სახალისო ამბები

https://teachers-diaries.blogspot.com/2017/07/blog-post_1.html
შევუდექი გურიის მიხვეულ-მოხვეულ გზებს და თან ამ სიმღერას ვღიღინებ: ,,მივალ გურიაში მარაა“ ... გზაც არმთავრდება და ვფიქრობ: ,,ნეტა სად მივდივარრა მინდოდაგურიაშივერ დავეტიე თბილისში?“ უამრავ კითხვას ვსვამ ...ზოგს ვცემ  პასუხსზოგს თავს ვარიდებერთი წელი მალეგაირბენს და სხვა სამსახურს ვნახავ - ვიმშვიდებ თავს.

ცოტათი შორიდან დავიწყებ ჩემი ამბის მოყოლასარასდროსმიოცნებიავყოფილიყავი მასწავლებელირადგან ვფიქრობდიმასწავლებლად უნდა დაიბადო დაგანსხვავებული უნარები უნდა გქონდესმერომელიცმუდმივად ძიების პროცესში ვარმე,  რომელიც სიამოვნებითვუსმენ ალტერნატიულ მუსიკასმძიმე როკსმეტალსმე,რომელსაც თმა 12 მილიმეტრზე მაქვს შეჭრილიმე,რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს კედებშიმე,რომელიც ვფიქრობდიმოვა დრო და მექნება ყველაზემაგარი ბარისადაც მოვიწვევ როკ შემსრულებლებს დაყველაზე საუკეთესო ადგილი იქნება დასასვენებლად,მივდივარ სადღაც შორსრადიკალურად შევიცვალო ჩემი ცხოვრების წესი და... მე უნდაგავხდე ქიმიის მასწავლებელიმეგობრები ხალისით შეხვდნენ ამ ამბავს: ,,შენ დამასწავლებელი?“, ,,საწყალი ბავშვები“, ,,ვერ გაძლებ დიდხანს“, ,,მთაში რა გინდა?“, ,,როკერიმასწავლებელი აღარ მინახავს“... 
პროგრამამ ,,ასწავლე საქართველოსთვის“ , ჩემი ცხოვრება შეცვალა...


რამდენიმე სოფლის დასახელება მომცესზოგი მეცნოზოგიც არა... ასევეარ მეცნო და არცმეგონა თუ არსებობდა სოფელი ქვაბღადავრეკე დირექტორთან და მხიარულმაქალბატონმა მიპასუხა... და პირველი რაც მკითხაგათხოვილი ვიყავი თუ არამოკლედ, ,,მივალ გურიაში მარასულმა წინ წინ გეიპარაა’’... ჩოხატაურში ჩამოვედიდავუკავშირდიიმ ოჯახის უფროსს,  სადაც უნდა მივსულიყავიეს ადამიანი იყო ბებური მამალაძე(ბებურიკორეინჯერი). დამაკვალიანაროგორ უნდა წამოვსულიყავი ქვაბღისკენ.გავაგრძელე ჩემი მოგზაურობაგზაც უსაშველოდ გაიწელაუცებ თვალი მოვკარი ქვაბღისაბრასცოტა ამოვისუნთქე ... სანამ სახლამდე  მივაღწიესული ძალიან წინ გეიპარა...სახლში დამხვდა გაშლილი სუფრაბებურიკოვანიკო და ჩემი ყველაზე კარგი დიასახლისინატოყოველთვის გვერდით რომ მიდგას და მამხნევებსყველა ორშაბათიდან დიეტაზერომ ვდგებითმაგრამ ამ ორშაბათს რიცხვი ვერ მოვუნახეთ... "დღეს ხაჭაპურს ვაცხობ დახვალიდან დავდგეთ დიეტაზე" - ხვალაც იგივე მეორდებაჩემი მაღვიძარააყოველ დილასქვემოდან შემომძახებს: ,,ადექი ახლა... ნუ გააბი ძილიყავა დასხმულია!’’ რაც ოჯახში,,შევუვარდი“, მთელი ოჯახი ჩემი კვების რაციონზე გადაიყვანაბებური ხანდახან ბრაზობს: ,,ქალოოო ბაღანე თუ არ ჭამს ხაჭაპურს (მარხვაათორემ ისე ვერავინ მასწრებს), მე ვჭამ დაგამიკეთე ერთი“. მოკლედმხიარული  ოჯახი გვაქვს.

პირველი შეხვედრა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთანცოტა არ იყოსჩემივარცხნილობა არ მოსდით თვალშიარც კედებიარც ჩემი შავი კლასიკური ,,საროჩკადამითუმეტესშარვალირომელიც თურმე დირექტორს აკრძალული აქვსთუმცაშემდეგბევრი სახალისო დღე გაგვიტარებია  ერთადთითოეული მათგანის გვერდით დგომასვგრძნობდი და ყოველთვის თბილად გამახსენდება ჩვენი კოლექტივი... მოკლედარ ვიტეხიხტიბარს და შევდივარ მეთერთმეტე  კლასშიჩემი პირველი მოსწავლები ინტერესითმიყურებენშემდეგ მიმხელენრომ თურმე თავიდან ძალიან ბრაზიანი მასწავლებელივეგონელევანიკო ასე იხსნებს: "როდესაც სკოლაში მოხვედით თავიდანვე ვიფიქრერომცოტა არ იყოს და უჟმური იქნებოდითშემდეგ ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთანერთადჩემი წარმოდგენა თქვენს მიმართ რადიკალურად შეიცვალაჩემთვის ძალიანტკბილად და სასიამოვნოდ გასახსენებელია სკოლის ის წლებიროდესაც თქვენგვასწავლიდით“.

თამარიმებრძოლი გოგო... თავდაპირველად  არ მენდობაეჭვის თვალით მიყურებს.უცნაურ სევდასაც ვამჩნევშემდეგ მანაც სხვანაირად შემაფასა: "მან მხოლოდ ქიმია როდიგვასწავლაპირველივე დღიდან მოყოლებული გვასწავლიდა ვყოფილიყავით მაქსიმალისტებიჩვენი მიზნისაკენ სწორად გვევლოშრომის ფასი გვცოდნოდა დაარასოდეს გაგვეშვა შანსი ხელიდანვყოფილიყავით იქ სადაც ვიმსახურებთმისითითოეული მეგობრული რჩევა-დარიგებები დღემდე მომყვებანინო მასწავლებლის გარეშედღეს მე ვერ ვიქნებოდი იქ სადაც ვარიქ სადაც ასე ძალიან მინდოდა ყოფნაგვიყვებოდაარამხოლოდ ქიმიაზეარამედ ხელოვნებაზეისტორიაზესაკუთარ გამოცდილებაზერაცგანსაკუთრებით დასაფასებელიაამ დროს თითქმის არ იგრძნობოდა ასაკობრივი ზღვარი.მადლობა ღმერთსრომ ანგელოზივით მომივლინასწორედ მაშინროცა ასე ძალიანმჭირდებოდა". 

სოფო... ქიმიკოსობა უნდაჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვსვმეცადინეობთ კვირაშიშვიდი დღეხუთი წლის შემდეგ ასე ფიქრობს: ,,ხუთი წელი გავიდარაც ნინო მასწს ვიცნობ.მახსოვსდიდი მოლოდინები გვქონდარაღაც ახალს ველოდითმართლაციმ დროიდან,რაც ნინო ჩვენი მასწავლებელი გახდა თითქოს ჩვენც შევიცვალეთგასაქანი მოგვეცა.გაკვეთილზე ვაზროვნებდითარ მქონდა მოდუნების საშუალებასურვილი მქონდა არამარტო ქიმიაში ვყოფილიყავი წარმატებულიარამედ სხვა საგნებშიმან ქიმია შემაყვარა.რაღაც ქიმიური ძალებით მოახერხა ეს ყველაფერიახლა ქიმიის ფაკულტეტის მესამეკურსის სტუდენტი ვარ და ამაში ნინო მასწავლებელს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.მიმაჩნიარომ ის ძლიერი პიროვნებააყოველთვის იცისრა უნდაყოველთვის აქვს მიზანიდა შეუძლია მანამ იბრძოლოსსანამ ამ მიზანს არ მიაღწევსმიხარია ,რომ ის ჩემიმასწავლებელი იყო".

ჩემი ლამაზი და ჭკვიანი ბავშვები.  მათთან ერთად განვიცადე საატესტატო და შემდეგეროვნული გამოცდებიმათთან ერთად გავიზარდეშევიცვალე და მცირედით შევცვალეერთი პატარა სკოლის ყოველდღიური ყოფა.

ნაილი გოგორომელიც ძალიან ნიჭიერია და იცისაუცილებლად უნდა მოხვდეს უფასოფაკულტეტზერადგან მშობლები ვერ შეძლებენ თანხის გადახდასამიტომაც,ვმეცადინეობთ თავდაუზოგავად და მიზანსაც ვაღწევთ... ნაილი - ,,ნინო მასწავლებელი...მოკლედადამიანირომელმაც თავისი მოსვლით ჩვენს სკოლაში და მოსწავლეებისცნობიერებაში შეცვალა ბევრი რამახერხებდამოსწავლეებთან მეგობრული ყოფილიყო დაასევე დაეცვა ის შუალედირაც მოსწავლეს და მასწავლებელს შორის არსებობსნინომასწავლებელი არასდროს ზოგავდა თავს მოსწავლეების დასახმარებლადმან დიდი როლიითამაშა არა მარტო იმაშირომ ქიმია შემაყვარაარამედ ჩემს პიროვნულ გაზრდაში,დამეხმარა რომ არ ამერჩია პროფესია გაუაზრებლად და ეს ფრაზა შეიძლება არც ისეაკადემიურიამაგრამ იმასრაც ნინო მასწავლებელმა ჩემთვის გააკეთაზუსტად აღწერსზედ გადამყვა“. 

მიხარია ჩემი ყველა მოსწავლის წარმატებარადგან პატარა  წვლილი მაინც მაქვს შეტანილი.მასწავლებლის ყველაზე დიდი შემფასებელი ხომ მისი მოსწავლეები არიან

ნუნუ ბებია მხვდება გზაში , თბილად მომიკითხა და ღიმილით მითხრა - ,,რა კარგი გოგოხარშვილოდა თმას რეიზა იჭრი ბებია ასედედაშენი არაფერს  გეუბნება?...“. ბებურიკოსრეაქცია ყოველი ჩემი თბილისიდან დაბრუნების შემდეგ: ,,კიდო შეიხუჭე თმა"? ,,ბიძიელა,რეიზა არ მიყობი იმ კაცს ცოლადუნდა დუურეკო და ვუთხრა წაგიყვანოს“. 

ბებურიკოს ცხენი ჰყავსსახელად ,,კუკუნი“. მერსედესში არ გაცვლისკუკუნიზე ამოსდისმზე და მთვარეძროხას არ იკითხავთ რა ქვია? - ,,ფასანსურა“. ვინმე თუ არასასიამოვნოამბავს ყვებამთელი ამბის მოყოლისას იძახის - ,,ჯვარი აქოურობას“.

ვანიკოჩემი ბუთქუნაკეთილინიჭიერიმაგრამ ზარმაცი ბიჭიხელჩართული ბრძოლაგვქონდა გამართული ყოველდღე სახლში: "ისწავლეთორემ არ დაგიწერ ნიშანს"! არადა,მისი ოთახი მაქვს დასაკუთრებულიგამომაგდოსხომ ვიქნები ღირსინინო ჩემი უფროსიდა არისოამბობსჩემს დაბადების დღეებზე სიურპრიზებს მიმზადებსმახალისებს დაგულიანად მაცინებსვანიკო ჩემთვის  ყოველთვის პატარა ძმა იქნებაელოდებაროდისმოვიგებ ჯეკპოტს და მანქანას ვუყიდიმანამდე მპირდება მართვის მოწმობას ავიღებო.

სამარშრუტო ტაქსიში: ,,არ გავხარ აქოურს" - ვუღიმი - "თბილისელი იქნები (შუბლზე არმაწერიააშკარადვისთან ხარ?' - ვუხსნირომ პროგრამის მასწავლებელი ვარ - უკვირს - "გათხოვილი ხარ ნენარამდენი წლის ხარ?" რომ ვუთხარი - 38 წლისისე შემიცხადაკიშემეცოდა ჩემი თავიცოტათი. "ცარას ელოდები? - ჩემს პრინცსმაგრამ მგონი ცხენს ვერშოულობს. "რას ჩივი?" - ამათვალიერ-ჩამათვალიერაიფიქრა ,,თლათ“ კარგად ვერ არისო.

მაწაკი (სახელი მე დავარქვი)  ჩვენი ძაღლიარომელსაც ბებურიკო შავ მოზვერთან ერთადმზითევში მატანდამოზვერი გადაიფიქრაძაღლიც გეყოფაომგონიმაწაკის ყველაზემეტად ვუყვარვარჩემ დანახვაზე ისეთ მალაყებს აკეთებსსპეციალურად  გაწვრთნილიგეგონება.

***
  

ქვაბღა ზაფხულში ულამაზესიაარანაკლები - ზამთარშიგარშემო უდიდესი მთები დასითეთრე ... თოვას რომ დაიწყებს,  ცა პირს მოხსნისროგორც  სოფელში იტყვიან:- ,,გადაასწორებს ეს თოვლი ყოლისფერს“. 

ტრენინგზე ვარ დაბარებულითოვსმაგრამ რას თოვსნატომ მიშუამდგომლაბებურიკოსთანდილა უთენია წამოაგდო თბილი ლოგინიდან და მაცილებსქოლგა მაქვსცისარტყელას ფერებშიმივბაკუნობ... წინ ბებური მიმიძღვისმალმალე უკან მომიხედა,ხომ არ გადავარდა სადმეოშემხედავსვსელფაობთავს აქნევს აქეთ-იქითრა გესურათებაერთიო ფიქრობს, ხმამაღლა კი მეუბნება: ,,ბიძიელამაგათმა არ იციან სად ცხოვრობ? ვისგოუგონია ასეთ უბედურ ამინდში ტრენიგები.“ მეც ვეთანხმებიაბა, აბა-მეთქი დავაგრძელებ სელფაობას.

გაკვეთილი - არასტანდარტული  ,,მოდიშენ იყავი მასწავლებლი და მე -მოსწავლე.თავდაპირველად ნაკლებად, მერე უფრო მეტად და მეტად მოსწონთხვდებიანმე როგორგანვიცდი ჩემს ყველა გაკვეთილსმინდარომ ნახონარც ისე მარტივია, იყო მასწავლებელი.

პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჩემთვის კიდევ იმით არის ღირებული დაძვირფასი, რომ არაერთი მეგობარი შემძინა და მათ შორის არის რუსო - ყველაზე, ყველაზესახალისო გოგო, ,,რომლის სამაჯურს მთელი საღამო ვეძებდით და მაინც უკმაყოფილო იყო“ და ერთი ყველაზე, ყველაზე   ჭკვიანი, თბილი და განსაკუთრებული გოგო მაკა.მიუხედავად იმისა, რომ წალკაში მუშაობს მასწავლებლად და ყოველთვის ასობითკილომეტრი გვაშორებდაჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. ვამაყობ მისი მეგობრობით  და მემისი ,,ოთახის შეუცვლელი გოგო ვარ “.

ახლა ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი  ვარ, ყველაზე არასტანდარტული რადგანისევ12 მილიმეტრზე  ვიჭრი თმას, ისევ კედებით დავდივარისევ მძიმე მუსიკას ვუსმენ,ბავშვებთან ერთად წრეში ბურთსაც ვთამაშობ და ფეხბურთსაც, კაბინეტის კარი ყოველთვისღია მაქვს ყველასთვის, ჩემი მოსწავლეების და მასწავლებლების  დიდი გულშემატკივარივართუ საჭიროა, საყვედურსაც ვამბობ და  ერთიანსაც ვწერმაგრამ მთავარია, ჩემმაბავშვებმა იციან, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჰქონდეთ ჩემი იმედი.             
მომავალში არ ვიცი სად ვიქნებიმაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ცხოვრების ეს წლებითავისი მხიარულებით, წყენით, კარგით თუ ავით, ჩემს გულში დარჩება და ყოველთვისთბილად და ღიმილით გამახსენდება

No comments:

Post a Comment

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება ://edu.aris.ge/news/sadjaro-skolis...