გაკვეთილის გეგმის ნიმუშები

I გაკვეთილი 



II გაკვეთილი


III გაკვეთილი

 IV გაკვეთილი


V გაკვეთილი







საჩვენებელი  გაკვეთილის გეგმა


კლასი/კლასები
VIII
მასწავლებელი
ნინო ფაილოძე
ჩატარების დრო
20.12.2017
გაკვეთილის თემა
რა არის მჟავა?
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ

კლასის დახასიათება : კლასში სწავლობს 4 მოსწავლე,მათ შორის ორი მოსწავლის აკადემიური მოსწრების დონე არის მაღალი,ერთი მოსწავლის არის საშუალო და ერთი მოსწავლის არის დაბალი  მას უჭირს გამართული კითხვა და ანგარიში.
მოსწავლეს წინარე ცოდნა :  მოსწავლემ იცის ბუნებისმეტყველების კურსიდან ნაერთთა კლასები,მოსწავლეს შეუძლია ფუძეებისა და მჟავების  განსხვავება მათი  თვისებების მიხედვით ,ასახელებს  მჟავებს და ტუტეებს (მაგ., მარილმჟავა, ნატრიუმის ტუტე); იცის ყოფა-ცხოვრებაში მჟავების გამოყენების მაგალითებ (მაგ. ძმარი, ლიმონმჟავა, ხილის წვენი, წამლები, სარეცხი საშუალებები) .

სასწავლო მიზანი :
§  მოსწავლემ შეისწავლოს რა არის მჟავა;
§  რა არის მჟავური ნაშთი;
§  რომელი ელემენტი შედის აუცილებლად ყველა მჟავას შედგენილობაში;
§  რა კავშირია მჟავასა და ,,მჟავეს“ შორის?;
§  გაეცნონ მჟავებს პრაქტიკაში;
§  რა განსხვავებაა შედგენილობის თვალსაზრისით ჟანგბადიან და უჟანგბადო მჟავებს შორის;

მისაღწევი შედეგები:

§  მოსწავლემ  იცის  რა არის მჟავა;
§  მოსწავლემ იცის რა არის მჟავური ნაშთი;
§  მოსწავლემ იცის რომ წყალბადი შედის აუცილებლად ყველა მჟავას შედგენილობაში;
§  იცის ზოგიერთი ხილის და ბოსტნეულის სასაიმოვნო მომჟავო გემოს მათში არსებული მჟავეები განაპირობებს.მაგ: ლიმონში არის ლიმონმჟავა;
§  იცის რა განსხვავებაა ჯნაგბადიან და უჟანგბადო მჟავეებს შორის.

გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები/სტრატეგიები:
§  გონებრივი იერიში
§  მინი ლექცია
§  ტექსტზე მუშაობა
§  კითხვაპასუხი
§  მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება
§  თვალსაჩინოებაზე მუშაობა 
მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები: კლასში არის ოთხი მოსწავლე და შესაძლებელია რომელიმე მათგანი არ გამოცადდეს გაკვეთილზე ამიტომ წყვილში მუშაობის დროს შესაძლებელია მეწყვილეობა გავუწიო მე მასწავლებელმა ან ჩავანაცვლო ეს აქტივობა ჯგუფში მუშაობით.
ძირითადი სასწავლო რესურსები: 
სახელმძღვანელო,სამუშაო რვეული,დაფა,ცარცი,თვალსაჩინოებაზე მუშაობა ,,ნაერთთა კლასები - ასაწყობი  ბარათები“, ,,შესავსები ბარათები“;

ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები:
ქიმია VIII 9.მოსწავლეს შუძლია არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების დახასიათება

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: 
ანსხვავებს ერთმანეთისაგან ოქსიდებს,მჟავეებს,ფუძეებს (ტუტეებს)და მარილებს,ადგენს მათ ფორმულებს;
კვლ.VIII.1. კვლ.VIII.2.  კვლ.VIII.4.


გაკვეთილის მსვლელობა(აქტივობების აღწერა)
გამოწვევა/მოლოდინების განსაზღვრა
დრო
აქტივობა #1 ს ა შ ი ნ ა ო   დ ა ვ ა ლ ე ბ ი ს  შ ე მ ო წ მ ე ბ ა
გამოკითხვა მიზნობრივად შერჩეული დავალებებით -
o   ბარათებზე მუშაობა ჯგუფში;
o   შეადგინონ ოქსიდების ფორმულები - ბარათებზე მუშაობა ინდივიდუალურად;
o   ,,სურათზე“ (ადამიანის ორგანიზმის შემავალი ელემენტების განხილვა და მათი ოქსიდების ჩამოწერა) მუშაობა - დაფასთან
აქტივობა #2 გავააქტიუროთ არსებული ცოდნა :
o   კითხვა -პასუხი


3 წთ
                             3  წთ
                             3 წთ


6  წთ
ცოდნის კონსტრუირება
დრო
აქტივობა #3 მინი ლექცია
o   გაკვეთილის მოკლედ მიმოხილვა ,დაფაზე ჩამოვწერ ყველა მჟავას და ვთხოვ მოსწავლეებს დააკვირდნენ რომელი ელემენტი შედის აუცილებლად ყველა მჟავას შედგენილობაში; (მოსაზრებებს შორის აუცილებლად იქნება წყალბადი)
o    დააკვირდებიან და გამოთქვამენ მოსაზრებას რა განსხვავებაა H2SO4 -სა და H2S -ს შორის ? (მოსაზრებებს შორის იქნება განსხვავება ჟანგბადი)
o   კითხვა ე.ი მჟავები იყოფა როგორ და როგორ?
o   თვალსაჩინოებაზე მუშაობა ჯიბაკებში სწორად განათავსონ ჟანგბადიანი და უჟანგბადო მჟავები


15წთ
გამთლიანება/რეფლექსია
დრო
აქტივობა #4 მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება
ინდივიდულური მუშაობა :
o   შეავსონ ცხრილი მუშაობა წყვილში - მჟავას შედგენილობა
o   ინდივიდუალურად მუშაობა  გვ 90 #2 -ჩამონათვალებიდან ცალკე ამოიწერონ ოქსიდების და მჟავეების ფორმულები.
o   ბარათებზე მოცემული ფრაგმენტებით მჟავას ფორმულების შედგენა (ჯგუფში მუშაობა)
სახლში შესასრულებელი საშინაო დავალება  გვ 90:
 # 1  შეადგინონ ქსენონმჟავას ფორმულა ,თუ მისი მჟავური ნაშთის ფორმულა არის ,, = XeO4
#2 პლასტილისნის ბურთებით დაამზადონ  ჟანგბადიანი და ერთი უჟანგბადო მჟავას მოლეკულების  მოდელები ,გამოიყენონ ასანთის ღერები სავალენტი ხაზების სადემონსტრაციოდ.

შეფასება :განმსაზღვრელი ,განმავითარებელი

                             3 წთ

5 წთ

5 წთ




2 წთ

მოსწავლეთა ცოდნის შეფასება: 
დაკვირვება , მიმდინარე განმსაზღვრელი,მიმდინარე განმავითარებელი

გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს     რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში ჩავატარე საჩვენებელი  გაკვეთილი ქიმიაში თემაზე ,,რა არის მჟავა“ გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეს შეესწავლა  რა არის მჟავა ,რა არის მჟავური ნაშთი ,რომელი ელემენტი შედის აუცილებლად ყველა მჟავას შედგენილობაში ,გაიხსენებინათ  და ხელახლა გაეცნონ მჟავებს პრაქტიკაში; რა განსხვავებაა შედგენილობის თვალსაზრისით ჟანგბადიან და უჟანგბადო მჟავებს შორის;
გაკვეთილის მსვლელობა:
  გაკვეთილი მიმდინარეობდა გეგმასთან შესაბამისობაში, დასაწყისში მოგვარდა ორგანიზაციული მხარე. კლასს გაეცნო გაკვეთილის თემა და მიზანი.თავდაპირველად შევამოწმე საშინაო დავალება და გამოვიკითხე გაკვეთილი მიზნობრივად დაგეგმილი დავალებების საშუალებით :
1 .მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფში  : გაკვეთილის გამოკითხვა მიზნობრივად შერჩეული დავალებებით მოხდა - ბარათებზე მუშაობა ჯგუფში  რაც გულისხმობს შემდეგს, ბარათებზე ჩამოწერილია ელემენტები ,ცვალებადი ვალენტობის შემთხვევაში მითითებულია ვალენტობები და მოსწავლეებს ჯგუფში სამუშაოდ განესაზღვრათ დრო  3 წთ უნდა სწორად შეადგინონ ოქსიდების ფორმულები.მოსწავლეებმა კარგად იმუშავეს ზუსტად 3 წთ-ში ააწყვეს ყველა ოქსიდი,თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული სამუშაოში.
2. შემდეგი აქტივობა იყო ინდივიდუალურად მუშაობა მოსწავლეებმა შეადგინეს ოქსიდების ფორმულები ორმა  მოსწავლემ დაწერა  სწორად ოქსიდების ფორმულები ხოლო ,ორმა მოსწავლემ  ხაზებით შეაერთეს რომელი ელემენტი რომელ ოქსიდს წარმოქმნის - ყველამ იმუშავა  ინდივიდუალურად დრო აქაც განსაზღვრული ქონდათ  3 წთ,შემდეგ გაცვალეს დავალებები და გადამოწმეს რომელიმე მათგანს ხომ არ ქონდა შეცდომა დაშვებული.შეცდომა იყო დაშვებული მხოლოდ ერთ ნამუშევარში და ჩაასწორეს ერთობლივად ეს ხელს უწყობს მოსწავლებში თანამშრომლობას.
3.სახალისო აქტივობა მუშაობა ,,სურათზე“ (ადამიანის ორგანიზმის შემავალი ელემენტების განხილვა და მათი ოქსიდების ჩამოწერა) მოსწავლეებმა იმუშავეს  დაფასთან - თან ვასახელებდი რომელი ელემენტისაგან შედგება ჩვენი ორგანიზმის ესა თუ ის ნაწილი ხანდახან აუცილებელია სახალისო აქტივობის შეტანა რათა მეტად დაინტერესდეს მოსწავლე საკითხით.
    ამის შემდეგ გამოვიყენე მეთოდი  ე.წ გონებრივი იერიში რომელმაც გამოიწვია მოსწავლეში არსებული  ცოდნის გააქტიურება,დავსვი ისეთი კითხვები როგორიცაა :  სიტყვა მჟავე რასთან ასოცირდება?შესაძლებელია თუ არა ქიმიურ ლაბორატორიაში არსებულ ნივთიერებებს გემო გავუსინჯოთ? რატომ?მოკლედ მიმოვიხილე ლაბორატორიაში ქცევის წესები და გავაკარით ქცევის წესები რომელთაც შემდეგ უკეთესად გავეცნობით.
   მინი ლექციის საშუალებით მიმოვიხილე გაკვეთილი,დაფაზე ჩამოვწერე ყველა მჟავა და ვთხოვე მოსწავლეებს დააკვირვებოდნენ რომელი ელემენტი შედიოდა  აუცილებლად ყველა მჟავას შედგენილობაში ერთმა მოსწავლემ მაშინვე თქვა რომ ეს არის წყალბადი.აგრეთვე გამოთქვეს მოსაზრება რით განსხვავდება ერთმანეთისაგან  H2SO4 და H2S  რომ ერთი შეიცავს ჟანგბადს ხოლო მეორე არა.რესურსზე იმუშავეს და ჯიბაკებში სწორად განათავსეს ჟანგბადიანი და უჟანგბადო მჟავები.ამით მოსწავლები ეჩვევიან თავად გამოტანონ დასკვნა და სწორად შეასრულონ დაკისრებული დავალება.
     გაკვეთილის დასკვნით ნაწილში კლასმა შეასრულა მიზნობრივად შერჩეული დავალებები
იმუშავეს როგორ ინდივიდულურად ისე წყვილში . შეავსეს ცხრილი იმუშავეს წყვილში - მჟავას შედგენილობა,მითითებული იყო მჟავას ფორმულა და მათ უნდა დაეწერათ მჟავური ნაშთის ფორმულა და ვალენტობა ხაზების საშულებით.
ინდივიდუალურად იმუშავეს   გვ 90 #2  სავარჯიშოზე  -ჩამონათვალებიდან ცალკე ამოიწერეს  ოქსიდების და მჟავეების ფორმულები .
      ბოლო აქტივობა იყო ბარათებზე მოცემული ფრაგმენტებით მჟავას ფორმულების შედგენა  იმუშავეს ჯგუფში.შევაფასე მოსწავლეები და მივეცი საშინაო დავალება. გაკვეთილმა ჩაიარა ძალიან კარგად.მიზანი რომელიც დასახული მქონდა  თავიდანვე სრულად იქნა მიღწეული.დაგეგმილი ყველა აქტივობა რომელიც გაწერილი იყო გეგმაში შესრულდა .ბავშვებმა კარგად გაიგეს მასალა,და აღნიშნეს კიდეც , რომ სურვილი აქვთ მსგავსი გაკვეთილები ჩატარდეს ხშირად,
  სუსტი მხარე არ გამოვლენილა ამ გაკვეთილზე,ძლიერ მხარეს რაც შეეხება გაკვეთილი იყო კარგად დაგეგმილი, გაგების დონე მოსწავლეებში იყო მაღალი,ყველა აქტივობა გამოყენებული და შერჩეული მიზნობრივად. მოსწავლეთა ნამუშევრებიდან ჩანს ,რომ გაკვეთილი კარგად გაიგეს ,ყველაზე უკეთ გამომივიდა მოსწავლეების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და მათი ინტერესის გამოწვევა,ცოდნის კონსტრუირებისათის გამოვიყენე მინი ლექცია, კითხვა –პასუხი და თვალსაჩინოებაზე  მუშაობა.ხოლო რეფლექსია –გამთლიანების ფაზებზე მიზნობრივად შერჩეული დავალებები. გაკვეთილის გეგმა არ შეცვლილა მსვლელობის პერიოდში.არაფერს არ შევცვლიდი გაკვეთილის გეგმაში რადგან გაკვეთილი იყო საინტერესო და რაც მთავარია მოსწავლეებმა კარგად გაიგეს ახსნილი   მასალა.


შ ე ფ ა ს ე ბ ი ს    ს ქ ე მ ა
მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის
ეს კომპონენტი გულისხმობს შემდეგი უნარების შეფასებას:
·         ყურადღების მობილიზების უნარს
·         თანამშრომლობის უნარი
·         პირობების გაანალიზება,მათი არსის გაგება
·         ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობა
·         განხილულ საკითხებზე კითხვების დასმა ,პასუხის გაცემა და დასაბუთება

განხილული მოვლენებისა და პროცესებისადმი საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა



1-4
5-6
7-8
9
10
პარაგრაფის შესაბამისი ძირითადი ცნებები და უნარები
არ შეუძლია გაკვეთილზე განხილული ძირითადი ცნებების ჩამოთვლა.არ შეუძლია მათი ადეკვატური გამოყენება.
ძირითადი ცნებების შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.უჭირს ამ ცნებების ადეკვატურად გამოყენება.
აყალიბებს ძირითად ცნებებს,მსჯელობს თითოეული ცნების შესახებ .იყენებს მათ ადეკვატურად ზოგიერთ შემთხვევაში.
აყალიბებს ძირითად ცნებებს,მსჯელობს თითოეული ცნების შესახებ.უკავშირებს ამ ცნებებს ერთმანეთს.იყენებს მათ ადეკვატურად(როგორც მსგავს ,ისე ახალ სიტუაციებში)
აყალიბებს ძირითად ცნებებს,მსჯელობს თითოეული ცნების შესახებ.აკავშირებს ამ ცნებებს ერთმანეთთან,აგრეთვე წინა გაკვეთილზე განხილულ ცნებებთან.იყენებს ამ ცნებებს ყველა სიტუაციაში.საკითხის გადაწყვეტას უდგება შემოქმედებითად.დავალება გამდიდრებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მოპოვებული მასალით.გააჩნია საკუთარი ხედვა.

·        





საჩვენებელი  გაკვეთილის გეგმა
საგანი -ქიმია


კლასი/კლასები
VIII
მასწავლებელი
ნინო ფაილოძე
ჩატარების დრო
21.02.2018
გაკვეთილის თემა
ატომური ნომერი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ

კლასის დახასიათება : კლასში სწავლობს 4 მოსწავლე,მათ შორის ორი მოსწავლის აკადემიური მოსწრების დონე არის მაღალი ასხვავებენ ერთმანეთისაგან ნივთიერებას და ნარევს,იციან ნარევის დაყოფის ხერხები,მასური და მოცულობით წილის განსაზღვრა,მარტივი და რთული ნივთიერებებს არჩევენ ერთმანეთისაგან,იციან ნაერთთა კლასები ,ორი მოსწავლე არის დაბალი  მოსწრების თუმცა არჩევენ ქიმიურ ელემენტებს ერთმანეთისაგან ,ასახელებენ მათ,იციან მათი ატომური ნომერი,პერიოდული სისტემის მეშვეობით ასახელებენ ელემენტების ვალენტობებს,უჭირთ ანგარიში და ამოცანების ამოხსნა დახმარების გარეშე.
მოსწავლეს წინარე ცოდნა :  მოსწავლემ იცის რომ :
·         პერიოდულ სისტემაში ყოველ ელემენტს თავისი ადგილი აქვს.
·         იციან რომ მოლეკულები შედგებიან ატომებისაგან
·         იციან ატომისა და  ატომბირთვის შედგენილობა
·         იციან პროტონი,ელექტრონი და ნეიტრონი და ახასიათებს მათ

სასწავლო მიზანი :
§  მოსწავლემ შეისწავლოს რას გვიჩვენებს ატომური ნომერი;
§  მოსწავლემ შეისწავლოს რა არის იონი და როგორ წარმოიქმნება;
§  შეძლოს ააგოს ელემენტის ატომის მოდელი ატომური ნომრის მიხედვით;
§  განასხვაოს მოლეკულა,ატომი და იონი ერთმანეთისაგან



მისაღწევი შედეგები:

§  მოსწავლემ იცი  რას გვიჩვენებს ატომური ნომერი;
§  მოსწავლემ იცის რა არის იონი და როგორ წარმოიქმნება;
§  აგებს  ელემენტის ატომის მოდელს ატომური ნომრის მიხედვით;
§  ანსხვავებს მოლეკულას,ატომს  და იონს ერთმანეთისაგან.

გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები/სტრატეგიები:
§  მინი ლექცია
§  ტექსტზე მუშაობა
§  კითხვაპასუხი
§  მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება
§  თვალსაჩინოებაზე მუშაობა 

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები:
კლასში არის ოთხი მოსწავლე და შესაძლებელია რომელიმე მათგანი არ გამოცხადდეს გაკვეთილზე ამიტომ წყვილში მუშაობის დროს შესაძლებელია მეწყვილეობა გავუწიო მე მასწავლებელმა ან ჩავანაცვლო ეს აქტივობა ჯგუფში მუშაობით.

ძირითადი სასწავლო რესურსები: 
სახელმძღვანელო,სამუშაო რვეული,დაფა,ცარცი,თვალსაჩინოება , ,,შესავსები ბარათები“;

ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები:
ქიმია VIII .11.4.1 ატომის შედგენილობა ; 4.3 ატომური ნაერთი - მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებების დაკავშირება ატომის ელექტრონულ აღნაგობასთან

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: 
·         ადგენს სქემას და ადარებს ერთმანეთს ელემენტის ატომსა და იონს,მსჯელობს მათ შორის თვისობრივ განსხვავებაზე და ჩამოთვლის მაგალითებს.


გაკვეთილის მსვლელობა(აქტივობების აღწერა)
გამოწვევა/მოლოდინების განსაზღვრა
დრო
აქტივობა #1 ს ა შ ი ნ ა ო   დ ა ვ ა ლ ე ბ ი ს  შ ე მ ო წ მ ე ბ ა
o   გამოკითხვა მიზნობრივად შერჩეული დავალებებით - ბარათებზე მუშაობა წყვილში  და  ჯგუფში;

აქტივობა #2 გავააქტიუროთ არსებული ცოდნა :
o   კითხვა -პასუხები - რა ვიცით ატომის შესახებ?როგორი შედგენილობა აქვს?ატომბირთვი სად მდებარეობა და მისი შედგენილობა;

                             10  წთ
                          


                              5  წთ
ცოდნის კონსტრუირება
დრო
აქტივობა #3 მინი ლექცია

o   თემის და მიზნის გაცნობა მოსწავლეებისათვის
o   გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა -რა არის ატომური ნომერი,როგორ აღინიშნება,რას გვიჩვენებს ,რა არის იონი და როგორ არის დამუხტული.
o   მუშაობა პერიოდულ სისტემაზე- მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება (ბარათების შევსება)
o   წიგნში მოცემულ ინფორმაციაზე მუშაობა


 10 წთ




 5  წთ
გამთლიანება/რეფლექსია
დრო
აქტივობა #4 მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება
o    მუშაობა წყვილში - ბარათების შევსება
o   მუშაობა ჯგუფში - სახელმძღვანელოში მოცემული დავალება #2 გვ.131
o   ინდივიდუალურად მუშაობა -ატომის მოდელებზე (თვალსაჩინოება)
o   მთელ კლასთან მუშაობა-#4 დავალებაზე

სახლში შესასრულებელი საშინაო დავალება  გვ 131მიმართულების მიცემა
 # 1  ელემენტის მოდელის აგება
#2 ელემენტის ატომიდან იონის წარმოქმნა ა)ბ)

მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება

                             3   წთ
                             3   წთ
                             3   წთ
  2   წთ

 2  წთ


2  წთ

მოსწავლეთა ცოდნის შეფასება:  დაკვირვება , მიმდინარე განმსაზღვრელი,მიმდინარე განმავითარებელი
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს    ს ქ ე მ ა
მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
ეს კომპონენტი გულისხმობს შემდეგი უნარების შეფასებას:
·         ყურადღების მობილიზების უნარს
·         კვლევითი უნარება
·         თანამშრომლობის უნარი
კვლევითი უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით
·         პირობების გაანალიზება,მათი არსის გაგება
·         დასმული პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზება
·         ექსპერიმენტის ჩატარება და მონაცემების ჩაწერა
·         უსაფრთხოების წესების დაცვა
·         ჯგუფურ მუშაობაში მონაწლეობა

1-4
5-6
7-8
9
10
პარაგრაფის შესაბამისი ძირითადი ცნებები და უნარები
არ შეუძლია გაკვეთილზე განხილული ძირითადი ცნებების ჩამოთვლა.არ შეუძლია მათი ადეკვატური გამოყენება.
ძირითადი ცნებების შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.უჭირს ამ ცნებების ადეკვატურად გამოყენება.
აყალიბებს ძირითად ცნებებს,მსჯელობს თითოეული ცნების შესახებ .იყენებს მათ ადეკვატურად ზოგიერთ შემთხვევაში.
აყალიბებს ძირითად ცნებებს,მსჯელობს თითოეული ცნების შესახებ.უკავშირებს ამ ცნებებს ერთმანეთს.იყენებს მათ ადეკვატურად(როგორც მსგავს ,ისე ახალ სიტუაციებში)
აყალიბებს ძირითად ცნებებს,მსჯელობს თითოეული ცნების შესახებ.აკავშირებს ამ ცნებებს ერთმანეთთან,აგრეთვე წინა გაკვეთილზე განხილულ ცნებებთან.იყენებს ამ ცნებებს ყველა სიტუაციაში.საკითხის გადაწყვეტას უდგება შემოქმედებითად.დავალება გამდიდრებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მოპოვებული მასალით.გააჩნია საკუთარი ხედვა.
·         განხილულ საკითხებზე კითხვების დასმა ,პასუხის გაცემა და დასაბუთება და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა


შ ე ფ ა ს ე ბ ი ს    ს ქ ე მ ა
საშინაო დავალების შეფასება
ეს კომპონენტი გულისხმობს შემდეგი უნარების შეფასებას:
·         წერითი უნარი
·         ნამუშევრის ორგანიზების ფორმა
·         დაკვირვების და აღწერის უნარი
·         ინფორმაციის მოძიების უნარი
·         შედარების,კლასიფიკაციის ,მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების უნარი
უნარი ფასდება შემდეგი აქტივობებით:
·         სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს გამოყენება
·         შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
·         საშინაო დავალების სისტემაურად შესრულება
·         წერითი სამუშაო ,მარტივი კვლევის ჩატარება,პროექტზე მუშაობა

1-4
5-6
7-8
9-10
წერითი დავალება
წერითი დავალება არ აქვს ან არასწორადაა შესრულებული
დავალება ნაწილობრივ სწორადაა შესრულებული
დავალება სწორადაა შესრულებული მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზებით
დავალება სწორადაა შესრულებული ხარვეზების გარეშე და ორგანიზებულია თვალსაჩინოდ







შ ე ფ ა ს ე ბ ი ს    ს ქ ე მ ა
ჯგუფური მუშაობა

1-4
5-6
7-8
9-10
ჯგუფთან ადაპტირება
იზოლირებულია ჯგუფიდან,არ მონაწილეობს  ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციების განაწილებაში
ბუნდოვნად აყალიბებს ,რა უნდა და რისი გაკეტბეა შეუძლია
გააზრებული აქვს თავისი ფუნქცია.ახერხებს ჯგუფის წევრებთან შეთანხმებას
ზედმიწევნით აქვს გააზრებული თავისი ფუნქცია და უპრობლემოდ უთახმდება ჯგუფის წევრებს
საკუთარი ფუნქციის შესრულება
ვერ ასრულებს თავის ფუნქციას
წარმოდგენა აქვს თავისი ფუნქციის შესახებ,მაგრამ პრაქტიკულად არ ახორციელებს
ასრულებს თავის ფუნქციას ნაწილობრივ
ასრულებს თავის ფუნქციას სრულყოფილად
სწრაფვა ლიდერობოსაკენ
უცდის როდის მიუთითებენ-რა გააკეთოს
ცდილობს ნაკლების სამუშაო შეასრულოს,არ ინტერესდება ჯგუფის სხვა წევრების საქმიანობით
ინტერესდება ჯგუფის სხვა წევრების საქმიანობითაც,ცდილობ წარმართოს რაციონალურად
რაციონალურად წარმართავს ჯგუფის საქმიანობას.შეუძლია დარწმუნება კონკრეტული საკითხის განხილვისას.

 ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

   ამა წლის 21 თებერვალს სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე ,,ატომური ნომერი“.გაკვეთილის დაგეგმვისას განსაზღვრული მქონდა სასწავლო მიზნები და ამ მიზნებიდან გამომდინარეობდა მისაღწევი შედეგიც .მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. გაკვეთილის განმავლობაში შეისწავლეს  რა არის ატომური ნომერი, რა არის იონი ,როგორ წარმოიქმნება,შეძლეს  და ააგეს  ელემენტის ატომის მოდელი ატომური ნომრის მიხედვით ,განასხვავეს  ერთმანეთისაგან  ატომი,იონი და მოლეკულა,იმსჯელეს განსხვავებაზე . გაკვეთილი იყო კონსტრუქტივისტული ,ისე  იყო დაგეგმილი, რომ მოსწავლემ  თავად ააგო ცოდნა მასწავლებლის დახმარებითდაამყარა  საკითხებ შორის კავშირი, გაანალიზა ,გამოიტანა სათანადო დასკვნები, შეძლეს  ცალკეული ელემენტების გაერთიანება და ჩამოაყალიბეს ახალი სტრუქტურის სახით. გაკვეთილზე გამოვიყენე  ისეთი მეთოდები/სტრატეგიები როგორიცაა :მინი ლექცია,ტექსტზე მუშაობა,კითხვა-პასუხი,მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება,თვალსაჩინოებაზე მუშაობა.გაკვეთილის დასაწყისში საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ შევამოწმე საშინაო დავალება (2 წთ).
1 .გამოწვევის ფაზა - ჩემი  მიზანი იყო  მოსწავლეებში მოცემულ საკითხზე  არსებული ცოდნის  გააქტიურება. მოსწავლეებმა  გაიხსენეს რა იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ რისთვისაც გამოვიყენე მიზნობრივად შერჩეული დავალებები :მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.ამ აქტივობამ ხელი შეუწყო  მოსწავლეებს გაეკეთებინათ ცოდნის  მობილიზება და უკვე არსებული ცოდნა დაეკავშირებინათ ასახსნელ მასალასთან.თავდაპირველად იმუშავეს წყვილებში ბარათებზე (,,მწვანე და ყვითელი ბარათი“) მოცემული იყო ატომის დახასიათება ,გამოტოვებული ადგილები უნდა შეევსოთ  და შეედარებინათ ერთმანეთისათვის.ამისათვის განკუთვნილი ქონდათ (დრო 2 წთ),წყვილში  მუშაობის დროს მსჯელობდნენ  ,იცავდნენ მუშაობის წესებს და შესაბამისად თავი კარგად გაართვეს დავალებას.შემდეგ იმუშავეს ჯგუფში  : ა) ,,სამი თეთრი ბარათი“-  ბარათებზე დახატული იყო ატომის და იონის მოდელები ,უნდა გამოეცნოთ რომელია მათ შორის ატომი და დაესაბუთებინათ რატომ ფიქრობენ ასე? ზუსტად აღნიშნეს რომელი იყო ატომი და წერილობით დაასაბუთეს რომ პროტონების და ელექტრონების რიცხვი არის ერთნაირი და ატომი არის ელექტრონეიტრალური ნაწილაკი.ბ),,იპოვნე შეცდომა და გაასწორე“-ბარათზე დახატული იყო ატომები და იონები,ოღონდ მითითებული იყო არეულად ,მოსწავლეებს უნდა გაესწორებინათ შეცდომა და დაესაბუთებინათ . ამ დავალებების  შესასრულებლად ქონდათ (დრო 2 წთ) ,ორივე დავალებას კარგად გაართვეს თავი.ამ აქტივობების საშუალებით მოსწავლეებმა  გაიაქტიურა არსებული ცოდნა.მოსწავლეთა პროვოცირებისათვის ბარათებზე ატომებთან ერთად იყო დახატული იონიც,რათა  წარმოდგენა შეექმნათ იონზეც, უმცირესი ნაწილაკი რომელიც აგრეთვე შეიცავს პროტონებს,ელექრონებს და ნეიტრონებს ოღონდ არათანაბარი რაოდენობით და გაუჩნდათ ინტერესი შეისწავლონ და გაიგონ მეტი მის შესახებ.
2. სიღრმისეული წვდომის  ფაზა -   მოსწავლეებმა  გაიაზრეს ახალი მასალა და  შეძლეს ახლადშეძენილი ცოდნა დაეკავშირებინა ადრე ნასწავლს,მოტივაციის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის გამოვიყენე მინი ლექცია (დრო 5 წთ),მოსწავლეებს გავაცანი თემა და მიზანი.მიზანის ჩამოყალიბებაში დამეხმარნენ მოსწავლეებიც.მოკლედ მიმოვიხილე გაკვეთილის ძირითადი საკითხები და მოტივაციის შენარჩუნების მიზნით განვაგრძე სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის განხილვა თვალსაჩინოებაზე (მოდელებზე ) დაკვირებით და პრაქტიკული სამუშაოშესრულებით(დრო 20  წთ).დაფაზე გავაკარი თვალსაჩინოება (ატომების მოდელები),მოსწავლეებმა იმუშავეს პერიოდულ სისტემაზე და დაადგინეს, რომ ერთი იყო ლითიუმი ხოლო მეორე  ჰელიუმის ატომის მოდელი,შეადარეს ერთმანეთს და გამოთქვეს აზრი,რომ ისინი განსხვავდებიან პროტონების და შესაბამისად ელექტრონების რიცხვით ,აგრეთვე პროტონების რიცხვი ემთხვევა ატომურ ნომერს და აგრეთვე ელექტრონების რიცხვს. გაკვეთილის მიზანი იქნა მიღწეული ე.ი გამოიტანეს დასკვნა რომ ატომური ნომერი გვიჩვენებს :პროტონების რიცხვს ატომში , ელექტრონების რიცხვს და  კითხვაზე კიდევ რას გვიჩვენებს ატომური რიცხვი ერთობლივად დამაზუსტებელი კითხვებით მივიდნენ დასკვნამდე რომ ატომური ნომერი გვიჩვენებს მდებარეობას პერიოდულ სისტემაზე და ატომბირთვის მუხტის სიდიდეს.შემდეგ განვიხილეთ იონის წარმოქმნის მექანიზმი ლითიუმის ატომის მაგალითზე.
3. რეფლექსიისა  და  შეჯამების ფაზაზე -მოსწავლეებმა გაამთლიანეს   არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნა პერიოდული სისტემის გამოყენებით შეასრულეს დავალებები რომლებზეც იმუშავეს  თავდაპირველად  წყვილში  , შემდეგ ჯგუფში და ბოლოს ინდივიდუალურად.უნდა მოეძებნათ სისტემაზე ბარათზე მოცემული ელემენტები,სახელწოდება,სიმბოლო,რამდენი ელექტრონი,პროტონი,ნეიტრონია,მუხტის სიდიდე (წყვილში სამუშაო) ;უცნობი ელემენტი რომლის მხოლოდ ატომური ნომერია მოცემული რომელი  ელემენტია ,სად მდებარეობს,რამდენია  მისი ფარდობითი ატომური მასა , მეტალია თუ არამეტალია.ჯგუფში მუშაობისას უცვლიდნენ ერთმანეთს აზრს ,მსჯელობდნენ და ამის შემდეგ ავსებდნენ ბარათებს. გააკეთეს პრეზენტაცია.ინდივიდულური  სამუშაოს შესრულებისას  დააკვირდნენ  თვალსაჩინოებას და  აღნიშნეს რომელი იყო მათ შორის იონი,ატომი და მოლეკულა დაასაბუთეს .(დრო 13 წთ)
     გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება და შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით ,შევაფასე მათი ჯგუფში მუშაობა (შეფასების რუბრიკები წინასწარ იცოდნენ და გამოკრულია კლასში თვალსაჩინო ადგილას) .განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი გაკვეთილის მსვლელობისას.
  გაკვეთილის გეგმის/განსაზღვრული აქტივობის მოდიფიცირება გაკვეთილის მსვლელობისას არ მომხდარა,მოხდა მხოლოდ სიღმისეული წვდომის ფაზაზე დროს ცვლილება, მქონდა გათვლილი 20 წთ და დამჭირდა 25 წთ.სხვა მხრივ გაკვეთილი მიმდინარეობდა გეგმასთან შესაბამისობაში,ყველა დაგეგმილი აქტივობა სრულად იქნა შესრულებული და შესაბამისად შედეგიც მიღწეული.რაც შეეხება ხარვეზებს გაკვეთილის ხარვეზად მივიჩნევ დროის არასწორ გათვლას ,რადგან განმსაზღვრელი შეფასების მიცემისას დრო სრულად არ მეყო,რასაც მომავალში გავითვალისწინებ და აქტივობების დაგეგმვისას სწორად გავთვლი შესასრულებელ დროს,აგრეთვე ხშირად დავისწრებ კოლეგებს რომ დააკვირდნენ გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესს და მომცენ კონსტრუქციული უკუკავშირი.
23.02.2018
მასწავლებელი ნინო ფაილოძე
    

No comments:

Post a Comment

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება ://edu.aris.ge/news/sadjaro-skolis...