანაკლასელები, თანამშრომლები და ნებისმიერი პირი, ვისაც უხდება ყრუ პირთან კომუნიკაცია.
ჟესტური ენის დამოუკიდებლად სწავლის მსურველთათვის ცენტრმა შეიმუშავა ვიდეომასალა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ მსურველს ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე აითვისოს ჟესტური ენა.
ცენტრმა ასევე შეიმუშავა ჟესტური ენის თარჯიმანთა კურსები და მოამზადა ჟესტური ენის 15 თარჯიმანი.
შემუშავდა და ჩატარდა ქართული ენის შემსწავლელი ტრენინგი ყრუ პირებისთვის, რომლებიც კარგად ფლობენ ჟეტურ ენას, მაგრამ ესაჭიროებათ ქართული ენის, განსაკუთრებით კი ქართული ენის გრამატიკის გაუმჯობესება.
შემუშავების პროცესშია ბილინგვური სწავლების მეთოდოლოგია ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის, რაც შექმნის პირველადი ენის გამოყენებით (რომელიც არის ჟესტური ენა) სახელმწიფო ენის (ქართული ენა) სრულყოფილად ათვისების შესაძლებლობას.

სასარგებლო ბმულები

კითხვის ეფექტური მეთოდები

ელექტრონული რესურსები მასწავლებლებისთვის

ელექტრონული ბიბლიოთეკა

ელექტრონული ბიბლიოთეკა




სამოქმედო გეგმა 2018 წელი

ვებინარი თემაზე - "აქტიური სწავლება ქიმიაში"

ვებინარი თემაზე - "აქტიური სწავლება ქიმიაში"http://tpdc.ge/geo/news/472

Wednesday, October 31, 2018

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - დამხმარე სახელმძღვანელოები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - დამხმარე სახელმძღვანელოები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - პროგრამები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - პროგრამები (2018)

პროფესიული განვითარების ტრენინგებზე დარეგისტრირება


პროფესიული განვითარების ტრენინგებზე დასარეგისტრირებლად საჭიროა ორი ეტაპის გავლა. პირველი ეტაპი გულისხმობს ვებგვერდზე რეგისტრაციას, ხოლო მეორე ეტაპი ავტორიზაციას. ავტორიზაციისას ვიყენებთ რეგისტრაციისას გამოყენებულ პირად ნომერს და პაროლს.

საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე" გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება

საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე" გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება

04/10/2018
ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებული გახდა მწერალი დავით გორგილაძე მოთხრობისთვის „სცენას ჩამოსასვლელი არ აქვს“. გამარჯვებული მოთხრობის ავტორს გადაეცა სპეციალურად კონკურსისთვის დამზადებული სიმბოლო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალ “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს, ფარგლებში, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ლიტერატურული კონკურსი უკვე მესამედ გაიმართა.
გამარჯვებული ავტორებს საზეიმო დაჯილდოებაზე პრიზები გადასცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ და კონკურსის ჟიურიმ.
კონკურსის მიზანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. კონკურსში 72-მა მწერალმა მიიღო მონაწილეობა.
საზეიმო დაჯილდოებაზე სპეციალური ჟიურის მიერ, ასევე გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილზე გასული ავტორები:
მეორე ადგილი - ნინო ქადაგიძე „ოქტომბრელი“
მესამე ადგილი - დიანა ანფიმიადი „მარსზე წყალი იპოვეს“
„პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ მიერ დააწესებული განსაკუთრებული პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის კი გადაეცა ალექსანდრე ოქროპირიძეს მოთხრობისთვის „სინკოპა“.
გამომცემლობა ინტელექტის სპეციალური პრიზები კი გადაეცათ:
თეა თოფურიას მოთხრობისთვის „სპილო ოთახის კუთხეში“
სოფიო კუბლაშვილს მოთხრობისთვის „გელა“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიზები კი გადაეცათ:
მიშა ბახსოლიანს მოთხრობისთვის - "ბოლო გაკვეთილი"
ლუკა ბაქანიძეს მოთხრობისთვის - "გზაზე ძაღლი მიდიოდა"
ნათია როსტიაშვილს მოთხრობისთვის - "ლიზი ღმერთია"
ეთერ ქუთათელაძეს - "მარი მასწავლებელი"
კონკურსის ფარგლებში განიხილებოდა მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნა.
„კონკურსის მრავალფეროვნებისთვის, საერთო სათაურის ქვეშ, სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი -- ღირებულებების თემა გამოვყავით, რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლებს უნდა შეექმნათ ნაწარმოებები, რომლებიც ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, როგორიცაა უსაფრთხო სასკოლო გარემო, ტოლერანტობა, ინტერკულტურული განათლება, სამართლიანობა, მეგობრობა და წარმოაჩენდა მასწავლებლის როლს ამ პროცესში,” განაცხადა ჟურნალ “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს მთავარმა რედაქტორმა ნატალია ინგოროყვამ.
სამი კონურსის ფარგლებში სულ შერჩეულია 30 საუკეთესო მოთხრობა სკოლის ცხოვრებასა და მასწავლებლის საქმიანობაზე. ასეთი პრეცედენტი ქართულ მწერლობაში ჯერ არ ყოფილა. ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე ქართულ ლიტერატურაში არ დაწერილა მოთხრობები სასკოლო ცხოვრებაზე. მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერისა და ლიტერატურაში სასკოლო ცხოვრების ასხვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა დამხმარე მასალებით უზრუნველყოფის მიმართულებით. აღნიშნული მასალა ხელს უწყობს ზოგადად, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

რა არის პროფესიული სტანდარტი განათლებაში?

რა არის პროფესიული სტანდარტი განათლებაში?
პროფესიულ სტანდარტში თავმოყრილია ის აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომელიც მოეთხოვება იმ ადამიანს, რომელიც სკოლაში ან განათლების სისტემაში მუშაობს. პროფესიული სტანდარტი განათლებაში სხვადასხვა სახისაა. ეს შეიძლება იყოს მაგალითად მასწავლებლის, პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლის ან სკოლის ხელმძღვანელის სტანდარტი. სტანდარტი ნორმატიული დოკუმენტია, რომელიც ასევე ეხმარება მასწავლებელს ან დირექტორს, ორიენტაცია აიღოს, რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები.
რისთვის გამოიყენება პროფესიული სტანდარტები განათლებაში?
პროფესიული სტანდარტებს განათლებაში სხვადასხვა ფუნქცია ეკისრება. სტანდარტები გამოიყენება, როგორც თვითშეფასების ერთერთი მექანიზმი. მასწავლებელს ან სკოლის ხელმძღვანელს საშუალება ეძლევა, რომ სტანდარტის საფუძველზე შეაფასოს საკუთარი ცოდნა და უნარები. მასწავლებელი ან დირექტორი თავად განსჯის, აკმაყოფილებს თუ არა მისი პროფესიონალიზმი პროფესიულ სტანდარტებს.
სტანდარტები გამოიყენება ასევე მასწავლებლის ან სკოლის დირექტორის საქმიანობის შესაფასებლად. ეს შეიძლება იყოს შეფასება სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეების, მშობლების ან სახელმწიფოს მხრიდან (სერტიფიცირება); შეფასება სასწავლო პროცესზე დაკვირვებით (კოლეგების, სასწავლო ნაწილის, დირექტორის ან ფსიქოლოგის დაკვირვების შედეგები) და შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მიხედვით.
სტანდარტის ერთერთი მთავარი დანიშნულება არის ის, რომ პროფესიული სტანდარტებისსაფუძველზე უმაღლესი სასწავლებლები ამზადაებენ მომავალ მასწავლებლებს ან სკოლისხელმძღვანელებს. პროფესიული სტანდარტები გამოიყენება ასევე სკოლისა და/ან უმაღლესი სასწავლებლების თვითშეფასებისას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში.
სტანდარტი არის დინამიური დოკუმენტი, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. ცვლილებები სტანდარტში სხვა ფაქტორებთან ერთად უკავშირდება ცვლილებებს საერთაშორისო და ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში. სტანდარტის საფუძველზე საქართველოს სკოლა და მასწავლებელი ამზადებს თანამედროვე, კონკურენტუნარიან მოქალაქეს.

ელექტრონული ბიბლიოთეკა

სასწავლო და სოციალური პროექტები


დაფიქრდი,დაწყვილდი,გაუზიარე

Sunday, October 28, 2018

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტებიზოგადი დებულებები:
1. მასწავლებელს სავალდებულო ან/და დამატებით საქმიანობაში/აქტივობაში კრედიტქულა არ მიენიჭება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მასწავლებელი წარმოადგენს ისეთი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც შეფასებულია სხვა სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის ფარგლებში; ბ) თუ მასწავლებელი სავალდებული ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტოვობის განხორციელებისას არ დაიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) თუ მასწავლებელი სრულად არ წარმოადგენს სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას; დ) თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფს აქვს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ რეალურად არ განხორციელებულა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობა/აქტივობა.
 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მასწავლებლის შეფასების ველში მიეთითება 0 (ნული) ქულა.

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების განახლებული სქემის ფარგლებში მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები უკვე ცნობილია.
დოკუმენტი განსაზღვრავს თუ როგორ და რა კრიტერიუმებით შეფასდება მასწავლებლის დამატებითი აქტივობები, რომლის დახმარებითაც, განახლებული სქემით დამატებითი მას კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა ექნება. მასწავლებელი შეფასების ჯგუფს წარუდგენს წინასწარ გაწერილ დოკუმენტებს და მისი შესწავლის შემდეგ ხორციელდება შეფასება და კრედიტქულის მინიჭება.

კონკურსებისათვის და სხვა აქტივობებისთვის მოსწავლის მომზადება


პრაქტიკოსი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობები/აქტივობები


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება/შეხვედრებში მონაწილეობა


სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა


საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობა


როგორ უნდა ვიმუშაოთ სასწავლო პროექტებზე


 როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. ის არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის შესაბამისად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და მიზანმიმართული. როგორც ცნობილია, პროექტული მიდგომა საჭიროა მაშინ, როდესაც პრობლემაა გადასაჭრელი; პროექტი როგორც მრავალფუნქციური მეთოდი საშუალებას აძლევს პროექტის ავტორს, დეტალურად გაწეროს კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაო. პროექტი შეიძლება შესრულდეს: ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ერთი საგნის ფარგლებში; რამდენიმე საგნის ფარგლებში (საგანთა ინტეგრაცია). მასწავლებელი-მოსწავლეების დამოკიდებულების მხრივ შეიძლება გამოიყოს სამი ტიპის სასწავლო პროექტი: 1. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გამზადებულ პროექტს. იგი თავად განსაზღვრავს პრობლემას, სახავს მისი გადაჭრის სტრატეგიასა და ტაქტიკას, მოსწავლე კი დამოუკიდებლად გადაჭრის პრობლემას. 2. მასწავლებელი სვამს პრობლემას, მოსწავლე დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებს და პრობლემის გადაჭრის გზებს. 3. მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას, დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს. საგანმანათლებლო პროექტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:  თავფურცელი;  ინფორმაცია პროექტის ავტორისა და შემსრულებლის შესახებ;  პროექტის აღწერა;  პროექტის შესრულების განრიგი;  ბიუჯეტი/რესურსები;  მოსალოდნელი შედეგები;  მონიტორინგი და შეფასება. განაცხადს უნდა დაურთოთ: დამატებითი ინფორმაცია/დანართები (ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განამტკიცებს განაცხადს და გახდის მას უფრო დამაჯერებელსა და გასაგებს: კითხვარები, ფოტომასალა, ვიდეომასალა და ა.შ.). არასრული განაცხადი ჩაითვლება ტექნიკურად გაუმართავად. ხშირად მასწავლებელს ან მასწავლებელთა ჯგუფს საგანმანათლებლო პროექტის შედგენა უწევს. ეს შეიძლება იყოს სასკოლო პროექტი ან განაცხადი, რომლითაც მასწავლებელი საგრანტო ან სხვა ტიპის კონკურსში მონაწილეობს. გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს. 

როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი



როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი?

 მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს „...სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.“

   წინამდებარე მასალაში კიდევ ერთხელ დავაფიქრებთ მკითხველს დაგეგმვის აუცილებლობაზე, მივცემთ რეკომენდაციებს, რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა მოქნილი, მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული გაკვეთილის დასაგეგმად, რომელიც საგანმანათლებლო ლიტერატურაში კონსტრუქტივისტული გაკვეთილის სახელითაა ცნობილი. კონსტრუქტივისტული გაკვეთილი გამოირჩევა მოქნილობით. იგი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, იპოვნონ მნიშვნელობები, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი, შეძლონ ანალიზი, ცალკეული ელემენტების გაერთიანება ახალი სტრუქტურის სახით და სათანადო დასკვნების გამოტანა. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობას და ინტერესს. მასწავლებელი კონსტრუქტივისტული სწავლებისას არის პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელის შემწყობი.
    სანამ პედაგოგი გაკვეთილის გეგმის შედგენას დაიწყებს -  კარგად უნდა გაიაზროს გაკვეთილის ეტაპები/ფაზები :
   1. გამოწვევის ფაზაზე მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებში მოცემულ საკითხზე, საგანზე ან მოვლენაზე არსებული ცოდნის, განცდების, შთაბეჭდილებების გააქტიურება. მოსწავლეები იხსენებენ, რა იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ და იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს;
  2. გაკვეთლის ცენტრალური ნაწილი სიღრმისეული წვდომის ფაზაა, როდესაც მოსწავლე ბოლომდე გაიაზრებს ახალ მასალას და შეძლებს ახლადშეძენილი ცოდნა დაუკავშიროს ადრე ნასწავლს. ამ ეტაპის უპირველესი ამოცანაა საწყის ფაზაზე აღძრული მოტივაციის შენარჩუნება და განმტკიცება;
  3. რეფლექსიისა და შეჯამების ფაზაზე მოსწავლეები ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მსჯელობა. გაკვეთილის ეს სამივე ეტაპი გათვალისწინებული და ასახული უნდა იყოს გაკვეთილის გეგმაში ადექვატური აქტივობებისა და მეთოდების სახით.
   უნდა გადაწყვიტოს გაკვეთილის სტრუქტურირების რომელ სტრატეგიას გამოიყენებს - პირდაპირი სწავლების სტრატეგიას, რომელიც მასწავლებლის როლზე აკეთებს აქცენტს (მაგ. ლექციური ტიპის გაკვეთილი), თუ არაპირდაპირი სწავლების სტრატეგიას, როდესაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა (მაგ. დისკუსია განსახილველი თემის ირგვლივ). გაკვეთილის სტრუქტურირების სტრატეგიები მასწავლებელმა უნდა აირჩიოს მიზნის შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ ეს ორივე სტრატეგია შესაძლებელია ერთიდაიგივე გაკვეთილზე გამოიყენოს მან.
   უნდა იფიქროს იმაზე, გაკვეთილს დედუქციური მიდგომით (ზოგადიდან კონკრეტულისკენ) წარმართავს, თუ ინდუქციურით (კონკრეულიდან ზოგადისკენ). კიდევ რა არის საჭირო მოქნილი და კრეატიული გეგმების შესადგენად?
 1. მოსწავლეთა სასწავლო წინაპირობის გათვალისწინება - ინდივიდუალური უნარები, ოჯახური, მოტივაციური, კულტურული, კოგნიტიური, ემოციური, ფსიქო-მოტორული, ენობრივი, სოციალური და სხვ.
 2. ჩარჩოპირობების გათვალისწინება - სამართლებრივი, ინსტიტუციონალური, ადგილობრივი, დროითი და ა.შ. მონაცემები.
 3. სასწავლო გეგმებზე ორიენტაცია;
 4. სასწავლო და აღმზრდელობითი მიზნების ერთობლიობა;
 5. მიზნებსა და შედეგებზე ორიენტაცია;
 6. ძირითადი პუნქტების გამოყოფა;
 7. სასწავლო სტრატეგიების დიფერენცირებული გამოყენება;
8. მრავალმხრივი მეთოდების გამოყენება;
9. რესურსების შერჩევა და მისი მომზადება;
10. სოციალური ფორმების შერჩევა (ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილური);
 11. მოსწავლეებისათვის ახალ-ახალი სასწავლო შანსების შეთავაზება;
12. შედეგების სისტემატური კონტროლი. შედეგების სისტემატური კონტროლი საშუალებას აძლევს პედაგოგს, იკვლიოს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა - შეაფასოს რას მიაღწია, რას ვერა და რატომ ვერა? მოახდინოს დაგეგმილი გაკვეთილის კორექცია, მისი ხელახალი პილოტირება და ა.შ.
    განვიხილოთ გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი:
1. თემა და მიზანი - მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ამოირჩევს გაკვეთილის თემას, იგი აყალიბებს გაკვეთილის მიზანს. სასწავლო მიზნები უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან და მოსწავლეთა საჭიროებიდან, მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან. სწორედ სასწავლო მიზნები განსაზღვრავს სასწავლო აქტივობების შინაარსს, მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს და ქმნის საფუძველს როგორც მოსწავლეთა პროგრესის შემოწმებისთვის, ასევე მასწავლებელთა თვითშეფასებისთვის. მიზანი უნდა იყოს ფორმულირებული კონკრეტულად, მარტივად და რეალისტურად (45 წუთში მიღწევადი); იგი უნდა იყოს გაზომვადი და შეფასებადი. სასწავლო მიზნების ფორმულირებისას უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ზმნები - გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გაანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ა.შ.
  2. სასწავლო აქტივობები და მეთოდები ხშირად მასწავლებლებს უჭირთ განასხვავონ ერთმანეთისაგან აქტივობა და მეთოდი. როგორ განვასხვავოთ ისინი ერთმანეთისაგან? აქტივობას დაესმის კითხვა - რას ვაკეთებ? მაგ. მასწავლებელი კლასთან ერთად შეიმუშავებს ჯგუფური მუშაობის წესებს. თუ დაისმის კითხვა როგორ ვაკეთებ? ე.ი. რა დიდაქტიკური ხერხით ვახორციელებ ამ აქტივობას, ეს არის მეთოდი. მაგ. მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის წესებს შეიმუშავებს ”გონებრივი იერიშით”. გონებრივი იერიში არის მეთოდი. სასწავლო აქტივობები შესაბამისი უნდა იყოს გაკვეთილის მიზანთან და მისი შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:  შერჩეული აქტივობები დაგვეხმარება თუ არა დასახული მიზნის მიღწევაში?  მიზნის მისაღწევად რას გავაკეთებთ ჩვენ (მასწავლებლის აქტივობა) და რას გააკეთებენ მოსწავლეები (მოსწავლის აქტივობა)?  რამდენი აქტივობა მიგვიყვანს მიზნამდე?  როგორი იქნება აქტივობების თანმიმდევრობა?  შეესაბამება თუ არა ჩვენს მიერ შერჩეული აქტივობა მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს, მათ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას. სასწავლო მეთოდების შერჩევისას გავითვალისწინოთ:  მისი შესაბამისობა სასწავლო აქტივობასთან და კლასის ორგანიზების ფორმასთან;  ტექნიკურად მისი განხორცილების შესაძლებლობა.
 3. სასწავლო რესურსების სწორად შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარსამართავად. სასწავლო რესურსებში მითითებული უნდა იყოს ყველა ის რესურსი, რომლის საფუძველზეც გაკვეთილი იგეგმება და წარიმართება - მოსწავლის და მასწავლებლის სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, თვალსაჩინოება, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტსაიტები და სხვ.
4. თითოეული აქტივობისთვის საჭირო დრო - გაკვეთილის ფაზებზე და სასწავლო აქტივობებზე დროის სწორად განაწილება არის ეფექტიანი გაკვეთილის ერთ-ერთი წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს შეუძლია სიტუაციისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით გაკვეთილის მსვლელობისას კორექტივები შეიტანოს დროის მენეჯმენტში.
5. კლასის ორგანიზების ფორმები - აუცილებელია, რომ კლასის ორგანიზების ფორმები სასწავლო აქტივობისა და მეთოდის შესაბამისი იყოს. მაგ. როდესაც მასწავლებელი ხსნის ახალ მასალას ლექციური მეთოდით, იყენებს კლასის ორგანიზების ისეთ ფორმას, როგორიც არის საერთო საკლასო. თუ მასწავლებელი სიღრმისეული წვდომის ფაზაზე თითოეულ ჯგუფს ავალებს გარკვეული მასალის ანალიზსა და შეფასებას, საქმე გვაქვს ჯგუფურ მუშაობასთან.
 6. თითოეული აქტივობისა და გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი სავარაუდო შედეგები - როდესაც მასწავლებელი მიზნის მისაღწევად ირჩევს შესაბამის აქტივობებსა და მეთოდებს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თითოეული ამ აქტივობისა და მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს, ე.ი. თითოეულ აქტივობას რა შედეგზე გაყავს მოსწავლეები. ყოველი აქტივობის ბოლოს მიღწეულ შედეგებს მოსწავლეები უნდა მიყავდეს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგებამდე; საიდანაც, თავის მხრივ, უნდა გამომდინარეობდეს გაკვეთილის მიზანი.
 7. შეფასება - იმისათვის, რომ მასწავლებელმა განსაზღვროს, გავიდა თუ არა სასურველ შედეგზე, აუცილებელია, შეამოწმოს სასწავლო შედეგები. გაკვეთილის გეგმაში ასახული უნდა იყოს რა ფორმით ამოწმებს სასწავლო შედეგებს, უნდა აღწეროს შეფასების რა ტიპებისა და მეთოდების გამოყენებას აპირებს კონკრეტულ გაკვეთილზე. შეფასების რუბრიკები თან უნდა ახლდეს გაკვეთილის გეგმას თანდართული დოკუმენტის სახით.
 8. თვითშეფასება - გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს მასწავლებლის თვითშეფასების ცხრილი, რომელსაც მასწავლებელი ავსებს გაკვეთილის ბოლოს, როდესაც ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიას აკეთებს - მან უნდა გააანალიზოს, რა იყო კარგი, რაც დაეხმარა შედეგზე გასასვლელად და რამ დააბრკოლა, რისი გაუმჯობესებაა სასურველი. შეფასების შედეგებზე და თვითშეფასების ანალიზზე დაყრდნობით მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა, შეიტანოს გარკვეული ცვლილებები და დამატებები გაკვეთილის გეგმაში. ასეთი შემოქმედებითი მიდგომა სასწავლო პროცესისადმი ეხმარება პედაგოგს მუდმივად დახვეწოს თავისი პედაგოგიური პრაქტიკა და ჩამოყალიბდეს ე.წ. მკვლევარ-მასწავლებლად. სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი პირობაა. გეგმა საკმაოდ მოქნილი და შემოქმედებითი უნდა იყოს, რათა მასწავლებელმა შეძლოს სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება. წინამდებარე მასალაში განვიხილეთ ის ძირითადი კომპონენტები, რომელსაც მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს ეფექტიანი გაკვეთილის დასაგეგმად. გაკვეთილის გეგმის კონკრეტული ნიმუშის მოყვანისაგან ყოველთვის თავს ვიკავებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ მასწავლებელმა თავისი შემოქმედებითი აზროვნებით თავად უნდა შექმნას გაკვეთილის გეგმის მისეული ნიმუში გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებზე დაყრდნობით. მაგრამ ამჯერად ვითვალისწინებთ რა მასწავლებელთა დაჭინებულ თხოვნებს, გთავაზობთ გაკვეთილის გეგმის რამდენიმე ნიმუშს, რომელიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და დაგეხმარებათ თქვენეული გეგმის სტრუქტურის შექმნაში. გაკვეთილის გეგმის სქემის ნიმუში N1 დისციპლინა: სწავლების საფეხური: მოსწავლეთა რაოდენობა: თემა: მიზანი: N აქტივობა მეთოდი კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები დრო თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: შეფასების ტიპები და მეთოდები: თვითშეფასება: (შეფასების და თვითშფასების რუბრიკები თან უნდა ერთოდეს გეგმას) გაკვეთილის გეგმის სქემის ნიმუში N2 დისციპლინა: სწავლების საფეხური: მოსწავლეთა რაოდენობა: თემა: მიზანი: მოსალოდნელი შედეგები: დრ ო გაკვეთილი ს ფაზა მასწავლებლი ს აქტივობა მოსწავლი ს აქტივობა მეთოდ ი სასწავლო რესურსებ ი კლასის ორგანიზები ს ფორმები შეფასებ ა გაკვეთილის გეგმის სქემის ნიმუში N3 გაკვეთილის თემა საგანი/ინტეგრირებული საგნები მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი სწავლების საფეხური მოსწავლეთა პროფილი მიუთითოს მოსწავლეთა რაოდენობა კლასში და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭიროებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აქტუალობა რით არის ეს გაკვეთილი აქტუალური, როგორ შეუწყობს მოსწავლეებს ხელს ცოდნისა და უნარჩვევების დაუფლებაში, არსებულ ცოდნასა და ახლადშეძენილ ცოდნას შორის კავშირების დამყარებაში და სხვ. სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები რა კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან მოსწავლეები, რა უნარებს გამოიმუშავებენ, რა დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდებათ. ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ შედეგებზე გავლენ. მოსწავლეთა წინარე ცოდნა რას უნდა ფლობდეს მოსწავლე, რომ ახლად გადაცემული მასალის ათვისება გაუადვილდეს. გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი რა აქტივობებს განახორციელებს მასწავლებელი დასახული მიზნის მისაღწევად, როგორ მოახერხებს მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას, წინარე ცოდნის გააქტიურებას, ცოდნის კონსტრუირებას, ახლადშეძენილი ცოდნის გამთლიანებას და შეჯამებას. რა მეთოდებს გამოიყენებს აქტივობების განსახორციელებლად, რა დროს მოანდომებს თითოეულ მათგანს, როგორ მოახდენს კლასის ორგანიზებას. შეფასება და თვითშეფასება როგორ გაზომავს მასწავლებელი გავიდა თუ არა შედეგზე, შეფასების რომელ ტიპსა და მეთოდს გამოიყენებს, რა კრიტერიუმებით მოახდენს შეფასებას. სასწავლო რესურსები ყველა ის რესურსი, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება ეფექტიანი გაკვეთილის ჩასატარებლად. 


ავტორი სოფიკო ლობჯანიძე 

წყარო  : http://mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2015/12/lobjanidze.pdf

შეფასების რუბრიკები ნიმუშები

შ ე ფ ა ს ე ბ ი ს    ს ქ ე მ ა
მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

ეს კომპონენტი გულისხმობს შემდეგი უნარების შეფასებას:
·         ყურადღების მობილიზების უნარს
·         კვლევითი უნარება
·         თანამშრომლობის უნარი
კვლევითი უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით
·         პირობების გაანალიზება,მათი არსის გაგება
·         დასმული პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზება
·         ექსპერიმენტის ჩატარება და მონაცემების ჩაწერა
·         უსაფრთხოების წესების დაცვა
·         ჯგუფურ მუშაობაში მონაწლეობა

1-4
5-6
7-8
9
10
პარაგრაფის შესაბამისი ძირითადი ცნებები და უნარები
არ შეუძლია გაკვეთილზე განხილული ძირითადი ცნებების ჩამოთვლა.არ შეუძლია მათი ადეკვატური გამოყენება.
ძირითადი ცნებების შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.უჭირს ამ ცნებების ადეკვატურად გამოყენება.
აყალიბებს ძირითად ცნებებს,მსჯელობს თითოეული ცნების შესახებ .იყენებს მათ ადეკვატურად ზოგიერთ შემთხვევაში.
აყალიბებს ძირითად ცნებებს,მსჯელობს თითოეული ცნების შესახებ.უკავშირებს ამ ცნებებს ერთმანეთს.იყენებს მათ ადეკვატურად(როგორც მსგავს ,ისე ახალ სიტუაციებში)
აყალიბებს ძირითად ცნებებს,მსჯელობს თითოეული ცნების შესახებ.აკავშირებს ამ ცნებებს ერთმანეთთან,აგრეთვე წინა გაკვეთილზე განხილულ ცნებებთან.იყენებს ამ ცნებებს ყველა სიტუაციაში.საკითხის გადაწყვეტას უდგება შემოქმედებითად.დავალება გამდიდრებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მოპოვებული მასალით.გააჩნია საკუთარი ხედვა.
·         განხილულ საკითხებზე კითხვების დასმა ,პასუხის გაცემა და დასაბუთება და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა


შ ე ფ ა ს ე ბ ი ს    ს ქ ე მ ა
საშინაო დავალების შეფასება

ეს კომპონენტი გულისხმობს შემდეგი უნარების შეფასებას:
·         წერითი უნარი
·         ნამუშევრის ორგანიზების ფორმა
·         დაკვირვების და აღწერის უნარი
·         ინფორმაციის მოძიების უნარი
·         შედარების,კლასიფიკაციის ,მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების უნარი
უნარი ფასდება შემდეგი აქტივობებით:
·         სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს გამოყენება
·         შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
·         საშინაო დავალების სისტემაურად შესრულება
·         წერითი სამუშაო ,მარტივი კვლევის ჩატარება,პროექტზე მუშაობა

1-4
5-6
7-8
9-10
წერითი დავალება
წერითი დავალება არ აქვს ან არასწორადაა შესრულებული
დავალება ნაწილობრივ სწორადაა შესრულებული
დავალება სწორადაა შესრულებული მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზებით
დავალება სწორადაა შესრულებული ხარვეზების გარეშე და ორგანიზებულია თვალსაჩინოდ







შ ე ფ ა ს ე ბ ი ს    ს ქ ე მ ა
ჯგუფური მუშაობა

1-4
5-6
7-8
9-10
ჯგუფთან ადაპტირება
იზოლირებულია ჯგუფიდან,არ მონაწილეობს  ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებაში
ბუნდოვნად აყალიბებს ,რა უნდა და რისი გაკეტბეა შეუძლია
გააზრებული აქვს თავისი ფუნქცია.ახერხებს ჯგუფის წევრებთან შეთანხმებას
ზედმიწევნით აქვს გააზრებული თავისი ფუნქცია და უპრობლემოდ უთახმდება ჯგუფის წევრებს
საკუთარი ფუნქციის შესრულება
ვერ ასრულებს თავის ფუნქციას
წარმოდგენა აქვს თავისი ფუნქციის შესახებ,მაგრამ პრაქტიკულად არ ახორციელებს
ასრულებს თავის ფუნქციას ნაწილობრივ
ასრულებს თავის ფუნქციას სრულყოფილად
სწრაფვა ლიდერობოსაკენ
უცდის როდის მიუთითებენ-რა გააკეთოს
ცდილობს ნაკლების სამუშაო შეასრულოს,არ ინტერესდება ჯგუფის სხვა წევრების საქმიანობით
ინტერესდება ჯგუფის სხვა წევრების საქმიანობითაც,ცდილობ წარმართოს რაციონალურად
რაციონალურად წარმართავს ჯგუფის საქმიანობას.შეუძლია დარწმუნება კონკრეტული საკითხის განხილვისას.




შეფასების კომპონენტი
საშინაო დავალება ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
Ø  წერითი უნარი
Ø  ნამუშევრის ორგანიზების ფორმა
Ø  დაკვირვების და აღწერის უნარი
Ø  ცნებათა არსებითი ნიშნების გამოყოფის,შედარების,კლასიფიკაციის,მიზეზ შედეგობრივი კავშირის დამყარების უნარი
Ø  ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
შედეგები
1-2 ქულა
3-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
ინფორმაციის მოძიების წყაროები
იყენებს მხოლოდ საკუთარ არსებულ ინფორმაციას
იშვიათად იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს  ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს  ინფორმაციას
იყენებს მხოლოდ რამდენიმე საინფორმაციო წყაროს
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა საკითხთან
მასალა არ არის საკითხის შესაბამისი
იშვიათად მასალა შეესაბამება საკითხს
მასალა ნაწილობრივ შეესაბამება  საკითხს
მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს
მასალა სრულად შეესაბამება საკითხს
მოპოვებული ინფორმაც ორგანიზება(ინფორმაციის წყაროების,ცხრილების ან დიაგრ. სახით წარმოდ და სხვა)
მასალა არ არის სწორად ორგანიზებული
იშვიათად ზოგიერთი მასალა ნაწილობრივ ორგანიზებულია
მასალა ნაწილობრივ ორგანიზებულია
მასალა ორგანიზ. ,მაგრამ რთულად აღსაქმელი
მასალა კარგად და მოსახერხებლადაა ორგანიზებული
მოძიებული ინფორმაციის ანალიზი
ვერ იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად
იშვიათად იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს
ძირითადად მიზნობრივად იყენებს
 მიზნობრივად იყენებს



მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

ეს კომპონენტი გულისხმობს შემდეგი უნარების შეფასებას:
*      ყურადღების მობილიზების უნარს
*      თანამშრომლობის უნარი
*      პირობების გაანალიზება,მათი არსის გაგება
*      განხილულ საკითხებზე კითხვების დასმა ,პასუხის გაცემა და დასაბუთება
*      განხილული მოვლენებისა და პროცესებისადმი საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა
შედეგები
1-2 ქულა
3-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
კვლევის მიზნის განსაზღვრა
არასწორად აყალიბებს მიზანს
იშვიათად ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მიზანს
ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მიზანს
აყალიბებს მიზანს
სრულყოფილად აყალიბებს მიზანს.განსაზღვრავს სპეციფიკურ დეტალებს.
საჭირო მასალის და აღჭურვილობის განსაზღვრა
არასწორად ჩამოთვლის საჭირო მასალას
იშვიათად ჩამოთვლის საჭირო მასალას
ჩამოთვლის საჭირო მასალას
ჩამოთვლის ძირითადად საჭირო მასალას
ჩამოთვლის ყველა საჭირო მასალას და აღჭურვილობას
კვლევის მიმდინარეობის აღწერა
ვერ ახერხებს კვლევის პროცესების ეტაპების ჩამოთვლას
არასწორად ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებს
ჩამოთვლის კვლევის პროცესის ზოგიერთ  ეტაპებს
ჩამოთვლის კვლევის პროცესის ძირითად ეტაპებს
დეტალურად ჩამოთვლის კვლევის პროცესის  ეტაპებს
შესაბამისი ტერმინების ფლობა და ადეკვატური გამოყენება
არ იცნობს ტერმინებს
ფლობს ერთ/ორ ტერმინს,მაგრამ არაადეკვატურად იყენებს
 ნაწილობრივ ფლობს  ტერმინს,მაგრამ არაადეკვატურად იყენებს
ფლობს  ტერმინოლოგიას
 ფლობს  ტერმინოლოგიას და ადეკვატურად იყენევბს მას
საშინაო დავალებების პრეზენტაცია
ვერ გაიაზრებს დავალებას,ვინაიდან არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
იშვიათად გაიაზრებს დავალებას და ისიც არასწორად
პერიოდულად ასრულებს და ისიც არასწორად
დავალება სრულყოფილად არ აქვს შესრულებული
შემოქმედებითად უდგება  ყველა სახის დავალებას,
სწორად გაიაზრებს მათ


საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება ://edu.aris.ge/news/sadjaro-skolis...