როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. ის არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის შესაბამისად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და მიზანმიმართული. როგორც ცნობილია, პროექტული მიდგომა საჭიროა მაშინ, როდესაც პრობლემაა გადასაჭრელი; პროექტი როგორც მრავალფუნქციური მეთოდი საშუალებას აძლევს პროექტის ავტორს, დეტალურად გაწეროს კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაო. პროექტი შეიძლება შესრულდეს: ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ერთი საგნის ფარგლებში; რამდენიმე საგნის ფარგლებში (საგანთა ინტეგრაცია). მასწავლებელი-მოსწავლეების დამოკიდებულების მხრივ შეიძლება გამოიყოს სამი ტიპის სასწავლო პროექტი: 1. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გამზადებულ პროექტს. იგი თავად განსაზღვრავს პრობლემას, სახავს მისი გადაჭრის სტრატეგიასა და ტაქტიკას, მოსწავლე კი დამოუკიდებლად გადაჭრის პრობლემას. 2. მასწავლებელი სვამს პრობლემას, მოსწავლე დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებს და პრობლემის გადაჭრის გზებს. 3. მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას, დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს. საგანმანათლებლო პროექტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან: თავფურცელი; ინფორმაცია პროექტის ავტორისა და შემსრულებლის შესახებ; პროექტის აღწერა; პროექტის შესრულების განრიგი; ბიუჯეტი/რესურსები; მოსალოდნელი შედეგები; მონიტორინგი და შეფასება. განაცხადს უნდა დაურთოთ: დამატებითი ინფორმაცია/დანართები (ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განამტკიცებს განაცხადს და გახდის მას უფრო დამაჯერებელსა და გასაგებს: კითხვარები, ფოტომასალა, ვიდეომასალა და ა.შ.). არასრული განაცხადი ჩაითვლება ტექნიკურად გაუმართავად. ხშირად მასწავლებელს ან მასწავლებელთა ჯგუფს საგანმანათლებლო პროექტის შედგენა უწევს. ეს შეიძლება იყოს სასკოლო პროექტი ან განაცხადი, რომლითაც მასწავლებელი საგრანტო ან სხვა ტიპის კონკურსში მონაწილეობს. გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
,,ასწავლე საქართველოსთვის"პროექტის მონაწილე,სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის ნინო ფაილოძის ელექტრონული პორტფოლიო
Sunday, October 28, 2018
როგორ უნდა ვიმუშაოთ სასწავლო პროექტებზე
როგორც მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური. ის არის კონკრეტული პრობლემის მოგვარებისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვას, კვლევას, პრაქტიკულ აქტივობასა და შედეგების წარმოდგენას არჩეული საკითხის შესაბამისად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, სწავლა-სწავლება გახდეს აქტიური და მიზანმიმართული. როგორც ცნობილია, პროექტული მიდგომა საჭიროა მაშინ, როდესაც პრობლემაა გადასაჭრელი; პროექტი როგორც მრავალფუნქციური მეთოდი საშუალებას აძლევს პროექტის ავტორს, დეტალურად გაწეროს კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაო. პროექტი შეიძლება შესრულდეს: ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ერთი საგნის ფარგლებში; რამდენიმე საგნის ფარგლებში (საგანთა ინტეგრაცია). მასწავლებელი-მოსწავლეების დამოკიდებულების მხრივ შეიძლება გამოიყოს სამი ტიპის სასწავლო პროექტი: 1. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გამზადებულ პროექტს. იგი თავად განსაზღვრავს პრობლემას, სახავს მისი გადაჭრის სტრატეგიასა და ტაქტიკას, მოსწავლე კი დამოუკიდებლად გადაჭრის პრობლემას. 2. მასწავლებელი სვამს პრობლემას, მოსწავლე დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებს და პრობლემის გადაჭრის გზებს. 3. მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას, დამოუკიდებლად ირჩევს კვლევის მეთოდებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს. საგანმანათლებლო პროექტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან: თავფურცელი; ინფორმაცია პროექტის ავტორისა და შემსრულებლის შესახებ; პროექტის აღწერა; პროექტის შესრულების განრიგი; ბიუჯეტი/რესურსები; მოსალოდნელი შედეგები; მონიტორინგი და შეფასება. განაცხადს უნდა დაურთოთ: დამატებითი ინფორმაცია/დანართები (ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განამტკიცებს განაცხადს და გახდის მას უფრო დამაჯერებელსა და გასაგებს: კითხვარები, ფოტომასალა, ვიდეომასალა და ა.შ.). არასრული განაცხადი ჩაითვლება ტექნიკურად გაუმართავად. ხშირად მასწავლებელს ან მასწავლებელთა ჯგუფს საგანმანათლებლო პროექტის შედგენა უწევს. ეს შეიძლება იყოს სასკოლო პროექტი ან განაცხადი, რომლითაც მასწავლებელი საგრანტო ან სხვა ტიპის კონკურსში მონაწილეობს. გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება ://edu.aris.ge/news/sadjaro-skolis...
-
სანამ დავიწყებთ გაკვეთილის გეგმაზ ე მუშაობას, სამი კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: 1. რას უნდა მიაღწიოს ჩვენმა მ...
-
როდესაც ამ პორტალს უყურებთ , ოთახში, სადაც ზიხართ, ქიმიური ნივთიერებების მოლეკულები გეჯახებიან. ფანჯრიდან ულამაზესი ნაძვი, რომ მოჩანს, ი...
-
საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე" გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება 04/10/2018 ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის: “საუკეთესო ...
No comments:
Post a Comment