Wednesday, October 31, 2018

საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე" გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება

საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე" გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება

04/10/2018
ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებული გახდა მწერალი დავით გორგილაძე მოთხრობისთვის „სცენას ჩამოსასვლელი არ აქვს“. გამარჯვებული მოთხრობის ავტორს გადაეცა სპეციალურად კონკურსისთვის დამზადებული სიმბოლო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალ “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს, ფარგლებში, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ლიტერატურული კონკურსი უკვე მესამედ გაიმართა.
გამარჯვებული ავტორებს საზეიმო დაჯილდოებაზე პრიზები გადასცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ და კონკურსის ჟიურიმ.
კონკურსის მიზანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. კონკურსში 72-მა მწერალმა მიიღო მონაწილეობა.
საზეიმო დაჯილდოებაზე სპეციალური ჟიურის მიერ, ასევე გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილზე გასული ავტორები:
მეორე ადგილი - ნინო ქადაგიძე „ოქტომბრელი“
მესამე ადგილი - დიანა ანფიმიადი „მარსზე წყალი იპოვეს“
„პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ მიერ დააწესებული განსაკუთრებული პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის კი გადაეცა ალექსანდრე ოქროპირიძეს მოთხრობისთვის „სინკოპა“.
გამომცემლობა ინტელექტის სპეციალური პრიზები კი გადაეცათ:
თეა თოფურიას მოთხრობისთვის „სპილო ოთახის კუთხეში“
სოფიო კუბლაშვილს მოთხრობისთვის „გელა“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიზები კი გადაეცათ:
მიშა ბახსოლიანს მოთხრობისთვის - "ბოლო გაკვეთილი"
ლუკა ბაქანიძეს მოთხრობისთვის - "გზაზე ძაღლი მიდიოდა"
ნათია როსტიაშვილს მოთხრობისთვის - "ლიზი ღმერთია"
ეთერ ქუთათელაძეს - "მარი მასწავლებელი"
კონკურსის ფარგლებში განიხილებოდა მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნა.
„კონკურსის მრავალფეროვნებისთვის, საერთო სათაურის ქვეშ, სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი -- ღირებულებების თემა გამოვყავით, რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლებს უნდა შეექმნათ ნაწარმოებები, რომლებიც ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, როგორიცაა უსაფრთხო სასკოლო გარემო, ტოლერანტობა, ინტერკულტურული განათლება, სამართლიანობა, მეგობრობა და წარმოაჩენდა მასწავლებლის როლს ამ პროცესში,” განაცხადა ჟურნალ “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს მთავარმა რედაქტორმა ნატალია ინგოროყვამ.
სამი კონურსის ფარგლებში სულ შერჩეულია 30 საუკეთესო მოთხრობა სკოლის ცხოვრებასა და მასწავლებლის საქმიანობაზე. ასეთი პრეცედენტი ქართულ მწერლობაში ჯერ არ ყოფილა. ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე ქართულ ლიტერატურაში არ დაწერილა მოთხრობები სასკოლო ცხოვრებაზე. მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერისა და ლიტერატურაში სასკოლო ცხოვრების ასხვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

No comments:

Post a Comment

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება ://edu.aris.ge/news/sadjaro-skolis...