პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია ქიმიის მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება საჭიროებებზე მორგებული სამუშაო შეხვედრების ჩატარებით ექსპერიმენტის (ლაბორატორიული) ტექნიკაში, ცოდნის ტრანსფერსა და ციფრული (ინფორმაციული და საკომუნიკაციო) ტექნოლოგიების გამოყენებაში; ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ქსელის შექმნა დარგის პოპულარიზაციისა და ქიმიის მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის გაძლიერების მიზნით.
პროექტის ძირითადი ამოცანებია:
- საქართველოს თორმეტივე რეგიონში ქიმიის მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სამ ეტაპად.
- პირველი ეტაპის სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემატიკა იქნება ქიმიური ექსპერიმენტის (ლაბორატორიული) ტექნიკა. თითოეულ სამუშაო ჯგუფს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მათთვის საინტერესო საკითხი შეთავაზებული არჩევანიდან.
- მეორე შეხვედრის ძირითადი თემატიკა იქნება ტრანსფერტული უნარების განვითარება, კერძოდ, განხილული იქნება პირველი შეხვედრის ამოცანების გადატანის შესაძლებლობა პრაქტიკული მიზნებისათვის. ამავე შეხვედრის თემა იქნება ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების ჩამოყალიბება და მისი ფუნქციონირების პრინციპების განხილვა.
- მესამე შეხვედრის თემაა ელექტრონული რესურსების (სიახლე, ბლოგი, ვიდეო. და ა.შ.) შექმნისა და ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ონლაინ პორტალის ადმინისტრირების მეთოდების სწავლება: კლუბის წევრების დამატება/რედაქტირება, სიახლეების, ვიდეოს, პროექტის, ბლოგის და ა.შ. განთავსების ტექნოლოგიები.
- ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის ონლაინ პორტალის შექმნა.
- ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბების შექმნა და ქსელში გაწევრიანება.
- კლუბური აქტივობების შეჯამება და ორი რეგიონალური კონფერენციის ჩატარება ქუთაისსა (2019 წლის 18 მაისი) და თბილისში (2019 წლის 25 მაისი). კონფერენციის შესახებ ინფორმაცია დამატებით გავრცელდება 2019 წლის აპრილში.
მოსალოდნელი შედეგები
- ქიმიის ექსპერიმენტის ტექნიკაში პროფესიული განვითარების პროგრამის შექმნა
- ქიმიის მასწავლებელთა (ყველა რეგიონი, მასწავლებელთა მინიმუმ 30%) კვალიფიკაციის დახვეწა ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკაში, ტრანსფერულ უნარებში და ონ-ლაინ სასწავლო რესურსების შექმნაში
- ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბებისა და მათი ონ-ლაინ ქსელის შექმნა
- ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბებს შორის მიღწეული შედეგების გაზიარება
- მასწავლებლებთა - კლუბის ხელმძღვანელთა შორის შედეგების ურთიერთგაზიარება
- კვლევების განხორციელება მოსწავლეთა მონაწილეობით და შედეგების დემონსტრირება კონფერენციაზე
No comments:
Post a Comment