პროფესიული განვითარება



სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის კონსულტანტ მასწავლებლების ტრენინგი  სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის პედაგოგებისათვის

ტრენინგის ხელმძღვანელი კონსულტანტ მასწავლებლები : ნინო ფაილოძე,დავით ჩივაძე,ირმა თოდიძე
მონაწილეები : სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის პედაგოგები

 შეხვედრის მიზანი: მეზობელი სკოლის პედაგოგებისათვისცოდნისა და  გამოცდილების გაზიარება კონკრეტულ საკითხზე, კერძოდ „მაწავლებლის პორტფოლიო და მასში შემავალი კომპონენტები“, თეორიული და პრაქტიკული კუთხით, პროფესიული განვითარების მიზნით.

#
აქტივობები
განხორციელების ფორმა/გზები
რისკები/მოსალოდნელი პრობლემები
რისკების თავიდან აცილების /გადაჭრის გზები
ვადები
რეფლექსია
1
1.ტრენინგისათვის მომზადება












1. ტრენინგის საჭიროებების განსაზღვრა

2.მოდულის შერჩევა,მასალების მომზადება

3.პრეზენტაციების მომზადება







1.ტექნიკური პრობლემა (მაგ:ელ.ენერგიის შეზღუდვა).


1.ალტერნატიული დენის წყარო (გენერატორი)





24.02.2017-
29.03.2017
აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა თავად ნაბეღლავის სკოლის დირექციის თხოვნის საფუძველზე.სკოლაში არსებობდა საჭიროება მასწავლებლებს თავიანთი ნამუშევრები წარმოედგინათ ელექტრონული პორტფოლიოების სახით,თუმცა არ შეუძლიათ პორტფოლიოს სტრუქტურულად გამართვა და მასში შემავალი დოკუმენტაციის სრულფასოვნად მომზადება.
მოვიძიეთ მასალები  ძირითად სახელმძღვანელო მასალად გამოვიყენეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მომზადებული მასალა ,,მასწავლებლის პორტფოლიო“.
გარდა ამისა ნიმუშად გამოვიყენეთ საკუთარი პორტფოლიოები რათა შეგვექმნა თვალსაჩინო წარმოდგენა მასწავლებლებისათვის.
 მოვამზადეთ პრეზენტაცია POWER POINT-ში რომელიც მოიცავდა პორტფოლიოს სტრუქტურას და პორტფოლიოზემუშაობისათვის საჭირო მითითებებს.

2.ტრენინგის განხორციელება
1.ზოგადი  მიმოხილვა -პორტფოლიოს დანიშნულება;

2.პორტფოლიოს სტრუქტურა- პრეზენტაცია ;

3.საკუთარი პორტფოლიოების ჩვენება;

4.დოკუმენტაციებზე მუშაობა (მაგ:გაკვეთილის გეგმა,შეფასების სქემები,რეფლექსიები);

5.ღონისძიების რეფლექსია.


1.ტექნიკური პრობლემა(დენის არქონა,გაუმართავი ტექნიკა).

2.კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების არქონა.

3.დაბალი ჩართულობა
1.ალტერნატიული დენის წყარო (გენერატორი).

2.შესაბამისი უნარ -ჩვევების მქონე პედაგოგების მიერ დახმარების გაწევა დანარჩენებისათვის.

3.პედაგოგების წინასწარი  ინფორმირება შეხვედრის მნიშვნელობის შესახებ.


29.03.2017
ამა წლის 24 მარტს  ვესტუმრეთ სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლას დირექციის თხოვნით.ტრენინგის ჩატარებისათვის განკუთვნილი ოთახი დაგვხვდა მომზადებული,აღჭურვილი პროექტორით.თავდაპირველად ვესაუბრეთ პორტფოლიოს დანიშნულებაზე.
·         გავაცანით ზოგადი ინფორმაცია პორტფოლიოს ირგვლივ და ხაზი გავუსვით თუ რა მნიშვნელობა აქვს პორტფოლიოს პედაგოგის კარიერისათვის.
·         მიმოვიხილეთ პორტფოლიოს სტრუქტურა,გავაცანით დეტალური ინფორმაცია პორტფოლიოს ირგვლივ.ვუპასუხეთ მასწავლებლების შეკითხვებს,აინტერესებდათ აუცილებელი არის თუ არა პორტფოლიო მოიცავდეს ყველა კომპონენტს რომელიც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი.
·         მასწავლებლებს წარვუდგინეთ საჩვენებლად ჩვენი პორტფოლიოები (ქიმიიის,ისტორიის და ფიზიკის)როგორ იყო სტრუქტურულად აგებული და დოკუმენეტები როგორ იყო მომზადებული.გაიმართა მცირე დისკუსია თუ რა უპირატესობა აქვს ელექტრონულ პორტფოლიოს.
·         პედაგოგები პრაქტიკულად ვამუშავეთ პორტფოლიოში შემავალი დოკუმენტაციის შექმნაზე მაგ: გაკვეთილის გეგმის შედგენა ,რეფლექსიის დაწერა,შეფასების სქემები.
·         პედაგოგებმა გაავლეს პარალელები უკვე არსებულ ცოდნასა და ახლად შეძენილ უნარ-ჩვევებს შორის.შეავსეს შფასების სქემები.




მიღწეული შედეგები :  
·         ნაბეღლავის საჯარო სკოლის პედაგოგები გაცნენ მასწავლებლის  პორტფოლიოს სტრუქტურას.
·         კონკრეტული მაგალითებით გააანალიზეს , თუ როგორ მზადდება პროფესიული საქაღალდის ესა თუ ის კომპონენტი.
·         პედაგოგებმა პრაქტიკულად იმუშავეს პროფესიული საქარალდის მათთვის საინტერესო დეტალებზე.
·         პედაგოგებმა ერთმანეთს შეადარეს არსებული და ახლად შეძენილი ცოდნა და დადებით უკუკავშირით დაადასტურეს , რომ პრაქტიკაში გამოიყენებენ.
·         შედგა პედაგოგებს შორის თანამშრომლობა და მოხდა ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარება.


პედაგოგთა მიერ ღონისძიების შეფასების  სქემა
კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია იყო მნიშვნელოვანი




პრეზენტაცია კარგად იყო მომზადებული




ტრენიგი კარგად იყო ორგანიზებული




ხელმძღვანელები იყვნენ კომუნიკაბელურები.ინფორმაციას გადმოცემენ  გასაგები ხერხით




ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებ პრაქტიკაში
































                       ქვაბღის  საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის
                       ნინო ფაილოძის    მიერ გავლილი ტრენინგის ანგარიში


ტრენინგის სახელწოდება:,,ლიდერობის აკადემია1“- 21- საუკუნის სკოლის მახასიათებლები,ეფექტური დირექტორი:თეორიიდან პრაქტიკისაკენ,ფინანსური მართვა,ადამიანური რესურსების მართვა,დროის მართვა და საკანონმდებლო საკითხები
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენერი : გიორგი მომცემლიძე, რუსუდან თედორაძე
ჩატარების ადგილი :  წყალტუბო
ტრენინგის ხანგრძლივობა : 5   დღე 30.08.2016  - 3.09.2016.   40  საათი.
ღონისძიების მიზანი : დაეხმაროს სკოლის დირექტორებს და სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორებს პროფესიულ განვითარებაში.რათა გახდნენ სასწავლო პროცესის ლიდერები,რომლებიც ეხმარებიან მასწავლებლებს განახორციელონ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.შექმნან ისეთი გარემო ,რომელიც ქმნის უწყვეტი პროფესიული განვითარების  შესაძლებლობებს  და მხარს უჭერს პროფესიული სასწავლო თემის ჩამოყალიბებას,მართონ 21– საუკუნის სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომებით  და ესწრაფოდნენ  შექმნან სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ყველა მოსწავლისათვის.ხელი შეუწყონ მოსწავლეთა  ინტერესს და მშობელთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლისადმი და გააცნობიერონ მათ,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს კარიერის დაგეგმვასა და სამომავლოდ კარიერული შესაძლებლობების არჩევანის გაკეთებისათვის.
ტრენინგის  დღის გახსნა :
დღე #1
ტრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით (900 სთ ) ტრენერებმა გაგვაცნეს განრიგი,ზოგადად თემა რასაც შევეხებით ამ ტრენინგის მანძილზე ,ხანგრძლივობა ,შესასრულებელი დავალებები და ქულების მონიჭების პრინციპი.რაც შემდგომ განაპირობებს სერთიფიკატის მიღებას.
შევადგინეთ სამუშაო წესები–დკლერაცია.დავწერეთ  საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია ,შემდეგი კითხვების გამოყენებით:
მე ვარ....
როცა სკოლაში ვსწავლობდი....
ეხლა მე სკოლის დირექტორი ვარ ......
    შევასრულეთ დავალება და გავაცანით ერთმანეთს,ძალიან საინტერესო გამოვიდა ეს ერთი შეხედვით მარტივი გათამაშება. შემდეგი აქტივობა –  უნდა დაგვეხასიათებინა ჩვენი სკოლა:რით გამოირჩევა ჩვენი სკოლა?რა განსხვავებაა ჩვენს სკოლას და სხვა სკოლას შორის?და რა ინტერესები გვაქვს ჩვენ ჩვენს სკოლასთან მიმართებაში.შემდეგი დავალება იყო (ჯგუფური სამუშაო),,კავშირი მოსწავლის წარმატებასთან“ და პრეზენტაცია,რასაც მოყვა აგრეთვე ჯგუფური სამუშაო სკოლის მახასიათებლებიდან უნდა ამოგვერჩია ერთი ჩვენმა ჯგუფმა აირჩია ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარება „– გავაკეთეთ ყველა ჯგუფმა პრეზენტაცია. შევისვენეთ თხუთმეტი წუთი ,შესვენების შემდგომ ტრენინგი გააგრძელა გიორგი მომცემლიძემ– მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება,თეორიული საკითხების გაცნობა.ოთხი პრინციპი რაზეც დგას თანამედროვე სკოლა,რას გულისხმობს ჰოლისტური განათლება?სწავლის დროს ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს,რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევს არამედ ,,ყველა მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას“
ჯგუფური მუშაობა –თეორიული მასალის დამუშავება +პრეზენტაცია.(ჩვენი ჯგუფი სამუშაო შეეხებოდა კანადის განათლების სისტემას)რის საფუძველზე მიაღწია ქვეყანამ წარმატებას?რით გავს ეს სისტემა ჩვენსას და რით არა.ატარებს სისტემა ჰოლისტურ ნიშნებს?გავაკეთეთ პრეზენტაცია  რასაც მოყვა სლაიდების ჩვენება –განათლება და ჩვენი შვილების მომავალი (STEM-). ჯგუფური მუშაობასაერთაშორისო კვლევების ანალიზიგამოვკვეთოთ 3 საკვანძო ფაქტორი რაც განაპირობებს პრობლემას სწავლაში,შევადაროთ 3 ფაქტს რაც ჩვენი აზრით ჩვენს სკოლაში უარყოფით გავლენას ახდენს  სკოლაში სწავლაზე,შევავსეთ ვენის დიაგრამ მოცემული კვლევის და საკუთარი გამოცდილების შედეგებით.

რა არის STEM-

SCIENCE   TECHNOLOGI ENGINERING  MATHEMATICS
ინდივიდუალობა,უწყვეტობა,თანამშრომლობითი უნარების განვითარება
განვიხილეთ დირექტორის სტანდარტი(მუხლი 4 სასწავლო პროცესის მართვა)მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.რასაც მოყვა ჯგუფური მუშაობა– Yმოდელი– როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილი.ტრენინგის ბოლოს მოვახდინეთ შეჯამება. 

შესვენება – 1400 - 1500 სთ

    ტრენერმა რუსუდან თედორაძემ  გვთხოვა :ერთგვარი გათამაშება გაგვეკეთებინა J
საკუთარი სახელის წინა ასოზე ჩამოვთვალოთ ზედსართავი სახელები მაგ : გიორგი –გულადი.მიზანი იყო ერთმანეთის უკეთ გაცნობა.რასაც მოყვა სესიის თემატიკის გაცნობა.ფლიპჩარტზე ჩამოვწერეთ ყველაზე გავრცელებული პეოფესიები და ვუყურეთ ვიდეო რგოლს– ინტერაქცია.რა უნარები უნდა ქონდეს 21– საუკუნის მასწავლებელს?
გაიჟღერა პასუხებმა:ადაპტირებადი,კრეატიული აზროვნება,ტექნოლოგიების ცოდნა,წიგნიერება,თანამშრომლობა.შევასრულეთ ინდივიდუალური სამუშაოროგორ გარემოში უნდა ვასწავლოთ მოსწავლეს რომ მიაღწიოს წარმატებას?როგორია წარმატებული ორგანიზაციის მახასითებელი?(დაეთმო 10 წთ)შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუფურად(20 წთ)–ლიდერის /მენეჯერის  როლი ,გავაკეთეთ ვენის დიაგრამა.ტრენერმა ფლიპჩარტზე იმუშავა და მოვახდინეთ   ლიდერის და მენეჯერის დიფერენცირება.რა კომპეტენციები და პიროვნული თვისებები სჭირდება მენეჯერს,იმისათვის რომ ეფექტურად მართოს ორგანიზაცია?ჩამოვწერეთ სხვადასხვა მახასიათებლები.მოვახდინეთ სესიის შეჯამებაგაიმართა ვიდეოს ჩვენება.

დღე #2

ტრენინგის თემის გაცნობა  ეფექტური დირექტორი:თეორიიდან პრაქტიკისაკენ.გავუხსენეთ წინა დღის ტრენინგის საკითხები ,წესები და დებულება.
გონებრივი იერიში– ეფექტური ლიდერილიდერობიდან სასწავლო ლიდერობამდე.განსხვავება ქალსა და მამაკაც ლიდერს შორის?დავადგინეთ რომ ლიდერს სქესი არ გააჩნია.ვიმუშავეთ სამუშაო რვეულებზე ინდივიდუალურად და შემდეგ ჯგუფურად შევავსეთ ეფექტური ,არაეფექტური  და 21– საუკუნის ეფექტური დირექტორი ჩვევების  ბორბალიმასზე დაყრდნობით   გავაკეტეთ პრეზენტაცია.
ჯგუფურად ვიმუშავეთ  სამუშაო ფურცელი #4 ვირტუალური საჯარო სკოლის მონაცემების დავამუშავეთ და აღმოვაჩინეთ შეუსაბამობა,გავაკეთეთ ყველა ჯგუფმა პრეზენტაცია.შემდეგ გავაკეთეთ ჯგუფური სამუშაო (25 წთ)მონაცამების განსაზღვრა,ჩვენი ჯგუფის სამუშაო იყო – ,,ადამიანური,ფინანსური,მატერიალური რესურსები“ –მოვაწყვეთ პრეზენტაციაშემდეგი სამუშაო ისევ ჯგუფური მუშაობა გადავინააცვლეთ სხვადასხვა ჯგუფებში (სამუშაო ფურცელი #5 სიტუაციური ამოცანა – მოცემული იყო კონკრეტული სკოლა და იქ არსებული პრობელმები ჩვენი მიზანი იყო გამოგვევლინა ეს პრობლემები და დაგვესახა მისი გამოსწორები გზები პრიორიტეტებიდან გამომდინარე და უნდა  შეგვექმნა სკოლის განვითარების  წლიური გეგმა.
  შევაჯამეთ ამ დღის ტრენინგების თემები
დღე #3
 ტრენინგის თემის გაცნობა  ეფექტური დირექტორი:თეორიიდან პრაქტიკისაკენ.გავუხსენეთ წინა დღის ტრენინგის საკითხები.
  ენერჯაიზერი –$ მთლიანი ფურცელი მხარემ უნდა გავქაჩოთ,რომელი რომელს დაუთმობს:Dსახალისო  გათამაშება.ჯგუფური სამუშაო ადამიანის უფლებების დაკლარაცია,(სამუსაო ფურცელი #7 ) რომლის შინაარსიც არის ესეთი    ,,თქვენ ცხოვრობთ სახელმწიფოში ,რომელსაც სახელი არ აქვს,შემოგესიათ უცხოპლანეტელები ,განადგურებით ემუქრებიან,თქვენ უნდა დათმოთ უფლებები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან რომ გადარაჩეთ“
დავალება :დავარქვით სახელმწიფოს სახელი,პირველ ეტაპზე შევარჩიეთ 3 უფლება რომელსა დავთმობდით,შევთანხმდით და გავაკეთეთ პრეზენტაცია.
   შემდეგი საკითხი ეხებოდა თემას– ,,კონფლიქტი“ – ტრენერი გიორგი მომცელიძე–თეორიული კურსი ,რის შემდეგადაც ვუყურეთ და განვიხილეთ ფილმი ,,მეზობლები“.
   სიტუაციური ამოცანა სამუშაო ფურცელი #11 ჯგუფი ირჩევს სკოლის დირექტორს –პრეზენტატორს.საკითხი მდგომარეობს შემდეგში – მშობლები არიან  კონფლიქტურ სიტუაციაში ერთმანეთთან,კლასი გაიყო ორად.მშობელთა პირველი ჯგუფი ითხოვს კლასი ორგანიზებული იყოს რელიგიური ნიშნით,ხოლო მეორე ნაწილი ითხოვს კლასის დაკომპლექტებას მშობლიური ენის გამოყენების ნიშნით.ჩვენი დავალებაა:დავგეგმეთ ყველა ნაბიჯი მშობელთა მომართვიდან საერთო კრებამდე და წარვადგინეთ,მოვამზადეთ საჯარო გამოსვლის ტექსტი,რომელიც კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობდა ხელს და წარვადგინეთ იმიტირებულ სასკოლო თემის წინაშე.

შესვენება – 1400 - 1500 სთ

 ჯგუფური მუშაობა სკოლა რომელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს ?და რა კონფლიქტი შეიძლება იყოს და როგორ უნდა გადაიჭრას ეს კონფლიქტი ყველაზე ახლო და შორს მდგომ ორგანიზაციებს  შორის.შემდეგი ჯგუფური სამუშაო შევიმუშავეთ უსაფრთხოების გეგმა ,გეგმა მოიცავდა მინიმუმ სამ ღონისძიებას.გავაკეთეთ პრეზენტაცია.შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო უცნობი ბიჭის წერილი .და შემდეგი საკითხი თეორიული მასალის გაცნობა ,,ბულინგი“  მოვახდინეთ თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ გათამაშება,ბარათებზე რომლებიც ამოვირჩიეთ სიტუაციები იყო მითითებული და ინსრუქციის შესაბამისად მოვიქეცით.გათამსების შემდეგ ვიდეო ჩვენება გაიმართა ,რომელიც ეხებოდა სტერეოტიპებს (ქალი დამამაკაცი)
    მიმოვიხილეთ და შვაჯამეთ ტრენინგის თემები.
 დღე #4 -#5
ტრენინგის თემის გაცნობა .გავიხსენეთ წინა დღის ტრენინგის საკითხები.
    ტრენინგი დაიწყო ტრენერმა რუსუდან თედორაძემ  :
1.პრობლემების ყუთი.დავწერეთ ჩვენი პრობლემები და გადავყარეთ ყუთში,ერთგვარი რელაქსაცია J
2. თემატიკა:
ფინანსური მართვა,საკანონმდებლო ბაზა,ადამიანური რესურსების მართვა,დროის მართვა.
3.ფლიპჩარტზე ჩამოვწერეთ ადამიანური რესურსები
4.ვიმუშავეთ ჯგუფებში–  თემა ,,როგორ გესმით ადამიანური რესურსის მართვა“
5.ტრენერის ლექცია – ,,ადამიანური რესურსის ეფექტური მართვის მიზანი“
6.სიტუაციური ამოცანა ჯგუფებში სამუშაო ფურცელი #2,ყველა ჯგუფს შეგვხვდა ჩვენი სიტუაცია,ვიმუშავეთ და წარვადგინეთ პრეზენტაცია.
7.ტრენერის ლექცია თემაზე – ,,მოტივაცია“

შესვენება – 1400 - 1500 სთ

შესვენების შემდეგ მუშაობა ფლიპჩარტებზე ჯგუფებში
  8.რას გულისხმობს თანამშრომელთა შეფასება?შეფასების რა ფორმებს იცნობთ?რა საერთო აქვს შეფასებას და მონიტორინგს?
9.ტრენერის ლექცია –სკოლის დირექტორს პასუხისმგებლობა შეფასებასა და ზედამხედველობაში
10.ჯგუფური მუშაობა– რა მიმართულებები უნდა განახორციელოს დირექტორმა მასწავლებლის შეფასებისას. პრეზენტაციის გაკეთება
11.ჯგუფური გათამაშება – სკოლაში ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა განცხადებები ,გადარჩევის შემდეგ გასაუბრებაზე დაიბარეს ორი კანდიდატი
მონაწილეები დაგვყვეს:ექსპერტებად,დამკვირვებლებად,წევრებად და უნდა შეგვერჩია წარმოდგენილი cv-ის მიხედვით შესაბამისი კანდიდატურა.
 შესვენება 10 წთ და შესვენების შემდეგ შედგა იმიტირებული გასაუბრება .საკმაოდ სახალისო გათამაშება გამოვიდა.:)
დღის ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგზე განხილული საკითხები
დღე #5
ტრენინგის დასაწყისში ხელახლა გავიარეთ წინა ტრენინგებზე განხილული საკითხები.ტრენერმა წარმოგვიდგინა დღის ტემატიკა:ფინანსური მართვის არსი და საჭიროებები.
გაგვაცნო ტრენინგის მიზანი :  
გააქტიურონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ფინანსური მართვის მიმართულებით.გააცნობიერონ ფინანსური მართვის პასუხისმგებლობები.შეძლონ ცოდნის კონსტრუირება შესყიდვებთან დაკავშირებით კანონებთან მიმართულებით.სიტუაციური ამოცანა შრომის კოდექსიდან და ფინანსურ მართვასთან .განვიხილეთ სიტუაციები ,გავაანალიზეთ და ვიმსჯელეთ დირექტორის მიერ ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მართებულებაზე და წარმოვადგინეთ არგუმენტირებულად ჩვენი პოზიცია.შემდეგი სამუშაო იყო ინდივიდუალური სამუშაო, სამუშაო ფურცელი #9 უნდა ამოგვეცნო,დაგვეხარისხებინა ფუნქციების მიხედვით ცალ–ცალკე სამეურვეო საბჭოს,დირექტორის და პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებიდა მოვალეობები.ამას მოყვა ჯგუფური სამუშაო ბიუჯეტის დაგეგმვა და პრეზენტაციის გაკეთება იმიტირებული საჯარო სკოლის სამოქმედო გეგმის მიზნებიდან გამომდინარე.შევავსეთ სამუშაო ფურცელი #14 ფინანსური მართვის მონიტორინგი და კონტროლი.ვიმუშავეთ ჯგუფურად.განვიხილეთ სტუაციური ამოცანა შესყიდვების შესახებ.მოვახდინეთ პრობლემის იდენტიფიცირება და დავგეგმეთ პრევენციული ღონისძიებები.
      დასასრულს შევავსეთ ტრენერების მიერ მოწოდებული კითხვარები და ჩავატარეთ რიტუალი გადავეცით ერთმანეთს დადებითი მუხტი და ვუსურვეთ წარმატებები.


რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ტრენინგის თემა:,,ლიდერობის აკადემია1“- 21- საუკუნის სკოლის მახასიათებლები,ეფექტური დირექტორი:თეორიიდან პრაქტიკისაკენ,ფინანსური მართვა,ადამიანური რესურსების მართვა,დროის მართვა და საკანონმდებლო საკითხები
  ეს ტრენინგი აქტუალური და ჩემთვის პირადად როგორ ახალბედა დირექტორისთვის ძალიან მნიშნელოვან,ვფიქრობ ძალიან საინტერესო ,ინფორმაციულად დახუნძლული დღეები გავიარეთ,აქ განხილული საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემია რომელსაც მე პირადად აქტიურად გამოვიყენებ სკოლის მართვის პროცესში.გავაცნობიერე  ფინანსური მართვის პასუხისმგებლობები.შევიძინე  გარკვეული სახის ცოდნა და მოვახდინე არსებული ცოდნის გაქტიურება შესყიდვებთან დაკავშირებით კანონებთან მიმართულებით.განვიხილული  სიტუაციების საშუალებით ,გავაანალიზე და ვიმსჯელე დირექტორის მიერ ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მართებულებაზე და წარმოვადგინე  არგუმენტირებულად ჩემი პოზიცია.ვიმუშავე ინდივიდუალურად რამაც საშუალება მომცა ჩემი ცოდნა გამომეყენებინა დავალების გადასწყვეტად და შემემოწმებინა მართებულობა.კიდევ უფრო უკეთ გავიგე ბიუჯეტის დაგეგმვის ნიუანსები სკოლის სამოქმედო გეგმის მიზნებიდან გამომდინარე. როგორ ხდება ფინანსური მართვის მონიტორინგი და კონტროლი.ვიმუშავეთ ჯგუფურად,განვიხილეთ სტუაციური ამოცანა შესყიდვების შესახებ.მოვახდინეთ პრობლემის იდენტიფიცირება და დავგეგმეთ პრევენციული ღონისძიებები.დიდი გამოცდილება მივიღე,გავიზიარე და შემდეგ გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში აქტიურად და მიზამნიმართულად.

ნინო ფაილოძე
4.09.2016








ქვაბღის  საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის
ნინო ფაილოძის    მიერ გავლილი ტრენინგის ანგარიში



ტრენინგის თემა : ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“
ტრენინგის ხანგრძლივობა:    დღე –  12  საათი
ტრენერი :  ცირა ბრეგვაძე
ტრენინგის ჩატარების ადგილი : ჩოხატაური ,ნიკო მარის სახელობის  #1  საჯარო სკოლა
ორგანიზატორი :  მასწავლებელთა პროფესული განვითარების   ეროვნული ცენტრი – მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვიტარების პროექტი
ჩატარების თარიღი: 5.11.2016  - 6.11.2016
   ტრენინგის მიზანი :
ტრენინგი მონაწილეებს ეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებლი სასწავლო გარემოს მახასიათებლების იდენტიფიცირებაში,ამგვარი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი ფაქტორების გათვალისწინებაში და მიზნის მისაღწევად აუცილებელი სტრატეგიების დაუფლებაში.ტრენინგი მიზნად ისახავს მნაწილეებს გააცნოს მოსწავლეების მამოტივირებული ფაქტორები,დაანახოს მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობა,მისცეს შესაძლებლობა გააცნობიერონ თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის საჭიროება სწავლების პროცესში.
     ტრენინგის პირველ დღე  (5 ნოემბერი ,6 საათი):
 დღე 1.  ტრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით , ტრენინგის არსის და მიზნის გაცნობით
ტრენინგი დაიწყო 10 საათზე
ტრენერმა დაგვირიგა სატრენინგო მასალა, შევიმუშავეთ ქცევის წესები და ტრენინგი დაიწყო სახალისო აქტივობით(ემოცია,ქცევა, აზროვნების ტიპი ,ჩვევა,კომუნიკაცია–ვარდისფერი და ცისფერი ფურცლების გამოყენებით უნდა დაგვეწერა ჩვენი და ჩვენს გვერდით მჯდომის ერთი საერთო და ერთი განმსხვავებელი თვისება).
 სესია 1: მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები (4 სთ)
ტრენერმა გაგვაცნო ამ სესიის მიზნები :
·         მონაწილეებმა განსაზღვრონ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები
·         გამოიყენონ თავისებურებეის კვლევის ინსტრუმენტები
·         მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით  შეიუშაოს დიფერენცირებული მიდგომები
და გაგვაცნო რას შევძლებთ ტრენინგის ბოლოს:

·         დაგეგმოს და წარმართოს სასწავლო პროცესი მოსწავლეთა წინარე ცოდნის,გამოცდილების და შეხედულებების გათვალისწინებით
·         წარმართოს სასწავლო პროცესი იმგვარი მიდგომების და მეთოდების გამოყენებით ,რომელიც ხელს სეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების  განვიტარებას (მაგ:კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება)
·         განახორციელოს სწავლების პროცესში  ისეთი პრაქტიკული აქტივობები ,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.
აქტივობები /სტრატეგიები
    აქტივობა #1
 1.მონაწილეთა ურთიერთდაკვირვება – ფურცლებზე დაწერილი სახელებიდან ავირჩიეთ და ვახდენით მთელი სესიის განმავლობაში ჩვენს ობიექტზე დაკვირვებას,აგრეთვე გავკვირდებოდნენ.
 აქტივობა # 2
 კვლევის მეთოდების გახსენება (ინტერვიუ,კითხვარი,ფოკუს ჯგუფი,გამოკითხვა,ტესტირება,ექსპერიმენტი )
    ამას მოჰყვა ჯიქსო აქტივობა,პრაქტიკის ანალიზი და პრაქტიკაზე რეფლექსია.
გავმართეთ დისკუსია ,ვიმუშავეთ ჯგუფში.გადავიტანეთ ფლიპჩარტზე (ფოკუს ჯგუფი იყო ჩვენი ჯგუფის სამუშაო)
გავაკეთეთ პრეზენტაცია ,მივიღეთ უკუკავშირი და მოვისმინეთ და შევაფასეთ აგრეთვე სხვა ჯგუფებიც.
აქტივობა #3
ამის შემდეგ ტრენერმა ჩაატარა ინტერაქტიული მინი პრეზენტაცია.

შესვენება 

სესია 2 : მოსწავლეთა მოტივაციის როლი სწავლების პროცესში
დრო 2 სთ
   ტრენერმა გაგვაცნო ამ სესიის მიზნები :
მონაწილეებმა გაიაზრონ მოსწავლეებში მოტივაციისა შექმნისა და ამაღლების მნიშნელობა,შეძლონ მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენება.
აქტივობები /სტრატეგიები
აქტივობა #4
მოვახდინეთ სიტუაციური ამოცანების ანალიზი და გავაკეთეთ პირად გამოცდილებაზე რეფლექსია.ვიმუშავეთ ჯგუფებში,მოვაწყვეთ დისკუსია.
რასაც მოყვა ტრენერის მიერ ცატარებული ინტერაქტიული მინი პრეზენტაცია
აქტივობა #5
ვიდეოჩვენება და ანალიზი
აქტივობა #6’,,გასეირნება გალერეაში“
ტრენინგზე მიღებული გამოცდილების რეფლექსია
პირველი სატრენინგო დღის დასასრული

ტრენინგის მეორე დღე (6 ნოემბერი)
ტრენინგი დაიწყო 10 საათზე
მეორე დღეს   გავიხსენეთ წინა დღის სატრენინგო საკითხები,ტრენერმა გაგვაცნო მიზნები.
სესია 1 : კონსტრუქტივისტული თეორიის ძირითადი პრინციპები (სესიის დრო 3 სთ)
მიზნები – ორი თანაბარი სესია
 მოსწავლეთა წინარე ცოდნის ,გამოცდილების და შეხედულებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში.
 მოსწავლეებისათვის მათი განვითარების შესაბამისი დავალებების მიწოდება რონლებიც უზრუნველყოფს მაღალი დონის სააზროვნო უნარების და კრიტიკული აზროვნების მეშვებით პრობლემების გადაჭრას და ამ პრობლემებში სიღრმისეულ წვდომას.
   აქტიური,სწავლა–სწავლების პროცესის წახალისება,რაც მოსწავლეს დაეხმარება მიღებული ცოდნის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში.
  ტრენერმა მოკლედ მიმოიხილა ტრენინგის მიზანი და შედეგები
 რას შეძლებენ მონაწილეები
  დაგეგმონ და წარმართონ სასწავლო პროცესის მოსწავლეთა წინარე ცოდნის,გამოცდილების და შეხედულებების გათვალისწინებით.     გამოიყენოს კონსტრუქტუვისტული თეორიის ძირითადი მიდგომები საგაკვეთილო პროცესში.ისეთი აქტივობები განახორციელოს  რომ მოსწავლემ მიღებული ცოდნა გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში.
   სამუშაო ფურცელი #1
ვიდეოს ჩვენება ,ჯიქსო აქტივობა –ინფორმაციის ურთიერთგაზიარება ,სიტუაციურ ამოცანაზე მუშაობა(პრობლემური სიტუაცია),დისკუსია,გადავიტანეთ ფლიპჩარტზე.განვიხილეთ პრობლემა,გამომწვევი მიზეზები და მოვიფიქრეთ გადაჭრის გზები.
  რასაც მოყვა კონსტრუქტუვისტული თეორიის განხილვა და ტრენერის მიერ ინტერაქტიული მინი პრეზენტაციის ჩატარება .პრე ტესტი ,პოსტ ტესტი  მიღებული ცოდნის შეფასება.პრობლემაზე დაფუძნებული დავალების შესრულება პრეზენტაცია.
სესია 2 : მაღალი სააზროვნო უნარები და მათი განვითარების მნიშვნელობა;პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება.(სესიის დრო 3 სთ)
 სესიის მიზნები:
·         მასწავლებლებმა შეძლონ მიაწოდონ მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განმავითარებელი დავალებები;შეუწყოს ხელი მოსწავლეების კრიტიკულ აზროვნებას ,პრობლემების ანალიზისა და მათი გადაჭრის უნარის განვითარებას.
·         მასწავლებლებმა წაახალისონ აქტიური,პრაქტიკული სწავლის პროცესი,რაც გაუადვილებს მოსწავლეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
აქტივობა #2
   გავეცანით და ვუპასუხეთ სამუშაო ფურცლებში მოცემულ რეფლექსიის კითხვარს.გავაკეთეთ ინდივიდუალური პრეზენტაცია.რასაც მოყვა აქტივობა ,,სასწავლო გაჩერებები „,ჯიგსო – ინფორმაციის ურთიერთგაზიარება.პრაქტიკული აქტივობა –კვლევის უნარების განვითარება
სამუშაო ფურცელი #3
ტრენერმა დაგვაჯგუფა საგნების მიხედვით ორი ჯგუფი ქიმიკოსების და ორი ჯგუფი გეოგრაფების –პრაქტიკული აქტივობა ესგ სტანდარტების გათვალისწინებით,სამოქმედო გეგმის შემუშავება,მოვახდინეთ ანალიზი.ტრენერმა მოაწყო ინტერაქტიული ,მინი პრეზენტაცია – ინფორმაციის შეჯამება.
     ტრენინგის დასასრულს შევაჯამეთ ტრენინგი
ტრენერმა კიდევ ერთხელ აგვიხსნა როგორ მოხდებოდა ჩვენი შეფასება,მოგვცა ტრენინგის შემდგომი საშინაო დავალება.
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
შეხვედრის თემა: ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“
აქტუალობა: თემა თავისთავად ძალიან აქტუალური და მნიშნელოვანია.დიდი მნიშნელობა აქვს მოსწავლეზე ორიენტირებლი სასწავლო გარემოს მახასიათებლების იდენტიფიცირებაა ,ამგვარი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია სხვადასხვა  მამოტივირებული ფაქტორების გათვალისწინება  და მიზნის მისაღწევად აუცილებელი სტრატეგიების დაუფლება. მნიშვნელოვანი და აქტუალურია მასწავლებელმა სწორად შეძლოს  მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურება და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობა,აგრეთვე იმის გაცნობიერება რომ აუცილებელია  თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა  სწავლების პროცესში.
     ჩემთვის როგორ მონაწილისთვის   მნიშნელოვანი იყო როგორ უნდა მოვახდინო მონაწილეებმა განსაზღვრონ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების განსაზღვრა,როგორ გამოვიყენო  თავისებურებების კვლევის ინსტრუმენტები და მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით  შევიმუშაო დიფერენცირებული მიდგომები.
    ვთვლი რომ ტრენინგი იყო კარგად სტრუქტუირებული,საინტერესოდ იყო მოწოდებული,ტრენერი კარგად მომზადებული.ყველა აქტივობა შეესაბამებოდა მიზანს.
     ტრენინგი მომცემს საშუალებას მიღებული ცოდნა გამოვიყენო სასწავლო გარემოში,დავადგინო მოსწავლეთა მამოტივირებელი ფაქტორები და გამოვიყენო მოტივაციის ამაღლების შესაბამისი სტრატეგიები,რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას,ინტერესს და ჩართულობას სასწავლო პორცესში.დავგეგმავ  და წარვმართავ სასწავლო პროცესს ისე ,რომ მოსწავლეთა წინარე ცოდნა ,გამოცდილება  და შეხედულება  გავითვალისიწნო მაქსიმალურად.წარვმართავ  სასწავლო პროცესს იმგვარი მიდგომების და მეთოდების გამოყენებით ,რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების  განვითარებას (მაგ:კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება).განვახორციელებ სწავლების პროცესში  ისეთი პრაქტიკულ აქტივობებს ,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.
ნინო ფაილოძე
8.11.2016





ქვაბღის  საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის
ნინო ფაილოძის    მიერ გავლილი ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის თემა : ,,ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნიკა ქიმიაში“
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6  დღე –  30  საათი (2 კრედიტი)
ტრენერი :  დოქტორი თეა მათითაიშვილი, დემეტრე ნარსია,ეკატერინე გობრონიძე
ტრენინგის ჩატარების ადგილი : ოზურგეთი , ,, ანასეულის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი „საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კამპუსი.
ორგანიზატორი :  „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ (RLD), რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით
ჩატარების თარიღი: 5.09.2016  - 10.09.2016
   ტრენინგის მიზანი :
"მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის" მიზანია გურიის რეგიონის       მასწავლებელთა პროფესიული განვითარება საბუნებისმეტყველო საგნებში (ქიმია,   ბიოლოგია, ფიზიკა).  ტრენინგის გავლის შედეგად მასწავლებელები  აიმაღლებენ კვალიფიკაციას, მათ მიეცემათ შესაძლებლობა მეცადინეობები ჩაატარონ ექსპერიმენტების გამოყენებით, მოსწავლეებსა და აბიტურიენტებში ხელი შეუწყონ საბუნებისმეტყველო დარგის პოპულარიზაციას, შეასრულონ კვლევითი ხასიათის პროექტები .
     ტრენინგის პირველ დღე  (5 სექტემბერი ):
 დღე 1.  ტრენინგი დაიწყო ურთიერთგაცნობით , ტრენინგის არსის და მიზნის გაცნობით
ტრენინგი დაიწყო 10 საათზე
 თეორიული მასალის გაცნობა –   გავეცანით და გავიხსენეთ  ქიმიური ლაბორატორიის აღჭურვილობა , უსაფრთხოების წესები.
პრქტიკული სამუშაო –  ვიმუშავეთ ლაბორატორიაში.
 ლაბორატორიული სამუშაო #1
1.აწონვა ელექტრონულ სასწორზე
2.სითხის მოცულობის ათვლა
3.ხსნარების დამზადება ,გაანგარიშება ,განზავება
გამოყენებული რეაქტივები : მარილმჟავა,ნატრიუმის ტუტე,გოგირდმჟავა
ლაბორატორიაში გავიხსენეთ სითხის მოცულობის ათვლა მენზურით,ბიურეტით,მოვამზადეთ ხსნარები ,ჩავატარეთ გაანგარიშებები და განზავება.
  ტრენერებმა მოგვცეს საშინაო დავალება შესასრულებლად.
ტრენინგის მეორე დღე (6 სექტემბერი )
ტრენინგი დაიწყო 10 საათზე
მეორე დღე   ტრენერებმა ფართო ეკრანზე წარმოგვიდგინეს თეორიული მასალა და დავამუშავეთ,რასაც მოყვა საშიანო დავალების ჩაბარება და ლაბორატორიული მუშაობა .
ლაბორატორიული სამუშაო #2
რეაქტივები : მარმარილოს ნატეხი,საქაროზას ხსნარი,ნატრიუმის ტუტის ხსნარი
ხელსაწყოები : ელექტრონული სასწორი,მენზურა,ბიურეტი,ერლენმეიერის კოლბა,მინის წკირი,არეომეტრი.
1.მყარი ნივთიერებების სიმკვრივის დადგენა – სითხის სიმკვრივის გამოთვლა ამ დავალების მიზანი იყო დაგვედგინა მყარი ნივთიერების და სითხის სიმკვრივე.
2.გარდატეხის მაჩვენებელი და კონცენტრაციის გამოთვლა
რეფრაქტომეტრის საშუალებით განვსაზღვრეთ წყლის გადატეხის მაჩვენებელი,შევასრულეთ ამოცანა:საკვლევ ხსნარში საქაროზას კონცენტრაციის განსაზღვრა.
3.ხსნარის კონცენტრაცია – ნატრიუმის ტუტის კონცენტრაციის დადგენა არეომეტრის საშუალებით.არეომეტრის სკალით გაზომილი სამკვრივის მიხედვით სპეციალურ ცხრილში ვიპოვეთ ნატრიუმის კონცენტრაცია.
4.გატიტვრა ,კონცენტრაციის განსაზღვრა ტიტრაციით– მოვამზადეთ სტანდარტული ხსნარი,ჩავატარეთ გატიტვრა.
ტრენინგის დასასრულს ტრენერმა მოგვცა სახლში შესასრულებელი დავალება
ტრენინგის მესამე  დღე (7სექტემბერი )
ტრენინგი დაიწყო 10 საათზე
 მესამე დღეც დაიწყო საშიანო დავალების შემოწმებით და გაგრძელდა თეორიული მასალის გაცნობით,რომელიც მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: ნარევების დაყოფა,გაფილტვრა,ვაკუუმ გაფილტვრა,მარტივი გამოხდა,წყლის ორთქლით გამოხდა.გავიხსენეთ რა უნდა გვახსოვდეს  გაფილტვრისას?რამდენი სახის გამოხდაა?
რეაქტივები : ეთილაცეტატი,ბარიუმის სულფატი,კალიუმის ბიქრომატი
ხელსაწყოები: მინის  ძაბრი,ფილტრის ქაღალდი,შტატივი,წკირი,რგოლი დამჭრით,დამჭერი თათი,ერლენმეიერის კოლბა ფილტრატისათვის
შევასრულე  :
ნარევების დაყოფა
ამოცანა : 1.ეთილაცეტატის და წყლის ნარევის დაყოფა
გამყოფი ძაბრი დავამაგრე შტატივზე,ქვეშ შევუდგი კოლბა.ნარევი გადავიტანე გამყოფ ძაბრში და დავაყოვნე.ფენების მკაფიოდ გაყოფის შემდეგ ძაბრიდან მოვხსენი საცობი ,გავაღე ონკანი და ჩამოვასხი ქვედა ფენა,დავკეტე ონკანი და დარჩენილი ფენა გადმოვასხი ზედა ხვრელიდან.
ამოცანა:  2 . ბარიუმის ულფატის და კალიუმის ბიქრომატის ნარევის დაყოფა.ტრენერმა დაგვირიგა გარკვეული რაოდენობის წონაკები(ეს რაოდენობა ჩვენ არ ვიცოდით)დავაყენეთ ცდა ,გავფილტრეთ ,ფილტრატი გადავიტანეთ წინასწარ აწონილ ფაიფურის ჯამზე და შევდგით თერმოსტატში,გავაშრეთ და ავწონეთ გამოვთვალეთ ნალექის მასა.
     შემდეგი საკითხი :
   გაფილტვრა და ვაკუუმგაფილტვრა: გაფილტვრა მოიცავს სამ ძირითად პროცედურად: ფილტრის ქაღალდის მომზადება,გაფილტვრა და ფილტრატის და ნალექის შეგროვება.
ამოცანა : სალიცილმჟავას ნაჯერი ხსნარის გაფილტვრა
მოვამზადე  წესისამებრ ფილტრის ქაღალდი,მოვათავსე  ძაბრში.ავაწყვე  შტატივი შესაბამისად,რგოლის ქვეშ  მოვათავსე ერლენმეიერის კოლბა,ჩავდე ძაბრი ფილტრთან ერთად რგოლში,ისე რომ ძაბრის ცხვირი ოდნავ იყო ჩაშვებული მიმღბ ჭურჭელში.გასაფილტრ ნარევს ენერგიულად მოვურიე წკირით და გადავიტანე გასაფილტრი ხსნარი ძაბრში.გაფილტვრის დასრულების შემდეგ ,ფილტრის ქაღალდი ნალექიანად გადავიტანე პეტრის ჯამზე და გავაშრე.გაშრობის შემდეგ შპატელით ჩამოვფხიკე ფილტრის ქაღალდიდან.
მარტივი გამოხდა,წყლის ორთქლით გამოხდა
რეაქტივები :ეთილაცეტატი
ხელსაწყოები :შტატივი დამჭერი თათით,ვიურცის კოლბა,თერმომეტრი,პირდაპირი მაცივარი,ალონჟე,მიმღები კოლბა.
 თხევადი ნაერთების გამოყოფის და გასუფთავების ერთ–ერთ ძირითად მეთოდს წარმოადგენს გამოხდა.რაც ეფუძნება სხვადასხვა ნივთიერების დუღილის განსხვავებულ ტემპერატურას.
   შტატივზე თითის საშუალებით დავამაგრე გამოსახდელი კოლბა,პირდაპირ მაცივარს დავამაგრე რეზინის მილები,მეორე შტატივზე თითის საშუალებით დავამაგრე პირდაპირი მაცივარი და შესაბამისად დავხარე.შევაერთე ერთმანეთთან კოლბა და მაცივარი.კოლბას მოვარგე ალონჟი და მისი მილი ჩავუშვი მიმღებ კოლბაში.კოლბას მოვარგე თერმომეტრი,მაცივრის ქვედა რეზინის მილი მივაერთე ონკანის წყალთან ,ხოლო ზედა მილი ჩავუშვი ონკანში.გამოსახდელი კოლბის ქვეშ მოვათავსე გამახურებელი მოწყობილობა და ჩავრთე.შეავაგროვე დისტილატი და ავირე ანათვალი თერმომეტრზე.
  დასასრულს დაგვირიგა ტრენერმა სახლში შესასრულებელი დავალება
ტრენინგის მეოთხე   დღე (8 სექტემბერი )
ტრენინგი დაიწყო 10 საათზე
ტრენინგის  დასაწყისში  მიმოვიხილეთ ვებ გვერდი chemistri.ge და გავეცანით სიახლეებს.ტრენერმა გაგვაცნო ამ დღის თეორიული მასალა და შესასრულებელი ლაბორატორიული სამუშაო.შემდეგ შეამოწმა საშინაო დავალება.
  დღევანდელი დღის თემები : გადაკრისტალება,სუბლიმაცია,ექსტრაქცია.
გამოყენებული რეაქტივები : სულფანილმჟავა,წყალი,გააქტივირებული ნახშირი

ჭურჭელი: შტატივი,შტატივის თატი,რგოლი,მრგვალძირა კოლბა,უკუმაცივარი,ერლენმეიერის კოლბა,ცხლად გაფილტვრის ძაბრი,ფილტრის ქაღალდი,ბუნზენის კოლბა,ბიუხნერის ძაბრი,მენზურა
 სუბლიმაციის დროს გამოვიყენეთ
რეაქტივი : ქინონი
ჭურჭელი : შტატივი,ფაიფური ჯამი,მინის ძაბრი,ფილტრის ქაღალდი,ელექტროქურა.
ექსტრაქციის დროს გამოვიყენეთ
რეაქტივი : ანილინის სუსპენზია,დიეთილის ეთერი
ჭურჭელი : შტატივი,გამყოფი ძაბრი,მინის ძაბრი,ერლენმეიერის კოლბა,სასაგნე მინა
ტრენინგის მეხუთე  დღე (9სექტემბერი )
ტრენინგი დაიწყო 10 საათზე
სატრენინგო დღე როგორც წინა დღეები დაიწყო თეორიული მასალის გაცნობით ,საშინაო  დავალების შემოწმებით და შემდგომ გადავედით პრაქტიკულ მეცადინეობაზე. მეხუთე დღეს შევასრულე  და გადავჭრი  ჩვენს  წინაშე დასმული ამოცანები.  განვახორციელე  ექსპერიმენტები არაორგანული და ანალიზური ქიმიის განხრით, კერძოდ: გაზების მიღება – ნახშირორჟანგის მიღება და მისი თვისებების დემონსტრირება,წყალბადის მიღება და მისი თვისებების შესწავლა; ელექტროლიზი.
ტრენინგის მეექვსე დღე (10 სექტემბერი )
ტრენინგი დაიწყო 10 საათზე
სატრენინგო დღე დაიწყო თეორიული მასალის გაცნობით ,საშინაო  დავალების შემოწმებით და შემდგომ გადავედით პრაქტიკულ მეცადინეობაზე
რეაქტივები : ეთანოლი,კალიუმის ბრომიდი,გოგირდმჟავა
ხელსაწყოები:მრგვალძირა კოლბა,დეფლეგმატორი,პირდაპირი მაცივარი,ერლენმეიერის კოლბა,ალონჟი,გამყოფი ძაბრი,ქვიშის აბაზანა,ელექტროქურა.

ტრენინგის ბოლო დღეს  ვიმუშავე  ორგანული სინთეზში, კერძოდ განვახორციელე ჰალოგენირების რეაქციით ეთილბრომიდის მიღება.
 ნივთიერებებების ამოცნობა თვისებითი რეაქციების მიხედვით
რეაქტივები :სისხლის ყვითელი მარილი,ამონიუმის როდანიდი,სისხლის წითელი მარილი,გლიცერინი,გლუკოზა,სპილენძის სულფატის 2% ხსნარი,ნატრიუმის ტუტის 10 % ხსნარი,სამვალენტიანი რკინის ქლორიდის ხსნარი,ორვალენტიანი რკინის ქლორიდის ხსნარი
ჭურჭელი : სინჯარები,სასაგნე მინა,პიპეტები,ჩემრეცხი,სპირტქურა .
   წინასწარ ეკატერინე გობრონიძემ  გავიმზადა რეაქტივები და მოათავსა  სინჯარებში ისე ,რომ ჩვენ არ დაგვინახავს რომელ სინჯარაში რა მოხვდა,მიზანი იყო აღმომჩენი რეაქციების საშუალებით გამოგვევლინა რომელ სინჯარაში რა ნივთიერება იყო.ვფიქრობ წარმატებით გავართვით ყველამ თავი.


რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა

შეხვედრის თემა: ,,ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნიკა ქიმიაში“
აქტუალობა: მნიშვნელოვანია ესეთი სახის სამუშაო პრაქტიკული შეხვედრების ჩატარება და მონაწილეობის მიღება ერთის მხრივ ხდება ხელის გაწაფვა,ვალიფიკაციის ამაღლება, მოგვეცემა  შესაძლებლობა მეცადინეობები ჩავატაროთ  ექსპერიმენტების გამოყენებით, მოსწავლეებსა და აბიტურიენტებში ხელი შევუწყოთ საბუნებისმეტყველო დარგის პოპულარიზაციას, შევასრულოთ კვლევითი ხასიათის პროექტები.   ჩემთვის როგორ მონაწილისთვის   მნიშნელოვანი იყო ის რომ თავისუფლად შემეძლო რეაქციების ცატარება,დაკვირვება,ჩემთვის საინტერესო საკიტხების განხილვა და პასუხების მიღება.
    ვთვლი რომ ტრენინგი იყო კარგად დაგეგმილი,საინტერესოდ იყო მოწოდებული,სამუშაო შეხვედრა იწყებოდა ნასწავლის გახსენებით ,ახლი თემის დამუსავებით და შემდგომ პრაქტიული სავარჯიშოების ჩატარებით.ტრენერები კარგად მომზადებული იყვნენ  და ყველა აქტივობა შეესაბამებოდა მიზანს.
     ტრენინგი მომცემს საშუალებას მიღებული ცოდნა გამოვიყენო სასწავლო პროცესში  იმგვარი მიდგომების და მეთოდების გამოყენებით ,რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების  განვითარებას (მაგ:კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება).განვახორციელებ სწავლების პროცესში  ისეთი პრაქტიკულ აქტივობებს ,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მიღებული ცოდნა გამოიყენონ.

 ნინო ფაილოძე
10/09/2016





სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის კონსულტანტ მასწავლებლის ღონისძიება პროფესიული განვითარების მიზნით
სამუშაო შეხვედრის ხელმძღვანელი კონსულტანტ მასწავლებელი : ნინო ფაილოძე
მონაწილეები : ქვაბღის საჯარო სკოლის პედაგოგები (ნატალია პონომარიოვა,ზურაბ ბართაია ,ნატო ტალაკვაძე,შორენა ნოდია,თამარ მეფარიშვილი,ციალა ჯინჭარაძე,ლილი კალანდაძე,ნადია ჯინჭარაძე,ჯემალი ვაშაყმაძე,პაატა ვაშაყმაძე,ხათუნა ვაშაყმაძე,მზია ადაძე,ნინო ანთაძე,სოფიო ლომთათიძე,დავით ჩივაძე,)

შეხვედის მიზანი: პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არსებული სიახლეების განხილვა კოლეგებთან ერთად, ახალი სქემის ხელახალი ანალიზი,სქემაში სამუშაოდ საჭირო  რეკომენდაციების მიცემა პედაგოგებისათვის ,დახმარების გაწევა,დაგროვებული კრედიტქულების განხილვა ,შეფასება და სამომავლო სამოქმედო გეგმის შედგენა.

https://docs.google.com/document/d/1tXyQjrsvKGKy1HlJCEnnxpeb7HUgUl-OryH1C2e0FFo/edit


https://docs.google.com/document/d/13NGU3WyMd-1ULMYw10XPeKmpiK8tFNE9o1mkEMAIjD0/edit

https://docs.google.com/document/d/1JGc5tnpNHDzeRAWKWWCA5YMMm6TBcYw6qx2zlNClAv4/edit

https://docs.google.com/presentation/d/1CDaoKyKFV0JfjnGDgMi6DC4U5xxhLgCmOXaMuJNYoyE/edit


https://drive.google.com/drive/folders/1EpfOYXLwhjaUGsBI7bvOfIoyi9ksqTAY

ქვაბღის  საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის
                      ნინო ფაილოძის მიერ გავლილი ტრენინგის ანგარიში
ტრენინგის სახელწოდება:,,ლიდერობის აკადემია 2 “ მოდული - 3- ,,ლიდერობა და ხელმძღვანელობა“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენერი : მედეა სამსონია ,ნინო კაშია
ჩატარების ადგილი :  წყალტუბო პლაზა
ტრენინგის ხანგრძლივობა : 3    დღე.  10.11.201712.11.2017.   (24 საკონტაქტო საათი)

ტრენინგის მიზანი  მიზანი : დაეხმაროს დირექტორებს წარმატებული სკოლის მახასიათებლების განსაზღვრაში; გააცნობიერონ დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდროდ თანამშრომლობის მნიშვნელობა, რათა ხელი შეუწყონ  სკოლის განვითარების საერთო ხედვის ჩამოყალიბებას;შეიმუშაონ ხედვის ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის სტრატეგიები; სწორად განსაზღვრონ სკოლის თანამშრომელთა როლი სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში; გააანალიზონ თუ როგორ აქციონ სასკოლო  თემი თანამოაზრედ და მოიპოვონ თანხმობა;  გაანალიზონ სკოლის მონაცემები და განსაზღვრონ პრობლემები; შეძლონ სკოლის განვითარების 1 წლიანი  სამოქმედო გეგმის ნიმუშის შექმნა;გააცნობიერონ სკოლის განვითარების გეგმის კრიტიკულად გადახედვის სტრატეგიების გამოყენების მნიშვნელობა მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების მიზნით;გაიაზრონ მონიტორინგისა და შეფასების დანიშნულებას და მონაცემთა დამუშავების ხერხების გამოყენებას.
https://docs.google.com/document/d/1UuNyNJ-NT_LibDFIpToYFma7tO0_5pevbJwK_59pb-Y/edithttps://drive.google.com/drive/folders/15kEzG3RTw3nhYisjZyBfrgopdRYo9hDV


ქვაბღის  საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის
                      ნინო ფაილოძის მიერ გავლილი ტრენინგის  რეფლექსია
ტრენინგის სახელწოდება:
,,როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნება“
,,სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენერი : ლიკა გომართელი
ჩატარების ადგილი :  წყალტუბო პლაზა
ტრენინგის ხანგრძლივობა : 4  დღე.  10.03.201813.03.2018.   


  შეხვედრის მიზანი იყო : პირველი რომ მსმენელებს გაგვეანალიზებინა ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების ფორმირება, როგორ გავიგოთ მათში რა დონეზე არის განვითარებული ეს მიმართულება. ხოლო მეორე, გაგვეგო და გაგვეაზრებინა ის მეთოდები, რომელიც პირდაპირ თუ მოდიფიკაციის შემდეგ შეიძლება გამოვიყენოთ საკლასო ოთახში მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განსავითარებლად.


სსიპ  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის   სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის კონსულტანტ მასწავლებლის მიერ განხორციელებული ღონისძიება  პროფესიული განვითარების მიზნით
სამუშაო შეხვედრის ხელმძღვანელი კონსულტანტ მასწავლებელი : ნინო ფაილოძე
მონაწილეები :  ქვაბღის საჯარო სკოლის პედაგოგები (თაია მამარდაშვილი,ნატო ტალაკვაძე,შორენა ნოდია,თამარ მეფარიშვილი,ლილი კალანდაძე,ნადია ჯინჭარაძე ,პაატა ვაშაყმაძე, ხათუნა ვაშაყმაძე, მზია ადაძე, ნინო ანთაძე,სოფიო ლომთათიძე,ლილიკო ქათამაძე)

შეხვედის მიზანი :  პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არსებული სიახლეების განხილვა კოლეგებთან ერთად, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ,მასწავლებლები  გაეცნობიან რა არის კვლევა,რამდენი სახისაა და რა განსხვავებაა მათ შორის.შეისწავლიან კვლევის ეტაპებს და შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.

No comments:

Post a Comment

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება ://edu.aris.ge/news/sadjaro-skolis...