პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება
|
„ტრადიციული სამეურნეო და საბრძოლო
იარაღები გურიაში მათი დაზადების ტექნოლოგია და ქიმიის
როლი“
|
|
საგანი / საგნები
|
ქიმია/ისტორია
|
|
პრობლემის განსაზღვრა
და მისი აქტუალობა:
|
·
მოსწავლეები სუსტად იცნობენ თავიანთ კუთხეში ხელმისაწვდომ ეთნოგრაფიულ
და არქეოლოგიურ მასალას, მოცემულ
შემთხვევეში შრომის ადა ბრძოლის იარაღებს, რომელიც იტორიულ-ეთნოგრაფიული ყოფის აუცილებელი
ნაწილი იყო .
·
კარგად არ იციან მათი დამზადების ტექნოლოგიები,რომელი ლითონები რა თვისებების გამო გამოიყენებოდა .
·
მოსწავლეებს სუსტად აქვთ განვითარებული სამუზეუმო
მასალასთან მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
·
საველე გზით ეთნოგრაფიული ინფორმაციის მოპოვებისათვის
აუცილებელი პრაქტიული უნარ-ჩვევები მოსწავლეებში განვითარებასა და დახვეწას საჭიროებს.
·
მოსწავლეებს უჭირთ მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი
და მასზე დაყრდნობით პრეზენტაციის მომზადება.
|
|
მიზანი
|
მოსწავლე
აღწერს გურიაში სხვადასხვა ეპოქაში არსებულ არსებულ შრომის და ბრძოლის იარაღებს, მათ მახასიათებლებს, მასალას
და დამზადების ტექნოლოგიებს, გაანალიზებს იარაღის განვითარების ეტაპებს და შეაფასებს
ფაქტორებს, რომელიც მათ განვიათარებაზე ახდენდა გავლენას.
|
|
პროექტის კოორდინატორი
პედაგოგები
|
დავით ჩივაძე-სოფელ
ქვაბღის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი
ნინო ფაილოძე-
სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი
|
|
პროექტის მონაწილეები
|
სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის IX-
X-XI კლასები
|
|
ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან/სტანდარტთან კავშირი
|
ისტ.IX.2.
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს
სხვადასხვა ისტორიული
ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული
კულტურის
სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
ისტ.X. 2.მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითად და დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის განსაზღრა.
ისტ.XI.2.მოსწავლეს შეუძლია რესურსებისა და ეკონომიკის
ურთიერთზეგავლენის ანალიზი.
·
ირჩევს ერთ-ერთ
ეპოქას და მსჯელობს ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ეკონომიკის განვითარების ურთიერთზეგავლენაზე;
|
|
პროექტის ამოცანები
|
1. მოსწავლეებისათის პროეტის ამოცანების
გაცნობა, ფუნქციების გადანაწილება
2. საველე სამუშაოს განხორციელება: თემში
არსებული მასალების მოძიება და შესწავლა.
3. ვიზიტი მუზეუმში: სამუზეუმო ექსპონატების
გაცნობა და შესწავლა.
4. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი,
პრეზენტაცია.
|
|
პროექტის აქტივობები
|
1. მოსწავლეებთან შეხვედრა პროექტის
არსის გასაცნობად
·
მოსწავლეები
გაეცნობიან პროექტის მიზნებს, და ამოცანებს.
·
მოსწავლეები
განაწილდებიან ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი იმუშავებს შრომის იარაღებზე, ხოლო მეორე კი
ბრძოლის იარაღებზე.
2. საველე სამუშაოს ჩატარება სოფელში.
·
მოსწავლეები
შეისწავლიან მათ თემში არსებული შრომისა და ბრძოლის იარაღებს.
·
მოსწავლეები
მოიძიებენ სოფელში არსებულ ინფორმაციას იარაღიზ დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიის
შესახებ
3. გურიის მუზეუმებში ვიზიტი და იქ არსებული
ექსპონატების გაცნობა (იგულისხმება იარაღები)
·
დაიგეგმება
გურიის მუზეუმებში ვიზიტი: შედგენილ იქნება მოსანახულებელი მუზეუმების მარშრუტი,
მოგვარდება საორგანიზაციო სამუშაოები.
·
მოსწავლეები
პედაგოგების ხელმძღვანელობით განახორციელებენ მუზეუმებში ვიზიტს, შეისწავლიან საბრძოლო და შრომის იარაღებს, შეაგროვებენ საჭირო
ინფორმაციას და ფოტომასალას
4. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება,
პრეზენტაციის მოწყობა
·
მმოწავლლეები დაამუშავებენ მოპოვებული ინფორმაციას:
კერძოდ დაახარისხებენ და გააკეთებენ ანალიზს.
·
შერჩეული ჯგუფები მოამზადებენ პრეზენტაციებს შესაბამის
თემებზე
·
განხორციელდება პრეზენტაცია.მოეწყობა გამოკვეთილი
პრობლემატური საკითხების განხილვა
v პროექტის შეჯამება
|
|
პროექტის ვადები
|
2017 წლის ოქტომბერი -
2017 წლისდეკემბერი
|
|
რესურსები
|
·
თაბახის
და ფლიპჩარტის ფურცლები, პროექტორი, ქსელში ჩართული კომპიუტერი, პრინტერი,
·
ავტომობილი, საწვავი
ლიტერატურა, ვებ-რესურსი:
|
|
შეფასება / მონიტორინგი
|
პროექტის ზოგადი
შეფასება
|
ზოგადი შეფასების რუბრიკა
|
მოსწავლეთა ჩართულობის
შეფასება
|
მოსწავლეთა ჩართულობის შეფასების რუბრიკა
|
|
მოსწავლეთა პრეზენტაციის
შეფასება
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
|
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი
|
პროექტის მიმდინარეობის შეფასების რუბრიკა
|
|
მოსალოდნელი შედეგები
|
·
მოსწავლეები შეისწავლიან მათ კუთხეში არსებულ ეთნოგრაფიულ
და არქეოლოგიურ მასალას;
·
შეისწავლიან მათი დამზადების ტექნოლოგიებს;
·
გაეცნობიან ლითონებს და მათ თვისებებს,აგრეთვე მათი
დამუშავების ტექნოლოგიებს;
·
მოსწავლეები შეიძენენ სამუზეუმო ექსპონატებთან მუშაობისათვის
საჭიროო უნარ-ჩვევებს.
·
მოსწავლეები დახვეწენ იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს
, რომლებიც ეთნოგრაფიული ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავებისათვის არის საჭირო.
·
მოსწავლეებს გაუუმჯობესდებათ პრეზენტაციის მომზადებისათვის
საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
|
კრიტერიუმები
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
ცუდი
|
|
პროექტის მიზანი ნათლად
იყო გამოკვეთილი.
|
|||
პროექტის გეგმა ლოგიკურად იყო აგებული.
|
|||
პროექტი განხორციელდა
დაგეგმილ ვადებში, დრო მართებულად იყო განაწილებული
|
|||
მონაწილე
ასაკობრივი ჯგუფები სწორად იყვნენ შეჩეულნი
|
|||
რესურსები პასუხობდა
პროექტის საჭიროებებს
|
|||
აქტივობები ხელს უწყობდა
პროექტის მიზნის მიღწევას
|
|||
ჩანდა ეროვნულს სასწავლო გეგმასთან კავშირი.
|
|||
მოსწავლეთა ინტერესი და პროექტში ჩართულობა მაღალი იყო.
|
კრიტერიუმები
|
ქულები
|
|||
წარმოდგენილი მასალა პასუხობს პროექტის მიზანს
|
0
|
1
|
2
|
3
|
ლოგიკურად, თანმიმდევრულად წარმოადგენს თემას
|
0
|
1
|
2
|
3
|
მეტყველებს გამართულად
|
0
|
1
|
2
|
3
|
ერკვევა წარმოდგენილ საკითხში
|
0
|
1
|
2
|
3
|
აქტიური კონტაქტი აქვს აუდიტორიასთან.
|
0
|
1
|
2
|
3
|
პასუხობს აუდიტორიის შეკითხვებს
|
0
|
1
|
2
|
3
|
იცავს დროის ლიმიტს.
|
0
|
1
|
2
|
3
|
კრიტერიუმები
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
ცუდი
|
|
პროექტი მიმდინარეობს მიზნის შესაბამისად.
|
|||
პროექტი ხორციელდება დაგეგმილ ვადებში.
|
|||
ფუნქციები სწორადაა გადანაწილებული
|
|||
მოსწავლეები წარმატებით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას
|
|||
რესურსები შეესაბამება პროექტის მოთხოვნებს
|
|||
აქტივობები სწორადაა შერჩეული და
ხელს უწყობს მიზნის მიღწევას.
|
|||
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტში მაღალია
|
კრიტერიუმები
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
ცუდი
|
|
მოსწავლე მონაწილეობდა
სამუშაოს დაგეგმვის პროცესში
|
|||
მოსწავლე მონაწილეობდა
გამოკითხვის პროცესში, გამომკითხველად ან რესპოდენტად.
|
|||
ჩართული იყო პრეზენტაციებში
|
|||
დისკუსიებზე
არგუმენტირებულად გამოხატა საკუთარი მოსაზრება.
|
|||
შეაფასა
ესა თუ ის იდეოლოგია, გამოხატა საკუთარი დამოკიდებულებანი
|
III პროექტი
IV პროექტი
,,შოკოლადი ღმერთების სასმელი- სასარგებლო თუ მავნე პროდუქტი,ხომ არ გვატყუებს მწარმოებელი?“
პროექტის გეგმა
პროექტის რეფლექსია
პ რ ო ე ქ ტ ი ს გ ე გ
მ ა
პროექტის სახელწოდება |
სუფთა წყალი ყველას უფლებაა -
Clean water is a right for everyone (etwining) |
პროექტის ხანგრძლივობა |
02.04.2021-16.06.2021 |
ესგ |
ქიმ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება
და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე: ·
აღწერს ჰაერისა დაწყლის დაბინძურების შესწავლის და
კონტროლის მეთოდებს,გამოთქვამს მოსაზრებებს წარმოდგენილი პრობლემების გადაჭრის გზებზე.
ქიმ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია
გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების
ქიმიის თვალსაზრისით შეფასება. შედეგი თვალსაჩინოა
,თუ მოსწავლე : ·
წარმოადგენს
მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით(ნახატი,დიაგრამა,რეაქციის
სქემები).
კვლ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს
კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები. კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პპროცედურის განხორციელება/მონაცემების
აღრიცხვა კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება |
პროექტის აქტუალობა |
Ø ადამიანს
უფლება აქვს მიიღოს სრული,ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი
გარემოს მდგომარეობის შესახებ“-შესაბამისად სოფლის მცხოვრებლებს აქვთ სრული უფლება
იცოდნენ როგორ წყალს იყენებენ სასმელად.აქამდე არ შეუმოწმებიათ სოფლის წყლის სისუფთავე Ø თემა არის აქტუალური,რადგან
დღევანდელ რეალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოზე ზრუნვას ,გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის გენერალურმა ასამბელამ მიიღო გადაწყვეტილება 22 მარტის წყლის საერთაშორისო
დღედ გამოცხადების შესახებ.ამ დღესასწაულის მიზანი ის არის ,რომ კაცობრიობამ ყურადღება
მიაპყროს სასმელი წყლის უკმარისობის პრობლემას ,წყლის რესურსების გაფრთხილებას და
რაციონალურად გამოყენების აუცილებლობას. Ø ასეთი
პროექტების დაგეგმვით ხელი ეწყობა მოსწავლეების
საგნით დაინტერესებას,უჩნდებათ და უვითარდებათ
კვლევა-ძიების უნარები,რომელსაც შემდგომ აქტურად გამოიყენებენ მათ მომავალ საქმიანობაში. |
პროექტში მონაწილეები |
ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლეები : კლასი-IX-
თამთა პაიჭაძე ,X
კლასი -ლევანი მახარაძე,გიორგი ბერიძე,ნაზი ირემაძე ,XI კლასი-ინგა
ბერიძე ,ჯამბული დუმბაძე Private Aliağa Science Schools – teachers- Çağla Sak,
Rabia AKSAK students- Sude FBO, Elif Ç. FBO, Elif FBO, Burak FBO, İrem
FBO, Melek FBO, Miraç FBO, Arda FBO Alkasan Secondary School – teacher- Çetin Teker ,Students-
Belinay A,
hüseyin
mert ü, Mert A,
Nehir A,
Nisa A,
Okyanus A დვირის საჯარო სკოლა-მასწავლებელი მანანა კუთხაშვილი |
საჭირო რესურსი |
დამცავი აღჭურვილობა-ხელთათმანები,სათვალეები,ხალათები,კოლბები,საკვლევი
ხსნარი,ვერცხლის ნიტრატი,ბარიუმის ქლორიდი,მარილმჟავა (განზავებული),წყალბადის პეროქსიდი,კალიუმის
როდანიდი,აზოტმჟავა ,უნივერსალური ინდიკატორი,ბრტყელძირა საზომი ცილინდრი,ქსეროქსის
და ფლიპჩარტის ფურცლები,კომპიუტერი |
უსაფრთხოების ნორმები |
ცდები არ შეიცავს
ისეთ მოქმედებებს რომელთა შესრულების დროსაც
რაიმე სახის დაზიანება შეიძლება მიიღოს მოსწავლემ.თუმცა წინასწარ მაინც გავაცნობ
უსაფრთხოების წესებს მომავალში გასათვალიწინებლად. |
გამოყენებული ლიტერატურა |
https://www.aura.ge/3-statiebi/3570-tskali-da-misi-mnishvneloba.html https://www.aura.ge/133-palitra/3578-tskali.html IX
კლასის ქიმიის სახელმძღვანელო,ავტ.მანანა ვარდიაშვილი |
პრობლემის ანალიზი |
o
საბუნებისმეყველო საგნების და განსაკუთრებით ქიმიის
საგნით მოსწავლეების დაინტერესება ძალიან რთულია იმ მოცემულობაში რაც ჩვენს გვაქვს
, უამრავი პრობლემიდან რომელიც ხვდება სოფლის
სკოლებს,განსაკუთრებით პრობლემატურია ის ,რომ არ არის სკოლაში ლაბორატორიები,მოსწავლეებს
ნაკლებად აინტერესებთ ვირტუალური ცდები და ამიტომ საჭიროა ისეთ აქტივობებში ჩართვა
რაც გამოწივევს მის ინტერეს და შინაგან მოტივაციას. o
აგრეთე პრობლემა
არის ის რომ სოფელ ქვაბღის სასმელი წყლით მომარაგება არ ხდება ცენტრალური სისტემით,
მოსახლეობა მარაგდება ბასეინებიდან ,შესაბამისად არ
მომხდარა სოფლის წყლის შემოწმება ოფიციალურად;ყოფილა შემთხვევები წვიმების შემდეგ წყალი ამღვრეული
წამოსულა. o
პრობლემა არის წყლის რესურსების არამიზნობრივი გამოყენება,მისი
დაბინძურება და შეუმოწმებელი წყალი რომელსაც ვიყენებთ დასალევად,რამდენად შეესაბამება
დადგენილ ნორმებს.. ამის დასადგენად გამოვიყენებთ მარტივ ორგანოლეპტიკურ და ქიმიური
ანალიზის მეთოდებს და მოვახდენთ შედარებას ოფიციალურად შემოწმებულ შედეგებთან ,რომელსაც
უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია და წარმოგვიდგენს ოფიციალური დოკუმენტის სახით.
|
პროექტის მიზანი
|
პროექტის მიზანი
სრულად შეესაბამება მის აქტუალობას და ეროვნულ სასწავლო გეგმას.ნათელია და გაზომვადია.
ჩემი მიზანია ხელი შევუწყო მოსწავლეების
დაინტერესებას საგნით
მარტივი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებით ,განუვითარდეთ : ტრანსფერის ,კვლევა-ძიების,გაანალიზების,მსჯელობის
და დასკვნების გამოტანის უნარები და რაც მთავარია შევამოწმოთ წყალი რომელსაც ვიყენებთ სასმელად და შევადაროთ მიღებული შედეგები ლაბორატორიულად
შემოწმებული წყლის შედეგებს.. Ø გაიუმჯობესონ
ლაბორატორიაში მუშაობისთვის საჭირო და თანამედროვე
ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევები , მოიძიონ ინფორმაციები თუ როგორ ხდება წყლის ვარგისიანობის
დადგენა ლაბორატორიებში ,გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას და შემდეგ
თავად გადაწყვიტონ სკოლაში არსებული მწირი რეაქტივების და აღჭურვილობის საშუალებით როგორ დაგეგმონ და
ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტი.დაიცვან ლაბორატორიაში მუშაობის დროს უსაფრთხოების წესები . განუვითარდეთ დამოუკიდებლად საკითხის მოძიების,დამუშავების,დახარისხების
და საკუთარ თავზე შესასრულებელი სამუშაოს აღების უნარი. წყვილებში და ჯგუფში მუშაობა
ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის უნარების
განვითარებას Ø გააცნობიერონ
წყლის რესურსები დაცვის და მისი რაციონალურად გამოყენების აუცილებლობა. |
პროექტის ამოცანები
|
ü ვინაიდან
წელს ვმუშაობთ ETWVINING-ის
პორტალზე და მოსწავლეებსაც აქვთ გამოცდილება ამიტომ თავდაპირველად მოხდება ETWININGZE-პროექტის დარეგისტრირება,დამტკიცების
შემდეგ უკვე საერთაშორისო პარტნიორების მოძიება,მოსწავლეების დარეგისტრირება. ü შემდეგი
ეტაპია სამოქმედო გეგმის ატვირთვა ,სადაც გაწერილია ყველა თვის აქტივობები. ü თავდაპირველად
მოსწავლეებმა უნდა გაიცნონ ერთმანეთი ვიდეორგოლების საშუალებით,მათ აქვთ შესაძლებლობა
გააკეთონ ანიმაციები (ტრენინგი და სწავლება ჩავუტარე მე თავად,როგორ იმუშაონ ანიმაციების
შექმნაზე https://www.voki.com/ -ში და როგორ ატვირთონ თვინსფეისზე. ü შემდეგი
აქტივობაა უნდა შექმნან ვიდეორგოლი სახელად ,,ჩემი ცხოვრების ერთი დღე“ ასეთივე ვიდეორგოლი
უნდა შექმნან მასწავლებლებმა ,ერთმანეთის უკეთ გასაცნობად.აპრილის პირველ ნახევარში
მოხდება ერთობლივი შეხვედრის დაგეგმვა ZOOM-ის
საშუალებით. ü აპრილის
მეორე ნახევარში იგეგმება GOOGL-ის
MAP-ზე
საკუთარი სკოლის მონიშვნა და პრეზენტაციების გაკეთება საკუთარ სოფელზე და პროექტის ლოგოს და სლოგანის კონკურსი.აპრილის
მეორ ნახევრის დასასრულს მოხდება ისევ ხელახალი შეხვედრა ZOOM-ის საშუალებით
და შეფასება. ü შემდეგი
ნაბიჯი არის მაისის თვის აქტივობები სადაც უკვე მოსწავლეები ჩაატარებენ ცდებს წყლის
სისუფთავის დასადგენად.მანამდე მოხდება უსაფრთხოების წესების გაცნობა და მათი დაცვის
აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება- აუცილებელია ხშირად შევახსენოთ მოსწავლეებს
უსაფრთხოების წესების დაცვა რომ გამოუმუშავდეთ ლაბორატორიაში მუშაობის დროს მოქცევის
უნარები. Ø მოსწავლეებში
საკითხის ირგვლივ არსებული ცოდნის და დამოკიდებულებების გამოვლენა- მასწავლებელი
გაესაუბრება მოსწავლეებს საკითხის იგვლივ რა იციან,რამდენად თვლიან რომ მნიშნელოვანია
შემოწმდეს წყალი რომელსაც მიირთმევენ,აქვთ თუ არა ნანახი ბასეინები საიდანაც მარაგდება
წყალი სოფელში,აქცევენ თუ არა სათავის სისუფთავეს ყურადღებას,აგრეთვე გამოთქვამენ
აზრს ორგანელოპტიკური მაჩვენებლების და ქიმიური
ანალიზების შესახებ-რა არ უნდა იყოს წყალში,დააგემოვნებენ თუ არა წყალს რომელიც არის
ოდნავ შემღრეული აქცევენ თუ არა ყურადღებას ონკანიდან პირდაპირ წყლის დალევისას როგორი
წყალი მოდის და სხვა-ამით მოხდება მოსწავლეების დაინტერესება . Ø
საკითხის შესწავლა და მარტივი ექსპერიმენტის დაგეგმვა
-ჩატარება- მასწავლებლის დახმარებით Ø
მონაცემთა ანალიზი და შეფასება Ø
შეჯამება და პრეზენტაციის მომზადება Ø
ივნისის თვეში მოგროვებული მასალების პრეზენტაცია
ელ.წიგნის შექმნა,პადლეტზე დატანა და ბლოგზე განთავსება,შეჯამება. |
მოსალოდნელი შედეგები
|
პროექტის მოსალოდნელი შედეგები დეტალურადაა
გაწერილი და სრულად შეესაბამება მიზნებს. Ø მოსწავლეებს სიახლეებისადმი ინტერესი გაუჩნდებათ,აითვისეს
და იციან სხვადასხვა პროგრამები რომელიც აუცილებელია ელექტრონული რესურსების შესაქმნელად. Ø უცხოელ
ბავშვებთან ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაციის დამყარება. Ø იციან
და იხსენებნ ხელახლა უსაფრთხოების წესებს ,მომავალში იყენებენ ამ ცოდნას შესაბამისად. Ø უვითარდებათ მოსწავლეებს პრობლემურ საკითხებზე მუშაობის უნარები,აცნობიერებენ მათ გარშემო არსებულ
გარემოზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობას. Ø ხელი
ეწყობა ურთიერთანამშრომლობის უნარების განვითარებას - ჯგუფურ მუშაობას. Ø აკვირდება
ცდებს , იცის ქიმიური რეაქციის ნიშნები,წერს რეაქციებს დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით . Ø რაც
მთავარია მოსწავლეები ინტერესდებიან საგნით
,ატარებენ მარტივ ექსპერიმენტებს.თავიანთ კვლევა –ძიების ,ინფორმაციის მოძიების,დაკვირვების
და დასკვნების გამოტანის შემდეგ შეუძლიათ ვარგისია თუ არა სასმელი წყალი ,უნდა მოვუფრთხილდეთ
თუ არა წყლის რესურსებს და რაციონალურად გამოვიყენოთ. Ø მოახდენენ
მიღებული ცოდნის ტრანსფერს ,გამოუმუშავდებათ
ანალიზის ,შეფასების და პრეზენტაციის გაკეთების უნარები.აუმაღლდებათ მოტივაცია და
გაუღრმავდებათ ინტერესი მეცნიერული ცოდნის მიმართ. |
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები
|
ü I
ეტაპი-ETWINIGZE-პროექტის დარეგისტრირება,დამტკიცების
შემდეგ უკვე საერთაშორისო პარტნიორების მოძიება,მოსწავლეების დარეგისტრირება. https://live.etwinning.net/projects/project/289429
ü სამოქმედო
გეგმის ატვირთვა ,სადაც გაწერილია ყველა თვის აქტივობები. https://twinspace.etwinning.net/173706/pages/page/1558170
ü მოსწავლეების
ურთიერთ გაცნობა ვიდეორგოლების საშუალებით,მათ
აქვთ შესაძლებლობა გააკეთონ ანიმაციები (ტრენინგს და სწავლებას ჩავუტარებ მე თავად,როგორ
იმუშაონ ანიმაციების შექმნაზე https://www.voki.com/ -ში და როგორ ატვირთონ თვინსფეისზე ü შემდეგი
აქტივობაა უნდა შექმნან ვიდეორგოლი სახელად ,,ჩემი ცხოვრების ერთი დღე“ ასეთივე ვიდეორგოლი
უნდა შექმნან მასწავლებლებმა ,ერთმანეთის უკეთ გასაცნობად.აპრილის პირველ ნახევარში
მოხდება ერთობლივი შეხვედრის დაგეგმვა ZOOM-ის
საშუალებით. ü აპრილის
მეორე ნახევარში იგეგმება GOOGL-ის
MAP-ზე
საკუთარი სკოლის მონიშვნა და პრეზენტაციების გაკეთება საკუთარ სოფელზე ,პროექტის
ლოგოს და სლოგანის კონკურსი.აპრილის მეორე ნახევრის დასასრულს მოხდება ისევ ხელახალი
შეხვედრა ZOOM-ის
საშუალებით და შეფასება.
ü II
ეტაპი-
მაისის თვის აქტივობები სადაც უკვე მოსწავლეები
ჩაატარებენ ცდებს წყლის სისუფთავის დასადგენად.მანამდე მოხდება უსაფრთხოების წესების
გაცნობა და მათი დაცვის აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება- აუცილებელია ხშირად
შევახსენოთ მოსწავლეებს უსაფრთხოების წესების დაცვა რომ გამოუმუშავდეთ ლაბორატორიაში
მუშაობის დროს მოქცევის უნარები.ყველა მონაწილე დაამუშავებს ინდივიადულაურად და შემდეგ
ერთობლივად ჩამოყალიბდებინა ყველა ნაბიჯზე
(V თავი.გარემო
ქიმიის თვალსაზრისით.(რას ნიშნავს წყლის სისუფთავის კონტროლი ,წყლის ხარისხის განსაზღვრა
ქიმიური ანალიზის მეთოდებით).გააკეთებენ ფლიპჩარტის ფურცელზე სქემას ,მონახაზს როგორ
წარმოუდგენიათ და რომელ ცდებს ჩაატარებენ .აგრეთვე აღწერენ ცდების მიმდინარეობას,საჭირო
რეაქტივებს და აღჭურვილობას. ყველა ერთად დაათვალიერებენ რექტივებს და რესურსებს რომელიც
არსებობს სკოლაში,შეჯერდებიან და აირჩევენ იმ მეთოდებს/ანალიზს რომლის ჩატარების
საშუალებასაც აძლევს ,,სკოლის მწირი ლაბორატორია“.დაამუშავებნ
ხელახლა მოძიებულ ინფორმაციებს ,მისცემენ საბოლოო სახეს ,დაგეგმავენ ცდის ჩატარების
ყველა ეტაპს . Ø III
ეტაპი-
ექსპერიმენტი და ივნისის თვეში მოგროვებული მასალების პრეზენტაცია ელ.წიგნის შექმნა,პადლეტზე
დატანა და ბლოგზე განთავსება- https://cleanwatermyproject.blogspot.com/ ,შეჯამება. საბოლოოდ მოხდება
მონაცემების შეგროვება,გაანალიზება
- შეჯამება , აუდიტორიისათვის წარდგენა . |
პროექტის მონიტორინგი და შეფასება |
მონიტორინგს გავუწევ მე მასწავლებელი რისთვისაც გამოვიყენებ: ა)პროექტის მონიტორინგის და ბ) პროექტის შეფასების ცხრილს |
პროექტის
მონიტორინგი |
|
პროექტის
განხორციელებისათვის საჭირო საქმიანობები |
მონიტორინგის
ინდიკატორები(ანუ მაჩვენებლები რომლებიც ადასტურებენ ,რომ პროექტი მიმდინარეობს |
მოსწავლეებისათვის
პროექტის გეგმის გაცნობა,მათ აზრის გაგება,პროექტით დაინტერესება.მკაფიო ინსტრუქციის
მიცემა და ჩასატარებელი აქტივობების გადანაწილება .მოსწავლეებზე შესაბამისი დავალებების
მიცემა |
პროექტის გეგმა
სადაც გაწერილია აქტივობები და მოცემულია მკაფიო ინსტრუქცია. |
Etwinig-ზე
პროექტის დარეგისტრირება და პარტნიორების მოძიება,სამოქმედო გეგმის ატვირთვა |
დარეგისტრირებული
პროექტი და შესაბამისი სერტიფიკატი,სამოქმედო გეგმა |
ვიდეო რგოლების დამზადება როგორ მოსწავლეების ურთიერთგაცნობის
მიზნით ასევე საკუთარი ქვეყნის,რეგიონის
და სოფლის გაცნობის მიზნით. |
დამზადებული ვიდეორგოლები
vok-ში და power point-ის პეზენტაციები |
Google map-ზე
პარტნიორი სკოლების მონიშვნა და zoom-ში
შეხვედრა |
შექმნილი Googl-ის რუკა |
ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესების გაცნობა,მიუხედავად
იმისა რომ ეს მარტივი ცდები არ მოიცავს რაიმე სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის
საშიშ ქმედებას. |
POWER POINT-ს
პრეზენტაცია |
მოსწავლეებთან გასაუბრება
,რა იციან სოფლის წყლის შესახებ,შემოწმებულა თუ არა,რამდენად აქცევენ ყურადღებას წყლის შეფერილობას,სუნს,იციან თუ არა რა არის
ორგანოლეპტიკური მახასიათებლები,რა ქიმიური ანალიზის მეთოდები შეიძლება ჩატარდეს,რას
ფიქრობენ აღმოჩნდება თუ არა წყალი ვარგისი სასმელად ,ან პირიქით .გამოთქმული
მოსაზრებების საფუძველზე ვამოწმებ მოსწავლეთა ცოდნას და მათ პირად დამოკიდებულებას
არსებული საკითხის ირგვლივ. |
გასაუბრება ჩანაწერების გაკეთება რა იციან საკითხის
გარშემო და მათი მოსაზრება წერილობით. |
გადანაწილებული
ფუნქციების შესრულება. პრაქტიკული სამუშაოს
ჩატარება და მოსწავლეების მიერ. დაკვირვება,აღწერა,ინფორმაციის
დამუშავება. |
მოსწავლეების
მიერ ჩატარებული ცდის ოქმების წარმოდგენა და მსჯელობა. |
შედეგების წარმოდგენა
აუდიტორიისათვის |
პრეზენტაციის
დროს გაკეთებული ფოტო მასალა |
ექსპერიმენტის ზოგადი შეფასების რუბრიკა
ექსპერიმენტის
შეფასება |
||
ამოცანები |
მოსალოდნელი
შედეგი |
შეფასების ფორმა |
გავაცანი
პროექტის მიზანი და სამოქმედო გეგმა მივეცი მკაფიო ინსტრუქცია ETWVINIG-ზე წარმატებით
სამუშაოდ თავდაპირველად შევახსენე ლაბორატორიაში მუშაობისას
უსაფრთხოების წესები ;
|
მოსწავლეების დაინტერესება პროექტით ,მიზნის და სამოქმედო
გეგმის გაცნობა. |
დაკვირვება |
პროექტში მონაწილეობს 6 მოსწავლე ,მათი აკადემიური მოსწრება დონე არის მაღალი .ამჯერადაც
გავითვალიწინე მათი შესაძლებლობები და პროექტი დაიგეგმა მათ სააზროვნო უნარების შესაბამისად.თავდაპირველად
გავესაუბრე ყველას რის საშუალებითაც შევამოწმე მოსწავლეთა ცოდნა და მათ პირადი დამოკიდებულება
არსებული საკითხის ირგვლივ.აღმოჩნდა რომ ისინი ფიქრობენ სოფლის წყალი არის საუკეთესო
საქართველოში არსებულ წყლებს შორის. |
მოსწავლეები გაერკვევიან პროექტის მიმდინარეობის არსში
და მოხდება მათი საკითხით დაინტერესება.აქტიურად ჩაერთვებიან ცდების დაგეგმვის პროცესში
და სამუშაოს გადანაწილებაში. |
დაკვირვება
|
მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ ჯგუფში,წყვილში,ინდივიდულაურად.გადანაწილეს
ფუნქციები-აითვისებენ სხვადასხვა პროგრამებს ,რომლის საშუალებითაც შექმნიან
სხვადასვხა ციფრულ პროდუქტს. დაამუშავებენ
სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას და დაგეგმავენ ცდებს სკოლაში არსებული
რეაქტივების გამოყენებით.ჩატარებული ცდების და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე
იმსჯელებენ სოფელში არსებულ წყლის სისუფთავეზე ,როგორ უნდა მოხდეს მისი დაცვა და
როგორ უნდა აიცილონ დაბინძურება თავიდან. შემდეგ ეტაპზე
ჩაატარებენ პრაქტიკულად და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით |
მოძიებული ინფორმაციას დაამუშავებენ და მოამზადებენ
პრეზენტაციას.იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფში და წარმოადგენენ შედეგებს
.გააკეთებენ პრეზენტაციებს. მოსწავლე მიეჩვევა ცდის დაგეგმვას,მოიძიებს მისთვის
სასურველ რესურს,დააკვირდება და გააკეთებს ჩანაწერებს. |
დაკვირვება,მოძიებული ინფორმაციის განხილვის შედეგად
გაკეთებული განმავითარებელი შეფასება |
მოსწავლეები მიერ მომზადებული ცდის ოქმები
სახელი,გვარი:ინგა
ბერიძე, ჯამბული დუმბაძე
ცდის
ჩატარების დრო:31 მაისი 2021
ნიმუშების
რაოდენობა: 1
შესამოწმებელი
ნიმუში : #1
ცდის ოქმი
ნიმუში |
შეწონილი ნაწილაკების
განსაზღვრა |
შეფერილობის
განსაზღვრა |
სუნი |
წყალბადის მაჩვენებელი
-PH |
ქლორიდების განსაზღვრა |
სულფატების განსაზღვრა |
რკინის იონების
განსაზღვრა |
სპილენძის იონების
განსაზღვრა |
ტყვიის შემცველობის
განსაზღვრა |
#1 |
არის შეწონილი
ნაწილაკები
|
ოდნავ აქვს ფერი |
აქვს გაურკვეველი
წარმოშობის სუნი |
ღია ყვითელი
შეფერილობა აქვს |
ოდნავ შეიმღვრა |
არ შეიცვალა
ფერი |
არ შეიცვალა
ფერი |
არ შეიცვალა
ფერი |
ოდნავ შეიცვალა
ფერი,ღია მოყვითალო ფერი აქვს თითქოს |
#2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
#3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
აღწერა : გამარჯობა მე
ვარ ინგა ბერიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვაბღიდან,მეთერთმეტე
კლასის მოსწავლე.
2021 წლის 31 მაისს მე და ჩემმა ამხანაგმა ჯამბული
დუმბაძემ ვიმუშავეთ წყვილში, ჩავატარეთ ცდები
წყლის სისუფთავის შემოწმებაზე, იყო თუ არა ის სასმელად ვარგისი. ჩვენი შესამოწმებელი
წყალი იყო ნიმუში #1
პირველი ცდა:
რას ნიშნავს
წყლის სისუფთავის კონტროლი
სუნი- სუნი
განპირობებულია სხვადასხვა სუნიანი ნივთიერებების არსებობით რომელიც მასში ხვდება ბუნებრივი
გზით ან საწარმო ნაჟური წყლების გავლენით.
ჩვენ
ავიღეთ წყალი და დავსუნეთ ის და აღმოვაჩინეთ რომ ძალიან სუსტად იგრძნობა მასში სუნი,ოღონდ
ეს სუნი ვერ გავარჩიეთ რისი შეიძლება იყოს.
გამჭირვალობა - ავიღეთ
ბრტყელძირიანი საზომი ცილინდრი ,რომლის სიმაღლეა 30 სმ,(60 სმ იანი საზომი ცილინდრი
არ გვქონდა) დიამეტრი კი დაახლოებით 2,5სმ, მასში ჩავასხით წყალი , დავდგით თეთრ ფურცელზე
და ცილინდრის ძირიდან 4 სმ მანძილზე მოვათავსეთ .შრიფტის- ასოების სიმაღლე 2,5მმ .ცილინდრში
წყალი ჩავასხით მანამ,სანამ მოჩანდა ეს ნაწერი
,წყლის სვეტის სიმაღლე გავზომეთ სახაზავით ,მისი გამჭვირვალობა მეტი იყო 3 სმ-ზე,ჩვენ
ჩვეულებრივად დავინახეთ წარწერა, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი წყალი გამჭვირვალეა.შესაბამისად
ამ მახასიათებელში არ არის დარღვევა.
შეფერილობის განსაზღვრა - ავიღეთ
მინის ჭურჭელი და თეთრი ქაღალდის ფურცელი. ჭურჭელში ჩავასხით ჩვენი ნიმუში და თეთრი
ქაღალდის ფონზე განვსაზღვრეთ წყლის შეფერილობა.
ჩვენს წყალს ჰქონდა ოდნავ მონაცრისფრო ფერი.
შეწონილი ნაწილაკები - ანალიზისთვის
ავიღეთ 500 მლ წყალი, წინასწარ აწონილ ფილტრის ქაღალდი(ფილტის ქაღალდი ავწონეთ ლაბორატორიულ
სასწორზე ,მისი მასა იყო 0,9 გ. გავფილტრეთ წყალი ფილტრის ქაღალდის საშუალებით,გავაშრეთ
და ხელახლა ავწონეთ.მასა შეიცვალა და გახდა 1,0.ჩავსვით ფორმულაში >> (m1-m2)*1000/V
(1.0-0.9)*1000/500 =0.2 მგ/ლ
შედეგი
გვიჩვენებს რომ:წყალში შეწონილი ნაწილაკები
არის, თუმცა არა დიდი რაოდენობით და ამასთან შეწონილი ნაწილაკების ზღვრული დასაშვები
ნორმაა 10 მგ/ლ .
წყლის ხარისხის განსაზღვრა ქიმიური
ანალიზის მიხედვით
წყალბადის მაჩვენებელი-სასმელი
წყლის ნეიტრალური რეაქცია უნდა ჰქონდეს ეს იმას ნიშნავს,რომ მისი PHდახლოებით
შვიდის ტოლი უნდა იყოს. სამეურნეო,სასმელ და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის გამიზნული
წყლის წყალბადის მაჩვენებლის ცვლილება რეგლამენტირებულია შემდეგ საზღვრებში
6,5-8,5.
სინჯარაში
ჩავასხით 5მლ საკლევი წყალი დავუმატეთ 0,1მლ უნივერსალური ინდიკატორი,შევანჯღრიეთ ,შეფერილობა მიიღო ძალიან ,ძალიან ღია ყვითელი
ფერის.სავარაუდოდ ამ ნიმუშის PH არის
6-6,5 ფარგლებში.
ქლორიდების განსაზღვრა- წყალ მომარაგების
სისტემაში ქლორიდების დასაშვები კონცენტრაცია 350 მგ/ლ -მდეა
ავიღეთ
5მლ საკვლევი წყალი და დავამატეთ რამოდენიმე წვეთი ,დაახლოებით 3-5 წვეთი ვერცხლის
ნიტრატი. წყალმა ოდნავ შეიცვალა ფერი, ძალიან სუსტად შეიმღვრა .შესაბამისად ცხრილს
თუ ჩავხედავთ რომელიც მოცემულია ფლიპჩარტზე
ეს არის სუსტი შემღვრევა და ქლორიდების კონცენტრაცია ყოფილა 1-10- მდე .შესაბამისად წყალში არის ქლორიდები,თუმცა
არ არის დასაშვებზე მეტი რაოდენობის და ამ მხრივ წყალი სასმელად ვარგისია.
სულფატების განსაზღვრა-
სულფატების შესამოწმებლად ავიღეთ 10 მლ საკვლევი წყალი, 0,5მლ მარილმჟავა და 2მლ ბარიუმის
ქლორიდის 5 % ხსნარი, ხსნარის შენჯღვრევს შემდეგ დავადგინეთ რომ წყალში არ არის სულფატები.რადგან
არ შეიცვალა არც ფერი,არ წარმოიქმნა ნალექი.აქედან დასკვნა რომ სულფატების კონცენტრაცია
არის 5 მგ/ლ-ზე ნაკლები.
რკინის იონების განსაზღვრა-
რკინის იონების დასაშვები ნორმაა 0,3მგ.
სინჯარაში
ჩავასხით 10 მლ საკვლევი წყალი, დავუმატეთ
15 წვეთი კონცენტრირებული აზოტმჟავა, რამდენიმე
წვეთი წყალბადის პეროქსიდი და 0,5 მლ კალიუმის როდინადის ხსნარი.
არც
ამ შემთხვევაში არ მოხდა არანაირი ცვლილება არც ფერის არც ნალექის ,შესაბამისად გამოგვაქვს
დასკვნა რომ ჩვენი წყლის ნიმუშში არ არის რკინის იონები.
სპილენძის იონების შემცვეობის დადგენა-
სპილენძის იონების შემცველობა წყალში დასაშვები ნორმაა 0,1 მგ.
ფაიფურის
ჭურჭელში მოვათავსეთ 3მლ საკვლევი წყალი,ავაორთქლეთ სპირტქურის გამოყენებით სანამ არ ამოშრა , დარჩა
ლაქასავით, დავამატეთ ამიაკის კონცენტრირებული
ხსნარის ერთი წვეთი ,ფერი არ შეუცვლია .შესაბამისას გამოგვაქვს დასკვნა რომ
ჩვენს წყლის ნიმუშში არ არის სპილენძის იონები.
დასკვნა
ზემოთ
აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი წყვილი ,მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ინგა ბერიძე
და ჯამბული დუმბაძე ვთვლით რომ ჩვენს მიერ შემოწმებული ნიმუში სასმელად ვარგისი არ უნდა იყოს რადგან შეწონილი ნაწილაკების,ფერის
და სუნის გამო შეიძლება ჩავთვალოთ , მაინც არის დაბინძურებული ქიმიურად თუ არა ბიოლოგიურად მაინც მიუხედავად იმისა
,რომ ქლორიდების დასაშვები ნორმაა,სულფატები,სპილენძის იონები არ აღმოჩნდა.მაგრამ ვფიქრობთ
უნდა იყოს მცირე რაოდენობით ტყვია წყალში რადგან კალიუმის იოდიდის დამატების შემდეგ
წყალმა მოყვითალო შეფერილობა მიიღო თითქოს.უმჯობესი იქნება თუ მოხდება ამ წყლის შემოწმება და შემდეგ სასმელად გაოყენება.ხოლო სხვა შემთხვევაში
ჩვენ არ გავუწევდით ამ წყალს რეკომენდიაციას,ან უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს სახლის პირობებში მოხმარების წინ მისი გაფილტვრა,გადადუღება ვინაიდან შეწონილი ნაწილაკების
შემოწმებისას გაიზარდა ფილტრის ქაღალდის მასა.მასწავლებელმა გვითხრა რომ ეს იყო ტყიბულის
წყალი ,რომელიც სინამდვილეში სასმელად არ გამოიყენება. ჩვენს მიერ ჩატარებული ცდებიც
ვფიქრობთ რომ ზუსტად ესადაგება მიღებულ შედეგებს და ტყიბულის წყალი არ არის სასმელად
ვარგისი.
ინგა ბერიძე
ჯამბული დუმბაძე
სახელი,გვარი:ნაზი ირემაძე,თამთა პაიჭაძე
ცდის ჩატარების დრო:31.05
ნიმუშების რაოდენობა: 1
ნიმუში :# 2
ცდის ოქმი
ნიმუში |
შეწონილი ნაწილაკების
განსაზღვრა |
შეფერილობის
განსაზღვრა |
სუნი |
წყალბადის მაჩვენებელი
-PH |
ქლორიდების განსაზღვრა |
სულფატების განსაზღვრა |
რკინის იონების
განსაზღვრა |
სპილენძის იონების
განსაზღვრა |
ტყვიის შემცველობის
განსაზღვრა |
|
#1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
#2 |
0,9
|
არ
აქვს |
არ
აქვს |
ფერი
მიიღო ძალიან ღია მწვანე თითქოს |
ფერი
შეიცვალა |
ხსნარი
შემღვრეულია |
არ
შეუცვლია ფერი |
არ
შეუცვლია ფერი |
არ
შეუცვლია ფერი |
|
#3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
აღწერა
: მე ნაზი ირემაძემ 31.05-ში ჩავატარე ცდა თამთა პაიჭაძესთან ერთად წყლის სისუფთავის
დასადგენად.მასწავლებელმა გადმოგვცა წყალი რომელსაც ეწერა ნიმუში #2 და არ ვიცოდით რა წყალი იყო ეს.სულ იყო სამი ნიმუში.
თავდაპირველად დავიწყეთ წყლის შემოწმება ორგანოლეპტიკური
მახასიათებლებით.ანუ ეს იყო ფერი,სუნი,გამჭვირვალობა,შეწონილი ნაწილაკები. შეწონილი
ნაწილაკები იყო თუ არა ჩვენ ნიმუშში ამისთვის ჩვენ ავწონე ფილტრის ქაღალდი ლაბორატორიულ
პატარ სასწორზე,ფილტრის ქაღალდის მასა იყო 0,9 გ,გავფილტრე წყალი და ფილტრის ქაღალდის ნიმუში ავიტანეთ საკლასო ოთახში
გასაშრობად ,გაშრობის შედეგად ხელახალი აწონვის შემდეგ ფილტრის ქაღალდის მასა არ შიცვალა
და იყო ისევ 0,9 გ. შემდეგი მახასიათებელი
რომელიც უნდა გაგვესინჯა იყო სუნი,შეფერილობა და გამჭვირვალობა.სუნი შევამოწმეთ დაყნოსვის
შედეგად და არანაირი სუნი არქონდა ჩვენს ნიმუშს. თვალის საშუალებით დავადგინეთ რომ
წყალს არ აქვს ფერი შეფერილობის განსასაზღვრად ავიღეთ საკვლევი ხსნარის,ჩავასხით მინის ცილინდრში ,დავდგით თეთრ ქსეროქსის ფურცელზე და
დავაკვირდით წყალი არის იდეალურად უფერო ,ჩვენს ნიმუშს არ ქონდა არც სუნი და არის ძალიან გამჭვირვალე.
წყლის ხარისხის
განსაზღვრა ქიმიური ანალიზის მეთოდებით
წყალბადის
მაჩვენებელი PH-სინჯარაში
ჩავასხით 5 მლ საკვლევი წყალი და 0,1 მლ ინდიკატორი,სინჯარაცშევანჯღრიეთ და დავაკვირდით
წყლის შეფერილობას,თითქოს მიიღო ღია მომწვანო ფერი.
ქლორიდების
განსაზღვრა- ნიმუშიდან ამოვიღეთ პლასტმასის პიპეტის საშუალებით
5 მლ საკვლევ წყალი ,დავუმატეთ 3-4 წვეთი ვერცხლის ნიტრატი .დავაკვირდით შევამჩნევთ,რომ
ფერი შეიცვალა,სუსტად შეიმღვრა.ცხრილის საშუალებით დავადგინეთ რომ ქლოლრიდების კონცენტრაცია
არის 1-10 მგ/ლ-მდე.
სულფატების განსაზღვრა-ახლა
10 მლ საკვლევ წყალს დავუმატეთ 0,5 მლ მარილმჟავა და 2მლ ბარიუმის ქლორიდის ხსნარი,შევანჯღრიეთ
სინჯარა.უცებვე არ წარმოქმნილა სიმღვრივე,როცა ჩავდეთ სინჯარების ჩასადგამში და დავიწყეთ
შემდეგ ცდაზე მუშაობა,ცოტა ხანში შევამჩნიეთ
რომ ხსნარი შეიმღვრა ,ცხრილში მოცემულ მახასიათებელს
რომ შევადარეთ სულფატების კონცენტრაცია ამ
ნიმუშში უნდა იყოს 5-10 მგ/ლ
რკინის იონების განსაზღვრა-10
მლ საკვლევ წყალს დავუმატეთ 15 წვეთი აზოტმჟავა
რამოდენიმე წვეთი წყალბადის პეროქსიდი და 0,5 მლ კალიუმის როდანიდის ხსნარი. წყალმა ფერი
არ შეიცვალა არ შეიცავს რკინის იონებს.
სპილენძის
იონების განსაზღვრა-ფაიფურის პატარა ჯამზე მოვათასეთ 2 მლ ჩვენი ნიმუში , ამოვაშრეთ ,წარმოიქმნა
ლაქა და დავუმატეთ ამიაკის კონცენტრირებული ხსნარი . ფერი არ შეიცვალა შესაბამისად
არ შეიცავს სპილენძის იონებს.
ტყვიის განსაზღვრა-
ავიღეთ 5 მლ ჩვენი ნიმუში და დავამატეთ კალიუმისიოდიდი,დავაკვირდით
ხსნარმა ფერი არ შეიცვალა.
დ
ა ს კ ვ ნ ა
ცდის ჩამტარებელი ორგანიზაცია -
ქვაბღის საჯარო
სკოლა
ქიმიკოსები - მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები თამთა პაიჭაძე
და ნაზი ირემაძე.
ჩვენს მიერ
ჩატარებული ანალიზების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ ,რომ წყალი არის სუფთა და სასმელად
ვარგისი.ვინაიდან :
1.არის უსუნო,უფერო
,გამჭირვალე და არ შეიცავს შეწონილ ნაწილაკებს.
2.ph - ვფიქრობთ
რომ წყლის ph
უნდა იყოს 6,5 -7 ,ანუ უნდა ქონდეს ნეიტრალური არე.რაც სასმელად
არის კარგი
3.მიუხედავად
იმისა რომ ქლორიდების განსაზღვრისას ნიმუშშმა ფერი სეიცვალა არ აცილებია დასაშვებ ნორმას.
4.სულფატების
განსაზღვრის დროს ხსნარი შეიმღვრა ,მაგრან არც აქ არის საშიში მაჩვენებლი,რადგან
5-10 მგ/ლ დასაშვები ნორმაა.დაუშვებელია 100 მგ/ლ- ზე და უფრო მეტი შემცველობა.
5.რაც შეეხება
ისეთი მეტალისნიონების აღმოჩენას როგორიცაა სპილენძი,რკინა და ტყვია ჩვენს ნიმუშში
არ აღმოჩნდა არც ერთი და შესაბამისად ეს წყალი არის სასმელად სრულიად ვარგისი.
ჩვენი ნიმუში
აღმოჩნდა მაღაზიაში ნაყიდი წყალი ,,სნო“,ეტიკეტზე დაკვირვებოსას აღმოვაჩინეთ რომ ეს
არის ჰიდროკარბონატულ კალციუმიანი ტიპის წყალი,არაგაზირებული.შეიცავს კათიონებს და ანიონებს.კათიონებიდან Ca +2 ,Mg+2 ,K+ ,Na+ ,ანიონებიდან
HCO3 - , Cl -
, SO4-2,NO3-.
სადაც : Cl -
< 15 , SO4-2
16-25 , NO3- <50.ჩვენს მიერ შემოწმებელი ქლორიდები
და სულფატები ემთხვევა ეტიკეტზე მითითებულს.აგრეთვე PH მაჩვენებელი
არის 6,5-8,5.ჩვენ ჩავთვალეთ რომ წყალს აქვს PH 6,5 .
პროექტი ,,სუფთა წყალი ყველას უფლებაა“
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ამა
წლის 2 აპრილს დავიწყეთ პროექტის ,,სუფთა წყალი
ყველას უფლებაა“ განხორციელება ,რომელიც არის
სამთვიანი და მთავრდება ივნისის 16 რიცხვში.
აღნიშნულ პროექტში გაერთიანებული
იყო სამი კლასი IX , X და
XI კლასები ,ჯამში სულ 6 მოსწავლე.პარტნიორებად შერჩეული
გვყავდა რამოდენიმე ქართველი,თურქი და პოლონელი
მასწავლებელი და მოსწავლეები.რომლებიც აგრეთვე აქტიურად იყვნენ ჩართული.თითოეული მოსწავლის
აკადემიური მიღწევის დონე არის მაღალი,მოსწავლეები გამოირჩევიან საგნის მიმართ ინტერესით,აგრეთვე
დიდი ხალისით ერთვებიან საინტერესო აქტივობებში,განსაკუთრებით აინტერესებთ ლაბორატორიული
სამუშაოს შესრულება,ახალი ტექნოლოგიების ათვისება.შესაბამისად პროექტი შევარჩიე ისე
რომ მაქსიმალურად გავითვალისწინე ბავშვების ინტერესები და მათი შესაძლებლობები.ჩემი მიზანი იყო : მზა ინფორმაცია კი არ მიმეწოდებინა
მოსწავლეებისათვის არამედ ისინი გამხდარიყვნენ აღმომჩენები ვაჩვენე გზა ,როგორ მივიდნენ აღმოჩენამდე აგრეთვე
შევამოწმე უკვე არსებული ცოდნა რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რომ პირდაპირ არ მიიღონ ისეთი ფაქტები, რაც მათთვის შესაძლოა უტყუარ ჭეშმარიტებას წარმოადგენდეს.
მოხერხდა თუ არა
დასახული მიზნების მიღწევა და რამდენად იქნა მიღწეული პროექტით გათვალისწინებული შედეგები
?
·
სრულად
მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა , ამას ხელი შეუწყო პროექტის აქტუალობამ და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირმა.იგი არის
ნათელია და გაზომვადი.ჩემი მიზანი იყო მოსწავლეების
დაინტერესება ქიმიის საგნით მარტივი ექსპერიმენტების
ჩატარების საშუალებით და უცხოელი პარტნიორებთა ურთიერთ თანამშრომლობით ,რაც ვფიქრობ
რომ გამოგვივიდა.პროექტით გათვალისწინებული შედეგები სრულად იქნა მიღწეული.მოსწავლეებმა იმუშავეს ETWINIG-ს პორტალზე,გავაცანი
და შესაბამისად შევასწავლე საინტერესო კომპიუტერული პროგრამები რომელსაც მომავალშიც
გამოიყენებენ სხვადასხვა საგანშიც. ჩაატარეს მარტივი ცდები,მოიძიეს ინფორმაციები,იმუშავეს
წყვილებში,დამოუკიდებლად ,ჯგუფში . აკვირდებოდნენ ცდების მიმდინარეობას,აკეთებდნენ
ჩანააწერებს,გამოქონდათ დასკვნები.
რომელი აქტივობები
წარიმართა გეგმის შესაბამისად?რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
·
ყველა
აქტივობა რომელიც გვქონდა დაგეგმილი და გაწერილი იყო გეგმაში წარიმართა შესაბამისად.
·
მოსწავლეები თავიდანვე გაეცვნენ ლაბორატორიაში მუშაობის
წესებს და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას.
·
განიხილეს წარდგენილი პროექტის გეგმა,სადაც გაწერილი
იყო აქტივობები და მკაფიო ინსტრუქციები მოსწავლეებისათვის;
·
იმუშავეს წყვილში,დამოუკიდებლად ,ჯგუფურად ,მოიძიეს
ინფორმაციები ინტერნეტის და ბიბლიოთეკის საშუალებით
წარმოგიდგენთ აქტივობებს და დამადასტურებელ
დოკუმენტაციებს ლინკების თუ ფოტოების სახით
ü I
ეტაპზე როგორც
დაგეგმილი გვქონდა მოხდა ETWINIGZE-პროექტის დარეგისტრირება,დამტკიცება და მოვიძიეთ
საერთაშორისო პარტნიორები,ავუხსენით პროექტის არსი . მიზანი იყო პროექტით
დაინტერესება უცხოელი პარტნიორების და წარმატებით განხორციელება.
https://live.etwinning.net/projects/project/289429
პროექტში ჩართული წევრებია
:
1.Nino Pailodze (პროქტის ავტორი)
LEPL-PUBLIC SCHOOL
VILLAGE KVABGHA OF CHOKHATAURI MUNICIPALITY, Chokhatauri, საქართველო
Atabey Öğretmenevi ve
Akşam Sanat Okulu, Atabey, თურქეთი
LEPL Borjomi
Municipality Village Dviri Public School, Borjomi, საქართველო
Özel Aliağa Fen
Bilimleri Anadolu Lisesi, Aliağa, თურქეთი
Fen Bilimleri Okulları
Aliağa Kampüsü, Aliağa, თურქეთი
Alkasan Ortaokulu,
Bolvadin, თურქეთი
პარტნიორების
შერჩევის შემდეგ ავტვირთე თვინსფეისზე ,გვერდების განყოფილებაში სამოქმედო გეგმა ,სადაც
გაწერილი იყო ყველა თვის აქტივობები.წარმოადგენილია
ლინკზე.
https://twinspace.etwinning.net/173706/pages/page/1558170
აქვე განთავსდა გვერდის ჩანართი სადაც
მონაწილეებს შეეძლოთ მათი აზრის ,იდეის დამატება ,გვერდის სახელწოდება ,, Add your ideas
about the project“ სადაც მონაწილე მასწავლებლებმა
განათავსეს მათი მოსაზრება,წარმოგიდეგნთ რამოდენიმე მათგანს:
,, Rabia Aksak / ÖZEL ALİAĞA FEN BİLİMLERİ ANADOLU LİSESİ
Water is one of the most important natural resources for the
continuity of life. For this reason, we need to protect water resources by
taking various precautions. In the project, the importance of water resources
was explained to the students about water saving and a useful project was
created.
Çağla Sak / Özel
Aliağa Fen Bilimleri Okulları
Emphasizing the importance of water, which is the source of our
life, has been a good project in terms of raising awareness of students.
Inga beridze / Water
Water is one of the most important elements in the environment,
which is essential for a living organism, including 70% of its life expectancy
for humans, depending on the quality of the water. About 1 to 2 billion people
have access to less safe drinking water, a problem that kills 30,000 people
every week. "More people die from harmful water than from war.
ზემოთ აღნიშნული აქტივობების მიზანი იყო : პარტნიორებს
შეძლებოდათ სამოქმედო გეგმის გაცნობა,საკუთარი იდეების დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში
გარკვეული ცვლილების შეტანა.
აპრილის თვის
აქტივობები :
აპრილის თვეში
დაიგეგმა მასწავლებლების მიერ მოსწავლეების დარეგისტრირება თვინსფეისზე ,შესაბამისად მოსწავლეების
და მასწავლებლების ურთიერთ გაცნობა ვიდეორგოლების საშუალებით,მათ წინასწარ შევასწავლე
სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით ანიმაციების შექმნა ,რომელიც მარტივად აითვისეს
შესაბამისად გამოიყენეს ისეთი პლატფორმა როგორიცაა >> ვოკი >> https://www.voki.com/ ,შექმნეს
საინტერესო ანიმაციები,გადაიყვანეს ვიდეოს ფორმატში და ატვირთეს youtub-ის არხზე როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე და გააზიარეს თვინსფეისზე,წარმოგიდგენთ რამოდენიმე
მათგანს :
ნაზი ირემაძე,ქვაბღის
საჯარო სკოლა : https://www.youtube.com/watch?v=JSPK9dIyUlc&t=4s
ლევანი მახარაძე,ქვაბღის
საჯარო სკოლა: https://www.youtube.com/watch?v=ReE8MuKFp8g&t=1s
გიორგი გობაძე,ქვაბღის
საჯარო სკოლა: https://www.youtube.com/watch?v=cY3uy55GrxQ&t=1s
თამთა პაიჭაძე,ქვაბღის
საჯარო სკოლა: https://www.voki.com/site/pickup?scid=17849885&height=323&width=575&fbclid=IwAR3uY3zsHK29AgR8OH-1DJdJYga_F20WvQexomRemFkfei9HKIjT_MM3jww&chsm=fb9d83ab6c449b3bd1dc44fd00b3e6ce
Çetin
Teker/Alkasan Secondary School- https://padlet.com/cetin_09/Bookmarks
ინგა ბერიძე,ქვაბღის
საჯარო სკოლა : https://www.youtube.com/watch?v=WRstyOMqJ4E
მარიამ სამსონიძე
,დვირის საჯარო სკოლა : https://www.voki.com/site/pickup?scid=17868724&chsm=e634abd297e47b7b5267dff659d38da9
Sudenaz Mete-
https://www.youtube.com/watch?v=CJHCZUZQP94&t=2s
Burak- https://www.youtube.com/watch?v=YDagRJlwVMc
ზემოთ
აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო :მოსწავლეები დარეგისტრირება,წინააღმდეგ
შემთხვევაში ვერ ჩაერთვებიან სრულფასოვნად პროექტში,ახალი გაჯეტის ატვისება როგორიცაა
voki და მისი გამოყენება ურთიერთგასაცნობად.
აპრილის
თვის შემდეგი აქტივობა იყო მოსწავლებს უნდა შეექმნათ ვიდეორგოლი სახელად ,,ჩემი ცხოვრების ერთი დღე“ ასეთივე
ვიდეორგოლი უნდა შექმნათ მასწავლებლებს ,ერთმანეთის
უკეთ გასაცნობად ,რომელსაც აგრეთვე წარმატებით გაართვეს თავი,შექმნეს საინტერესო კოლაჟები
,იყო სახალისო და აგრეთვე ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეების და მასწავლებელბის
დაახლოებასა და მათი ცხობვრების წესის თუ საცხოვრებელი გარემოს უკეთ გაცნობაში.რის
შემდეგაც დაიგეგემა ონლაინ შეხვედრა zoom-ის
პლატფორმაზე,წარმოგიდგენთ რამოდენიმე ნამუშევარს:
ნინო
ფაილოძე(მასწავლებელი)- https://www.youtube.com/watch?v=rW7gSyei778&feature=emb_logo
Çağla Falak (მასწავლებელი)-
https://www.youtube.com/watch?v=41flnNxF_us
Rabia Aksak(მასწავლებელი)- https://www.youtube.com/watch?v=C3xRAY4DBEc
Çetin Teker
(მასწავლებელი)
-
https://www.youtube.com/watch?v=ZW9BqKpivMM
მოსწავლეები:
ნაზი ირემაძე- https://www.youtube.com/watch?v=ueK3nvCOv0E&feature=emb_logo
თამთა პაიჭაძე- https://www.youtube.com/watch?v=pJpTmUIeXsk
ინგა ბერიძე- https://www.youtube.com/watch?v=W8hOl_HKUZg&feature=emb_logo
Çetin
Teker/Alkasan Secondary School -https://padlet.com/cetin_09/zg3veae0hwthd32u
elif çiçek
- https://www.youtube.com/watch?v=2N4f2rRnr0s&t=15s
ზემოთ
აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო : ბავშვების დაახლოება,მათი ცხოვრების
წესის ,ჩვეულების ერთმანეთზე გაცნობა.პროექტის წარმატებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
თუ როგორ კომუნიკაციას დაამყარებენ ერთმანეთთან პარტნიორები.
აპრილის
მეორე ნახევარში გეგმით გათვალისწინებული იყო GOOGL-ის
MAP-ზე
საკუთარი სკოლის მონიშვნა ,googl
map-ზე რუკა შევქმენი მე და მონაწილე სკოლების მასწავლებლებმა
დაამატეს მათი სკოლების ადგილმდებარეობა,ამ აქტივობის მიზანი იყო : მონაწილეებს
წარმოდგენა შეგვქმნოდა სად ვცხოვრობთ და როგორ მანძილით ვართ მოშორებული ერთმანეთისგან,რომ
ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ასეთი მანძილის შემთხვევაშიც კი დამყარდეს პოზიტიური
და თანამშრომლობითი ურთიერთობა. რუკა მოცემულია ლინკზე: https://www.google.com/maps/d/u/0/edit?mid=19i70kAbd0yD0OvJ_AV6ptOpPp_DQM2z6&usp=sharing
შემდეგი აქტივობა იყო პრეზენტაციების გაკეთება საკუთარ სოფელზე ,მოსწავლეებს
შევასწავლე ახალი პროგრამა ,,emaze”-
https://www.emaze.com/
.მოსწავლეებმა
იმუშავეს დამოუკიდებლად და გეგმით გათვალისწინებულ დროს წარმოადგინეს პრეზენტაციები
,რომლებიც აგრეთვე განთავსდა თვინსფეისზე ,მისთვის განკუთვნილი გვერდების ჩანართებში.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:ამ აქტივობის მიზანი იყო ახალი პროგრამის emaze,Bookcreatori და youtub -ის გაჯეტების ათვისება და მისი საშუალებით საკუთარი საცხოვრებელი
ადგილის ურთიერთგაცნობა და პოპულარიზაცია.
მარიამ
ართმელაძე: https://app.emaze.com/@AOTTOTRQF/cutout?hidebuttons#1
ინგა
ბერიძე : https://app.emaze.com/@AOTTLLZWL/wanderlust?hidebuttons#Nabeghlavi%20casting%20process
Çetin
Teker/Alkasan Secondary School - https://twinspace.etwinning.net/173706/pages/page/1607553
Rabia Aksak- https://www.youtube.com/watch?v=t0q20haBFuM
Manana
kutxashvili- https://read.bookcreator.com/BktsRjMv8AWDdjvMMEPNs5CQeFt1/Nb2ZVtpxStWolTqGohG0eQ
გეგმით
გაწერილ აქტივობებს შორის განსაკუთრებით საინტერესო და კონკურენტული
იყო
პროექტის ლოგოს და სლოგანის კონკურსი.აქტივობის მიზანი იყო: მოსწავლის
მაღალი მოტივაციის შენარჩუნება,სიახლის სემოტანა,ახალი გაჯეტის tricider-ის გაცნობა და
ათვისება .ბავსები მართლაც,რომ დიდი
ინტერესით და ხალისითი ჩაერთვნენ,ჩართეს მთელი სკოლა და მათი მეგობრები ასეთი აქტივობებით
ხელი ეწყობა საკუთარი ნამუშევრის პოპულარიზაციის გაკეთების და პრეზენტაციის უნარების
განვითარებას. წარმოგიდგენთ მათ ნამუშევრებს,კონკურსატების მიერ შექმნილი ნამუშევრების
ატვირთვა და ხმის მიცემა მოხდა TRICIDER-ის საშულებით https://www.tricider.com
.წარმოგიდგენთ ლინკს :
ლოგოს კონკურსი - https://www.tricider.com/brainstorming/3ZHhoZbY5oV
- გაიმარჯვა Miraç Yılmaz-მა ,გამარჯვებული
მოსწავლის მიერ შექმნილი ლოგო გახდა პროექტის მთავარი ლოგო და საიმიჯი სურათი.
სლოგანების კონკურსი- https://www.tricider.com/brainstorming/2csmqKcc0QF-
გაიმარჯვა NIDA SILA KARAMAN-მა,სლოგანით-
,,
A drop running from the tap is a breat we lost from the future“
აპრილის
მეორე ნახევრის დასასრულს მოხდა ისევ ხელახალი
შეხვედრა ZOOM-ის
საშუალებით და შესრულებული სამუშაოს შეფასება.შეხვედრა იყო პოზიტიური,სირთულეს წარმოადგენს
ენობრივი ბარიერი,მაგრამ დახმარებას გვიწევდა ინგლისური ენის მასწავლებლები ორივე მხრიდან.მიზანი
იყო პროექტის მიმდინარეობის შეფასება,აზრების ურთიერთგაზიარება,ანალიზი თუ როგორ მიმდინარეობს
პროექტი და რაიმე ახალი იდეა ხომ არ აქვს რომელიმე მათგანს.
II
ეტაპი- მეორე ეტაპზე
გეგმით გათვალისწინებული გვქონდა მაისის თვის
აქტივობები სადაც მოსწავლეებმა ჯერ იმუშავეს
ჯგუფებად ,დაამუშავეს სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია,გაიარეს კონსულტაცია ჩემთან
რა რეაქტივების გამოყენება შეეძლოთ ცდის ჩასატარებლად ,რა რესურსები იყო სკოლაში,მიწოდებული
ინფორმაციის საშუალებით გადაწყვიტეს რომელი ცდის ჩატარება იყო შესაძლებელი არსებული
რესურსით,გააკეთეს ფლიპჩარტზე მონახაზები რომელსაც იყენებდნენ შემდეგ ცდების ჩატარების
დროს,მივაწოდე წინასწარ გამზადებული ცდის ოქმი ,დაიგეგმა დღე და შეუდგნენ
ცდების ჩატარებას წყლის სისუფთავის დასადგენად.მანამდე
კიდევ ერთხელ შევახსენე უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობა.გადანაწილდნენ წყვილებში
,სამწუხაროდ ერთი მოსწავლე არ იყო იმ დღეს სკოლაში და ამიტომ იმუშავა ორმა წყვილმა
და ერთი მოსწავლე მუშაობდა მარტო .თითოეული მათგანი იყო მასწავლებლის მეთვალყურეობის
ქვეშ,ბავშვები პარალელურად ავსებდნენ ცდის ოქმს
,რომელიც შემდგომ დაამუშავეს და წარმოადგინეს
აღწერა და შეჯამება ჩატარებული სამუშაოს რა
,როგორ შეამოწმეს და რა დასკვნა გამოიტანეს,აღსანიშნავია
ისიც ,რომ სამი სახის წყალი შეამოწმეს ,მათ არ იცოდნენ წინასწარ რომელი ნიმუში რა წყალი
იყო და წარმოდგენილი ცდის ოქმის შემდეგ გაიგეს
,რომ ნიმუში # 1 - ტყიბული წყალია ,ნიმუში
#2 - მაღაზიაში ნაყიდი სასმელი წყალი ,ნიმუში # 3- სკოლის ,სოფლის წყალია. იხილეთ დანართები
#1,#2,#3 ,აქვე წარმოგიდგენთ ცდის ოქმები მოსწავლეების
მიერ მოწოდებულს რომელიც გააკეთეს word-ის
ფაილში და გადმომიგზავნეს ელექტრონულად : ამ აქტივობის მიზანი იყო: მოსწავლეებს ემუშავათ
დამოუკიდებლას,წყვილებში და ჯგუფში.დაემუშავებინათ ინფორმაციები,ჩამოეწერათ თუ რომელ
ცდას ჩაატარებდნენ,რა შედეგეს მიიღებდნენ და გააცნობდნენ სკოლის და თემის მოსახლეობას
მათ მიერ მიღებულ შედეგებს.ამასთან უყალიბდებათ ლაბორატორიაში მუშაობის და დამოუკიდებლად
გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები
მოსწავლეები მიერ მომზადებული ცდის ოქმები
სახელი,გვარი:ინგა ბერიძე, ჯამბული დუმბაძე
ცდის ჩატარების დრო:31 მაისი 2021
ნიმუშების რაოდენობა: 1
შესამოწმებელი ნიმუში : #1
ცდის ოქმი
ნიმუში |
შეწონილი ნაწილაკების განსაზღვრა |
შეფერილობის განსაზღვრა |
სუნი |
წყალბადის მაჩვენებელი -PH |
ქლორიდების განსაზღვრა |
სულფატების განსაზღვრა |
რკინის იონების განსაზღვრა |
სპილენძის იონების განსაზღვრა |
ტყვიის შემცველობის განსაზღვრა |
#1 |
არის შეწონილი ნაწილაკები
|
ოდნავ აქვს ფერი |
აქვს გაურკვეველი წარმოშობის სუნი |
ღია ყვითელი შეფერილობა აქვს |
ოდნავ შეიმღვრა |
არ შეიცვალა ფერი |
არ შეიცვალა ფერი |
არ შეიცვალა ფერი |
ოდნავ შეიცვალა ფერი,ღია მოყვითალო ფერი აქვს თითქოს |
#2 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
#3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
აღწერა
: გამარჯობა მე ვარ ინგა ბერიძე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვაბღიდან,მეთერთმეტე კლასის მოსწავლე.
2021 წლის
31 მაისს მე და ჩემმა ამხანაგმა ჯამბული დუმბაძემ
ვიმუშავეთ წყვილში, ჩავატარეთ ცდები წყლის სისუფთავის შემოწმებაზე, იყო თუ არა
ის სასმელად ვარგისი. ჩვენი შესამოწმებელი წყალი იყო ნიმუში #1
პირველი ცდა:
რას ნიშნავს წყლის სისუფთავის კონტროლი
სუნი-
სუნი განპირობებულია
სხვადასხვა სუნიანი ნივთიერებების არსებობით რომელიც მასში ხვდება ბუნებრივი გზით ან
საწარმო ნაჟური წყლების გავლენით.
ჩვენ ავიღეთ წყალი და დავსუნეთ ის და აღმოვაჩინეთ რომ
ძალიან სუსტად იგრძნობა მასში სუნი,ოღონდ ეს სუნი ვერ გავარჩიეთ რისი შეიძლება იყოს.
გამჭირვალობა
- ავიღეთ ბრტყელძირიანი
საზომი ცილინდრი ,რომლის სიმაღლეა 30 სმ,(60 სმ იანი საზომი ცილინდრი არ გვქონდა) დიამეტრი
კი დაახლოებით 2,5სმ, მასში ჩავასხით წყალი , დავდგით თეთრ ფურცელზე და ცილინდრის ძირიდან
4 სმ მანძილზე მოვათავსეთ .შრიფტის- ასოების სიმაღლე 2,5მმ .ცილინდრში წყალი ჩავასხით მანამ,სანამ მოჩანდა ეს ნაწერი ,წყლის სვეტის სიმაღლე
გავზომეთ სახაზავით ,მისი გამჭვირვალობა მეტი იყო 3 სმ-ზე,ჩვენ ჩვეულებრივად დავინახეთ
წარწერა, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი წყალი გამჭვირვალეა.შესაბამისად ამ მახასიათებელში
არ არის დარღვევა.
შეფერილობის
განსაზღვრა - ავიღეთ
მინის ჭურჭელი და თეთრი ქაღალდის ფურცელი. ჭურჭელში ჩავასხით ჩვენი ნიმუში და თეთრი
ქაღალდის ფონზე განვსაზღვრეთ წყლის შეფერილობა.
ჩვენს წყალს ჰქონდა ოდნავ მონაცრისფრო ფერი.
შეწონილი
ნაწილაკები - ანალიზისთვის
ავიღეთ 500 მლ წყალი, წინასწარ აწონილ ფილტრის ქაღალდი(ფილტის ქაღალდი ავწონეთ ლაბორატორიულ
სასწორზე ,მისი მასა იყო 0,9 გ. გავფილტრეთ წყალი ფილტრის ქაღალდის საშუალებით,გავაშრეთ
და ხელახლა ავწონეთ.მასა შეიცვალა და გახდა 1,0.ჩავსვით ფორმულაში >> (m1-m2)*1000/V
(1.0-0.9)*1000/500
=0.2 მგ/ლ
შედეგი გვიჩვენებს რომ:წყალში შეწონილი ნაწილაკები არის, თუმცა არა დიდი რაოდენობით და ამასთან შეწონილი
ნაწილაკების ზღვრული დასაშვები ნორმაა 10 მგ/ლ .
წყლის
ხარისხის განსაზღვრა ქიმიური ანალიზის მიხედვით
წყალბადის
მაჩვენებელი-სასმელი წყლის ნეიტრალური
რეაქცია უნდა ჰქონდეს ეს იმას ნიშნავს,რომ მისი PHდახლოებით შვიდის ტოლი უნდა იყოს. სამეურნეო,სასმელ
და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის გამიზნული წყლის წყალბადის მაჩვენებლის ცვლილება
რეგლამენტირებულია შემდეგ საზღვრებში 6,5-8,5.
სინჯარაში ჩავასხით 5მლ საკლევი წყალი დავუმატეთ
0,1მლ უნივერსალური ინდიკატორი,შევანჯღრიეთ
,შეფერილობა მიიღო ძალიან ,ძალიან ღია ყვითელი ფერის.სავარაუდოდ ამ ნიმუშის PH არის 6-6,5 ფარგლებში.
ქლორიდების განსაზღვრა- წყალ მომარაგების სისტემაში ქლორიდების დასაშვები კონცენტრაცია
350 მგ/ლ -მდეა
ავიღეთ 5მლ საკვლევი წყალი და დავამატეთ რამოდენიმე
წვეთი ,დაახლოებით 3-5 წვეთი ვერცხლის ნიტრატი. წყალმა ოდნავ შეიცვალა ფერი, ძალიან
სუსტად შეიმღვრა .შესაბამისად ცხრილს თუ ჩავხედავთ რომელიც მოცემულია ფლიპჩარტზე ეს არის სუსტი შემღვრევა და ქლორიდების კონცენტრაცია
ყოფილა 1-10- მდე .შესაბამისად წყალში არის
ქლორიდები,თუმცა არ არის დასაშვებზე მეტი რაოდენობის და ამ მხრივ წყალი სასმელად ვარგისია.
სულფატების
განსაზღვრა- სულფატების შესამოწმებლად
ავიღეთ 10 მლ საკვლევი წყალი, 0,5მლ მარილმჟავა და 2მლ ბარიუმის ქლორიდის 5 % ხსნარი,
ხსნარის შენჯღვრევს შემდეგ დავადგინეთ რომ წყალში არ არის სულფატები.რადგან არ შეიცვალა
არც ფერი,არ წარმოიქმნა ნალექი.აქედან დასკვნა რომ სულფატების კონცენტრაცია არის 5
მგ/ლ-ზე ნაკლები.
რკინის
იონების განსაზღვრა- რკინის
იონების დასაშვები ნორმაა 0,3მგ.
სინჯარაში ჩავასხით 10 მლ საკვლევი წყალი, დავუმატეთ 15 წვეთი კონცენტრირებული აზოტმჟავა, რამდენიმე წვეთი წყალბადის
პეროქსიდი და 0,5 მლ კალიუმის როდინადის ხსნარი.
არც ამ შემთხვევაში არ მოხდა არანაირი ცვლილება არც
ფერის არც ნალექის ,შესაბამისად გამოგვაქვს დასკვნა რომ ჩვენი წყლის
ნიმუშში არ არის რკინის იონები.
სპილენძის
იონების შემცვეობის დადგენა-
სპილენძის იონების შემცველობა წყალში დასაშვები ნორმაა 0,1 მგ.
ფაიფურის ჭურჭელში მოვათავსეთ 3მლ საკვლევი წყალი,ავაორთქლეთ სპირტქურის გამოყენებით სანამ არ ამოშრა , დარჩა
ლაქასავით, დავამატეთ ამიაკის კონცენტრირებული
ხსნარის ერთი წვეთი ,ფერი არ შეუცვლია .შესაბამისას გამოგვაქვს დასკვნა რომ
ჩვენს წყლის ნიმუშში არ არის სპილენძის იონები.
დასკვნა
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი წყვილი ,მეთერთმეტე
კლასის მოსწავლეები ინგა ბერიძე და ჯამბული დუმბაძე ვთვლით რომ ჩვენს მიერ შემოწმებული
ნიმუში სასმელად ვარგისი არ უნდა იყოს რადგან
შეწონილი ნაწილაკების,ფერის და სუნის გამო შეიძლება ჩავთვალოთ , მაინც არის დაბინძურებული ქიმიურად თუ არა ბიოლოგიურად მაინც მიუხედავად იმისა
,რომ ქლორიდების დასაშვები ნორმაა,სულფატები,სპილენძის იონები არ აღმოჩნდა.მაგრამ ვფიქრობთ
უნდა იყოს მცირე რაოდენობით ტყვია წყალში რადგან კალიუმის იოდიდის დამატების შემდეგ
წყალმა მოყვითალო შეფერილობა მიიღო თითქოს.უმჯობესი იქნება თუ მოხდება ამ წყლის შემოწმება და შემდეგ სასმელად გაოყენება.ხოლო სხვა შემთხვევაში
ჩვენ არ გავუწევდით ამ წყალს რეკომენდიაციას,ან უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს სახლის პირობებში მოხმარების წინ მისი გაფილტვრა,გადადუღება ვინაიდან შეწონილი ნაწილაკების
შემოწმებისას გაიზარდა ფილტრის ქაღალდის მასა.მასწავლებელმა გვითხრა რომ ეს იყო ტყიბულის
წყალი ,რომელიც სინამდვილეში სასმელად არ გამოიყენება. ჩვენს მიერ ჩატარებული ცდებიც
ვფიქრობთ რომ ზუსტად ესადაგება მიღებულ შედეგებს და ტყიბულის წყალი არ არის სასმელად
ვარგისი.
ინგა ბერიძე
ჯამბული დუმბაძე
სახელი,გვარი:ნაზი ირემაძე,თამთა პაიჭაძე
ცდის ჩატარების დრო:31.05
ნიმუშების რაოდენობა: 1
ნიმუში :# 2
ცდის ოქმი
ნიმუში |
შეწონილი
ნაწილაკების განსაზღვრა |
შეფერილობის
განსაზღვრა |
სუნი |
წყალბადის
მაჩვენებელი -PH |
ქლორიდების
განსაზღვრა |
სულფატების
განსაზღვრა |
რკინის
იონების განსაზღვრა |
სპილენძის
იონების განსაზღვრა |
ტყვიის
შემცველობის განსაზღვრა |
|
#1 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
#2 |
0,9
|
არ
აქვს |
არ
აქვს |
ფერი
მიიღო ძალიან ღია მწვანე თითქოს |
ფერი
შეიცვალა |
ხსნარი
შემღვრეულია |
არ
შეუცვლია ფერი |
არ
შეუცვლია ფერი |
არ
შეუცვლია ფერი |
|
#3 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
აღწერა :
მე ნაზი ირემაძემ 31.05-ში ჩავატარე ცდა თამთა პაიჭაძესთან ერთად წყლის სისუფთავის
დასადგენად.მასწავლებელმა გადმოგვცა წყალი რომელსაც ეწერა ნიმუში #2 და არ ვიცოდით რა წყალი იყო ეს.სულ იყო სამი ნიმუში. თავდაპირველად დავიწყეთ წყლის შემოწმება ორგანოლეპტიკური
მახასიათებლებით.ანუ ეს იყო ფერი,სუნი,გამჭვირვალობა,შეწონილი ნაწილაკები. შეწონილი
ნაწილაკები იყო თუ არა ჩვენ ნიმუშში ამისთვის ჩვენ ავწონე ფილტრის ქაღალდი ლაბორატორიულ
პატარ სასწორზე,ფილტრის ქაღალდის მასა იყო
0,9 გ,გავფილტრე წყალი და ფილტრის ქაღალდის
ნიმუში ავიტანეთ საკლასო ოთახში გასაშრობად ,გაშრობის შედეგად ხელახალი აწონვის შემდეგ
ფილტრის ქაღალდის მასა არ შიცვალა და იყო ისევ 0,9 გ. შემდეგი მახასიათებელი რომელიც უნდა გაგვესინჯა
იყო სუნი,შეფერილობა და გამჭვირვალობა.სუნი შევამოწმეთ დაყნოსვის შედეგად და არანაირი
სუნი არქონდა ჩვენს ნიმუშს. თვალის საშუალებით დავადგინეთ რომ წყალს არ აქვს ფერი შეფერილობის
განსასაზღვრად ავიღეთ საკვლევი ხსნარის,ჩავასხით მინის ცილინდრში ,დავდგით თეთრ ქსეროქსის ფურცელზე და
დავაკვირდით წყალი არის იდეალურად უფერო ,ჩვენს ნიმუშს არ ქონდა არც სუნი და არის ძალიან გამჭვირვალე.
წყლის
ხარისხის განსაზღვრა ქიმიური ანალიზის მეთოდებით
წყალბადის მაჩვენებელი PH-სინჯარაში
ჩავასხით 5 მლ საკვლევი წყალი და 0,1 მლ ინდიკატორი,სინჯარაცშევანჯღრიეთ და დავაკვირდით
წყლის შეფერილობას,თითქოს მიიღო ღია მომწვანო ფერი.
ქლორიდების განსაზღვრა- ნიმუშიდან ამოვიღეთ პლასტმასის პიპეტის საშუალებით
5 მლ საკვლევ წყალი ,დავუმატეთ 3-4 წვეთი ვერცხლის ნიტრატი .დავაკვირდით შევამჩნევთ,რომ
ფერი შეიცვალა,სუსტად შეიმღვრა.ცხრილის საშუალებით დავადგინეთ რომ ქლოლრიდების კონცენტრაცია
არის 1-10 მგ/ლ-მდე.
სულფატების განსაზღვრა-ახლა
10 მლ საკვლევ წყალს დავუმატეთ 0,5 მლ მარილმჟავა და 2მლ ბარიუმის ქლორიდის ხსნარი,შევანჯღრიეთ
სინჯარა.უცებვე არ წარმოქმნილა სიმღვრივე,როცა ჩავდეთ სინჯარების ჩასადგამში და დავიწყეთ
შემდეგ ცდაზე მუშაობა,ცოტა ხანში შევამჩნიეთ რომ ხსნარი შეიმღვრა ,ცხრილში მოცემულ მახასიათებელს
რომ შევადარეთ სულფატების კონცენტრაცია ამ
ნიმუშში უნდა იყოს 5-10 მგ/ლ
რკინის იონების განსაზღვრა-10 მლ საკვლევ წყალს დავუმატეთ 15 წვეთი აზოტმჟავა რამოდენიმე წვეთი წყალბადის პეროქსიდი და 0,5 მლ კალიუმის როდანიდის ხსნარი. წყალმა ფერი
არ შეიცვალა არ შეიცავს რკინის იონებს.
სპილენძის იონების განსაზღვრა-ფაიფურის პატარა
ჯამზე მოვათასეთ 2 მლ ჩვენი ნიმუში , ამოვაშრეთ ,წარმოიქმნა
ლაქა და დავუმატეთ ამიაკის კონცენტრირებული ხსნარი . ფერი არ შეიცვალა შესაბამისად
არ შეიცავს სპილენძის იონებს.
ტყვიის
განსაზღვრა- ავიღეთ 5 მლ ჩვენი
ნიმუში და დავამატეთ კალიუმისიოდიდი,დავაკვირდით ხსნარმა ფერი არ შეიცვალა.
დ
ა ს კ ვ ნ ა
ცდის ჩამტარებელი ორგანიზაცია
- ქვაბღის საჯარო სკოლა
ქიმიკოსები - მეცხრე
და მეათე კლასის მოსწავლეები თამთა პაიჭაძე და ნაზი ირემაძე.
ჩვენს
მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ ,რომ წყალი არის სუფთა და
სასმელად ვარგისი.ვინაიდან :
1.არის
უსუნო,უფერო ,გამჭირვალე და არ შეიცავს შეწონილ ნაწილაკებს.
2.ph - ვფიქრობთ რომ წყლის
ph უნდა იყოს 6,5 -7 ,ანუ უნდა ქონდეს ნეიტრალური არე.რაც სასმელად არის
კარგი
3.მიუხედავად
იმისა რომ ქლორიდების განსაზღვრისას ნიმუშშმა ფერი სეიცვალა არ აცილებია დასაშვებ ნორმას.
4.სულფატების
განსაზღვრის დროს ხსნარი შეიმღვრა ,მაგრან არც აქ არის საშიში მაჩვენებლი,რადგან
5-10 მგ/ლ დასაშვები ნორმაა.დაუშვებელია 100 მგ/ლ- ზე და უფრო მეტი შემცველობა.
5.რაც
შეეხება ისეთი მეტალისნიონების აღმოჩენას როგორიცაა სპილენძი,რკინა და ტყვია ჩვენს
ნიმუშში არ აღმოჩნდა არც ერთი და შესაბამისად ეს წყალი არის სასმელად სრულიად ვარგისი.
ჩვენი
ნიმუში აღმოჩნდა მაღაზიაში ნაყიდი წყალი ,,სნო“,ეტიკეტზე დაკვირვებოსას აღმოვაჩინეთ
რომ ეს არის ჰიდროკარბონატულ კალციუმიანი ტიპის წყალი,არაგაზირებული.შეიცავს კათიონებს და ანიონებს.კათიონებიდან Ca +2 ,Mg+2 ,K+ ,Na+
,ანიონებიდან HCO3
- , Cl - , SO4-2,NO3-.
სადაც : Cl
- <
15 , SO4-2 16-25
, NO3- <50.ჩვენს მიერ შემოწმებელი
ქლორიდები და სულფატები ემთხვევა ეტიკეტზე მითითებულს.აგრეთვე PH მაჩვენებელი არის
6,5-8,5.ჩვენ ჩავთვალეთ რომ წყალს აქვს PH
6,5 .
სახელი,გვარი: გიორგი გობაძე
ცდის ოქმი
ნიმუში |
შეწონილი ნაწილაკების განსაზღვრა |
შეფერილობის განსაზღვრა |
სუნი |
წყალბადის მაჩვენებელი -PH |
ქლორიდების განსაზღვრა |
სულფატების განსაზღვრა |
რკინის იონების განსაზღვრა |
სპილენძის იონების განსაზღვრა |
ტყვიის შემცველობის განსაზღვრა |
#3 |
არ შეცვლილა ფილტრის ქაღალდის მასა |
არ აქვს ფერი |
არ აქვს |
ფერი მომწვანო |
უმნიშვნელოდ შეიცვალა |
შეიმღვრა |
არ შეიცვალა ფერი,არ შეიცავს |
არ შეიცვალა ფერი,არ შეიცავს |
არ შეიცვალა ფერი ,არ შეიცავს |
აღწერა :
მე, გიორგი გობაძემ
2021 წლის 31 მაისს ჩავატარე
ცდა წყლის სისუფთავის დასადგენად.მასწავლებელმა
მომცა ნიმუში #3 .
ორგანოლეპტიკური მახასიათებლები :
ü თავდაპირველად განვსაზღვრე შეწონილი ნაწილაკების
რაოდენობა, რისთვისაც
ავწონე სუფთა ფილტრის ქაღალდი.
მისი მასა იყო 0.9 გრამი. შემდეგ ამავე ფილტრში გავფილტრე წყალი და გაშრობის
შემდეგ ისევ ავწონე. მასა
არ შეიცვალა.
ü მხედველობის მეშვეობით დავადგინე, რომ წყალს არ აქვს ფერი და გამჭვირვალეა,შეფერილობის განსაზღვრისთვის ავიღე მინის ჭურჭელი
,ცილინდრი,ჩავასხი ჩემი ნიმუში და დავდე თეთი ქსეროქსის ქაღალდზე. სასმელად ვარგისს წყალში შეფერილობა არ უნდა გამოჩნდეს და შესაბამისად
ჩემს
ნიმუშსა არ ქონდა არანაირი შეფერვა.
ü ყნოსვის
საშუალებით კი დავადგინე
რომ არც რაიმე სუნი ქონდა წყალს.
წყლის ხარისხის განსაზღვრა ქიმიური ანალიზის მეთოდებით:
1. განვსაზღვრე
ქლორიდების რაოდენობა რისთვისაც სინჯარაში ჩავასხი 5 მლ საკვლევ წყალი, დავუმატე
3წვეთი ვერცხლის ნიტრატის ხსნარი (3%) და დავაკვირდი
ნალექის ან ფერის წარმოქმნას.მივიღე შემღვრევა და ვფიქრობ ცხრილს რომ შევადარე ქლორიდების კონცენტრაცია მერყეობს 10-15 მგ/ლ ფარგლებში.
2.
განვსაზღვრე წყალბადის მაჩვენებელი Ph, რისთვისაც ჩემს ნიმუშს დავუმატე 0.1 მლ ინდიკატორი. წყალმა
რამდენიმე წუთის შემდეგ მიიღო ძალიან მწვანე შეფერილობა.სავარაუდოდ ამ წყლის PH
არის 6-7
3. განვსაზღვრე
სულფატები. 10მლ საკვლევ წყალს დავუმატე 0.5 მლ მარილმჟავა და 2მლ ბარიუმის ქლორიდის
5 % ხსნარი,შევანჯღრიე. ბარიუმისქლორიდის
დამატებისთანავე აიმღვრა წყალი. ე.ო. სულფატების კონცენტრაცია არის 10-100 მგ/ლ
4. განვსაზღვრე
რკინის იონები. 10მლ საკვლევ წყალს დავუმატე 12წვეთი აზოტმჟავა, რამოდენიმე წვეთი წყალბადის პეროქსიდი და 0.5მლ კალიუმის როდანინის ხსნარი. ხსნარმა
ფერი არ შეიცვალა.აქედან
დასკვნა რომ არ
შეიცავს რკინის იონებს.
5. განვსაზღვრე
ტყვიის შემცველობა .
5მლ საკვლევ წყალს დავუმატე კალიუმის
იოდიდი . წყალმა ფერი არ შეიცვალა.
ე.ი.არ შეიცავს ტყვიას.
დ ა
ს კ ვ ნ ა : ჩემს მიერ ჩატარებული ცდების შედეგად შემიძლია დავასკვნა
,რომ წყალი რომელიც მე შევამოწმე ვარგისია მოხმარებისთვის როგორც სასმელი წყალი.ორგანოლეპტიკური
შემოწმების შედეგად იგი არის სუფთა,უფერო,გამჭირვალე,შეწონილი ნაწილაკების გარეშე
, აქვს ნეიტრალური არე.ხოლო ქიმიური ანალიზის მეთოდებით შემოწმებისას არ აღმოჩნდა დაშვებულ
ნორმაზე მეტი ქლორიდები,სულფატები,რკინა,ტყვია.მასწავლებელმა მითხრა ,რომ ჩემი ნიმუში
იყო სოფლის ,სკოლის სასმელი წყალი.ეს წყალი უკვე შემოწმებული იქნა ლაბორატორიაში და
შედეგების შედარების შემდეგ აღმოჩნდა რომ ჩემს მიერ მიღებული შედეგები მსგავსია.შესაბამისად
მე გიორგი გობაძე ვადგენ სკოლის წყალი არის სასმელად ვარგისი და უსაფრთხოა მისი მიღება.
გიორგი გობაძე
4.06.2021
ცდების
ჩატარების შემდეგ მოვაწყეთ შედეგების განხილვა .ბავშვებმა წარმოადგინეს მათი ვარაუდები ,ისაუბრეს
რამდენად საინტერესო იყო მათთვის ეს პროექტი,რა შეისწავლეს ახალი და როგორ გამოიყენებენ
მომავალში ცოდნას.ამ შეხვედრაზე გაიგეს რომელ წყვილს რა წყალი ქონდათ და განსაკუთრებული
სიხარულით შეხვდენენ ,რომ შედეგები დაემთხვა და კონკრეტულად სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის
და სოფლის წყალი არის სასმელად ვარგისი რასაც ადასტურებს ის ფაქტიც ,რომ სკოლის ადმინისტრაციამ
ოფიციალურად შეამოწმა წყლის სისუფთავე როგორც ქიმიური ასევე მიკრობიოლოგიური მახასიათებლების
გათვალისწინებით.
III
ეტაპი-
პროექტის მესამე და დასკვნით ეტაპი იყო ივნისის თვეში მოგროვებული მასალების პრეზენტაცია
ისეთი როგრიცაა ელექტრო წიგნები ,პადლეტები,პოსტერები,გიფები , ბლოგი და სხვა ,დაიგეგმა ZOOM-ში პარტნიორებთან შეხვედრა და კიდევ ერთხელ გადავხედეთ
ჩვენს ნამუშევარს და როგორც მოსწავლეებმა ისე მასწავლებლებმა შევაფასეთ ჩვენს მიერ
გაწეული სამუშაო და მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს ნაყოფიერი თანამშღომლობისათვის .შესაბამისად
ამ თავმოყრილი ინფორმაციის განთავსება მოხდა ბლოგზე რომლის მისამართია - https://cleanwatermyproject.blogspot.com/
რა
იყო პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები
·
ძლიერ
მხარედ ჩავთვლიდი იმას ,რომ პროექტის გეგმა
შედგენილი იყო კარგად.უცხოელი პარტნორების
დაინტერესება იყო მაღალი და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ თითეოულ ღონისძიებას. აქტივობები რომელიც განხორციელდა
გეგმის შესაბამისად იყო მიზნიდან გამომდინარე და ორიენტირებული შედეგზე.ყველა
აქტივობა განხორციელდა გეგმის შესაბმისად,შეიქმნა რესურსები,განთავსდა როგორც ETWINIG-ის TWINSPEIS-ზე ისე პროექტის
ბლოგზე. https://cleanwatermyproject.blogspot.com/.
·
სუსტ მხარედ ჩავთვლიდი იმას რომ პროექტში არ იყო ჩართული
მეტი ქართული სკოლა ,იყო მხოლოდ ერთი ქართულენოვანი სკოლა .ენობრივი ბარიერი ქმნიდა
საკმაოდ ბევრ პრობლემას და დახმარებას გვიწევდა
ინგლისური ენის მასწავლებლები,რაც ერთგვარ დისკომფორტს გვიქმნიდა.მომავალში აუცილებლად
გავითვალისწინებ ამ ფაქტორს და მეტ ქართველ პარტნიორს ჩავრთავ პროექტში.
რამდენად მართებულად
იყო შედგენილი პროექტის გეგმა
·
პროექტი იყო მიზანზე ორიენტირებული,დაგეგმილი აქტივობები
კი მიზნის შესაბამისი,ვადები სწორად იყო გაწერილი,მონაწილეთა ასაკი და რესურსები იყო
სწორად შერჩეული და მორგებული პროექტის საჭიროებებს.ჩანს კავშირი ესგ-სთან.
რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
·
პროექტი
შერჩეული იყო მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების თუ სააზროვნო უნარების გათვალისწინებით
და ეს მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად.
·
ვთვლი რომ გეგმა კარგად იყო შედგენილი,გათვალისწინებული
მქონდა მოსწავლეთა სააზროვნო უნარები და მკაფიო ინსტრუქციები,ეს ხელს უწყობდა პროექტის წარმატებით დაწყებას და დასრულებას.
·
წარმატებული იყო სხვადასხვა საინტერესო პროგრამებთან
მუშაობა როგორიცაა voki,book
creator,emaze,tricider, postermywall,canva და სხვა.ბავშვებმა შეისწავლეს
ეს პროგრამები ,გაიწაფნენ და მომავალში აუცილებლად გამოიყენებენ ამ ცოდნას.ერთ ერთი
მნიშვნელოვანი მიღწევა ამ პროექტის არის ეს,ციფრულ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება
და ცოდნა.
·
წარმატებული იყო მარტივი ცდების ჩატარება,უსაფრთოების
წესების დაცვით და შემდეგ შედეგების შედარება ლაბორატორიაში შემოწმებული წყლის შედეგებთან.განსაკუთრებით
მოწონთ ბავშვებს არა ვირტუალური არამედ მათი ხელით შესრულებული სამუშაო,განსაკუთრებით
როცა წარმოიქმენა ქიმიური რეაქციის შედეგი.
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
·
აითვისეს სხვადასხვა საინტერესო
ციფრული პროგრამები და აქტიურად გამოიყენებენ სხვა დროსაც,როგორიცა CANVA პოსტერების ,გიფების,პრეზენტაციების შესაქმენალად .TRICIDERI-გამოკითხვების ჩასატარებაბლად, VOKI- ემოჯების,ანიმაციების შესაქმნელად,BOOK CREATORI- ელექტრონული წიგნების შესაქმენლად და სხვა.მინდა აღვნიშნო
რომ ეს ათვისებული მასალა ბავშვებმა კარგად გამოიყენეს პროექტის
გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად.
·
შესწავლილი
პროგრამები ასევე გამოიყენეს სხვა საგნის მასწავლების მიერ ჩატარებულ პროექტებში;
·
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად ჩაატარეს მარტივი ცდები
,ნელ ნელადახვეწეს ლაბორატორიაში მუშაობის
უნარები ,იციან როგორ უნდა იყვნენ შემოსილი,რას მიაქციონ ყურადღება,რა უნდა გაითვალისიწნონ.კარგად
აქვთ შესწავლილი ლაბორატორიული ჭურჭელი და მათი გამოყენების წესები(ჩვენი მწირი ლაბორატორიიდან
გამომდონარე),იციან სასწორთან ,სხვადასხვა რეაქტივებთან მუშაობა და ა.შ.
·
მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ ხდება წყლის ანალიზი,გაიგეს
რომელი წყალია სასმელად ვარგისი.
·
ითანამშრომლეს უცხოენოვან პარტნიორებთან,მათ თანატოლებთან,გაიცნეს
ერთმანეთი.ამან გამოიწვია ბავშვების დაინტერესება მომავალში კიდევ მიიღონ მონაწილეობა.
როგორი იყო მოსწავლეთა
ჩართულობა/პროდუქტიულობა
·
ექვსივე
მოსწავლე მაქსიმალურად იყო ჩართული პროექტში,რადგან მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა
პირველ რიგში ეთვინიგის პლატფორმაზე მუშაობა,განსაკუთრებით უცხოელ ბავშვებთან ურთიერთობა.
·
აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართული სხვადასხვა რესურსების
დამზადებაში და ეთვინიგზე განთავსებაში.შედიოდნენ პორტალზე და ნახულობდნენ მათი თანატოლების
ნამუშევრებს,ცდილობდნენ გაეკეთებინათ უკეთესად.
·
განსაკუთრებით აინტერესებდათ ქიმიური ანალიზების ჩატარება
და შემდეგ შედარება,რასაც ნამდვილად კარგად გაართვეს თავი.ვაძლევდი მკაფიო ინსტრუქციებს
და ამ ინსტრუქციებს ასრულებდნენ ზალიან კარგად,შესაბამისად შედეგიც მივიღეთ კარგი.
·
მინდა აღვნიშნო რომ ეს პროექტი იყო ძალიან პროდუქტიული
თითოეული მოსწვალისა და ჩართული მასწავლებლისთვის.
მოხდა თუ არა
პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობის
დამატება და /ან მოდიფიცირება და რატომ?
·
პროექტის
გეგმის მოდიფიცირება მოხდა თავდაპირველად გათვლილი მქონდა მხოლოდ სკოლის წყლის შემოწმება
,მაგრამ შემდეგ მეტი ინტერესისთვის დავამატე წყლის ორი ნიმუში და ვფიქრობ საუკეთესოდ
გამოვიდა,მოსწავლეებმა შეადარეს ერთმანეთის მიერ ჩატარებული ცდების შედეგები და მიხვდნენ
რომ ყველა წყალი არ შეიძლება გამოდგეს სასმელად ვარგისი.
რას
შეცვლიდით პროექტის ხელახლა განხორციელების შემთხვევაში
·
ძირითადად არაფერს
არ შევცვლიდი რადგან პროექტით გათვალისწინებული ქველა აქტივობა შესაბამისად იქნა შერჩეული,რადგან
გავითვალისწინე მოსწავლეთა შესაძლებლობები.აგრეთვე რესურსები იყო ხელმისაწვდომი,საკითხი
საინტერესო და პროექტის შედეგიც იყო ზუსტი და შესაბამისი.ცვლილებას შევიტანდი პარტნიორების
შერჩევისას დავამატებდი მეტ ქართულენოვან სკოლას,მაგრამ სამწუხაროდ არ გაოირჩევიან
აქტიურობით და პასუხისმგებლობით.
No comments:
Post a Comment