ინტეგრირებული გაკვეთილის ნიმუში -ქიმია-ფიზიკა, სამოდელო გაკვეთილის ნიმუში-ინტეგრირებული ქიმია-მათემატიკა


გაკვეთილის თემა
ქიმია- ელექტროლიტი თუ არაელექტროლიტი  
ფიზიკა -ელექტრული დენი სითხეში
ინტეგრირეული საგნები
ქიმია – ფიზიკა
მასწავლებლებლი სახელი,გვარი
ნინო ფაილოძე, ზურაბ ბართაია
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო/ 10 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში – 6 მოსწავლე
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები – 0,კლასის საერთო აკადემიური დონე არის კარგი,განვითარებული აქვთ  ანალიზის,მსჯელობის და დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევები,შეუძლიათ დაგეგმონ და ჩაატარონ ცდა უსაფრთხოების წესების დაცვით.
აქტუალობა

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
ჩვენი ინტეგრირებული გაკვეთილის მიზანი არის  მოსწავლემ  შეძლოს დაინახოს საგნებს,მეცნიერებებს შორის კავშირი.მოახდინოს ერთ საგანში მიღებული ცოდნის  მეორე საგნის ახსნისას გამოყენება –განუვითარდეს ტრანსფერის უნარი. ელექტროლიზის პროცესი ახსნას როგორც ქიმიის თვალსაზრისით აგრეთვე ფიზიკის თვალსაზრისით.გაიგოს რა არის გალვანოსტეგია და გალვანოპლასტიკა,როგორ იყენებენ მათ საიუველირო საქმეში.


სტანდარტის შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები



ფიზიკა.x.5 მოსწავლეს შეუძლია ელექტრული დენის თავისებურებების გამოკვლევა სითხეში ახასითებს ელექტროლიზის მოვლენას და იკვლევს სითხის გამტარობას.
ქიმია X.10.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ელექტროლიზის მოვლენა და მისი როლი ტექნიკასა და მრეწველობაში.
*აანალიზებს და აფასებს ქიმიურ მრეწველობასა და ტექნიკაში ელექტროლიზური პროცესების მნიშვნელობას.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდი/სტრატეგია
·         ვიცი,მინდა ვიცოდე,გავიგე
·         კითხვა-პასუხი;
·         მინი ლექცია;
·          ვარაუდის გამოთქმა და მისი მართებულობის ცდით შემოწმება;
·         დისკუსია
მოსწავლეთა წინარე ცოდნა



·         მოსწავლემ იცის ელექტრული მუხტის გადამტანი რა არის გამტარებში და აირებში.მსჯელობს მათ შესახებ,და ახასიათებს ამ მოვლენებს.
·         მოსწავლემ იცის ელექტროლიტი,არაელექტროლიტი,რა ხდება ელექტროლიტის წყალში გახსნისას ;
გაკვეთილის მსვლელობა /კლასის მართვა/(აქტივობების აღწერა)



          2 წთ


5 წთ

8  წთ
გამოწვევა/მოლოდინების განსაზღვრა:








აქტივობა #1 -  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა მოსწავლეებისათვის

·         პედაგოგი სიტყვიერად გააცნობს მოსწავლეებს რატომ ატარებს ორი მასწავლებელი ერთობლივად გაკვეთილს ,რა არის თემა და რა მიზანი აქვს ამ კონკრეტულ გაკვეთილს.

აქტივობა #2  - ვიცი,მინდა ვიცოდე -ამ ორი პუნქტის შევსება
·         პედაგოგი წინასწარ გამზადებულ ბარათებს დაურიგებს მოსწავლეებს და დაწერონ რა იციან აღნიშნულ საკითხზე და რა სურთ რომ შეისწავლონ (გაიგონ),ჩანაწერების გაცნობას დაეთმობა (1 წთ).

აქტივობა #3 - წინარე ცოდნის გააქტიურება კითხვა -პასუხის საშუალებით
·         ფიზიკის პედაგოგი - ელექტროობის გამტარობის მიხედვით როგორი შეიძლება იყოს სხეული
·         რა განსხვავებაა მათ შორის?განსხვავება მათ შორის?
·         რას გადააქვს მუხტი მეტალებში ,სითხეებში?
·         ქიმიის პედაგოგი - რა უსაფრთხოები წესები უნდა დავიცვათ დენთან მიმართებაში- ასოციაციური რუკის შედგენა და სახელმძღვანელოში მოცემულ სურათზე დაკვირვება არღვევს თუ არა პერსონაჟი უსაფრთხოების წესებს?რატომ?

ცოდნის კონსტრუირება:



აქტივობა #4  ცდის დაგეგმვა  და ჩატარება -ქიმიის და ფიზიკის მასწავლებელი
·         მოსწავლეები თავდაპირველად გამოთქვამენ მოსაზრებას ატარებს თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ელ.დენს
·         რის შემდეგაც ქიმიის პედაგოგი ცდის მიმდინარეობას ხსნის თეორიულად
·         ხოლო ფიზიკის პედაგოგი ატარებს პრაქტიკულად
·         მოსწავლეები ინიშნავენ შედეგებს  და აკვირდებიან დაემთხვა თუ არა მათ მიერ გამოთქმული ვარაუდი .
·         ცდები ჩატარდება -ატარებს თუ არა ელ.დენს
·         გამოხდილი წყალი
·         ჩვეულებრივი წყალი
·         ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარი
·         სპირტის წყალხსნარი
·         შაქრის წყალხსნარი
·         შაქარი
·         მყარი ნატრიუმის ქლორიდი,

20 წთ

გამთლიანება/რეფლექსია:

აქტივობა #5  მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება
·         პედაგოგი ჩამოწერს დაფაზე ნივთიერებებს,რომელთა შორის იქნება ცდის დდრის გამოყენებული ნივთიერევებიც და მოსწავლეებმა უნდა დააჯგუფონ ელექტროლიტებად და არაელექტროლიტებად

·         ,,გავიგე“ - ბოლო პუნქტის შევსება -მოსწავლეები მოკლედ ჩამოწერენ რა გაიგეს ამ გაკვეთილიდან.
აქტივობა #6 შეფასება და საშინაო დავალების მიცემა
8 წთ





2 წთ
მოსწავლეთა ცოდნის შეფასება/შემოწმება  და თვითშეფასება
მიმდინარე განმსაზღვრელ– განმავითარებელი,მოსწავლეების შეფასება.
სასწავლო რესურსები
·         სახელმძღვანელო
·         სამუშაო რვეული
·         ელექტროლიზის აპარატი და ცდისთვის საჭირო რეაქტივები


გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს      რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში -----------2018  წელს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმია-ფიზიკაში.
   ჩვენი გაკვეთილის მიზანია ხელი შეეწყოს  ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას ეს ხელს უწყობს  განავითარებს თანამშრომლობას პედაგოგებს შორის.აგრეთვე მოსწავლეებს უვითარდებათ ტრანსფერის უნარი.გაკვეთილი მიმდინარეობდა გეგმასთან შესაბამისობაში, დასაწყისში მოგვარდა ორგანიზაციული ნაწილი,და მოხდა მოსწავლეებისათვის ამ გაკვეთილის ჩატარების მიზნის გაცნობა,თემის გაცნობა რამაც თავის მხრივ  დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში.
გაკვეთილის თემა:
ქიმია- ელექტროლიტი თუ არაელექტროლიტი
ფიზიკა- ,,ელექტრული დენი სითხეში“


აქტივობა #2  - ვიცი,მინდა ვიცოდე ,გავიგე ამ სტრატეგიის მიზანია სწორად შევაფასოთ მოსწავლეთა საჭიროება,ამასთან ერთად საწყის ეტაპზე წარმოდგენა შეგვექმნა რა იცის მოსწავლემ,რა მოლოდინი აქვს და რას გაიგებს გაკვეთილიდან.ვფიქრობ აღნიშნულმა აქტივობამ შედეგს მიაღწია,მოსწავლეებმა თემის ირგვლივ არსებული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენეს მოკლედ დაწერეს რა იცოდნენ ამ საკითხის ირგვლივ დააფიქსირეს რომ  : მოსწავლის ნაწერიდან ,,სითხეში დენი ატარებს და არ შეიძლება შიშველი ხელით შევეხოთ“ , ,,გამოხდილი წყალი არ იქნება გამტარი“ ,,,დენს მხოლოდ სითხე არ ატარებს „ და ა.შ. და რისი გაგება უნდოდათ : ,,არის თუ არა აირები გამტარი და დენი გადის თუ არა“
აქტივობა #3 - ზემოთ განხილული აქტივობის გაგრძელებაა წინარე ცოდნის გააქტიურება  კითხვა -პასუხის საშუალებით .ერთ ერთი ინტერაქტიური მეთოდია რომლის მიზანია ყველა მონაწილის მაქსიმალური ჩართულობით ბევრი იდეის წამოჭრა,ყველას აზრი მისაღებია და შემდგომ ხდება გაფილტვრა და სწორი პასუხის გამოკვეთა. ფიზიკის პედაგოგმა დასვა შემდეგი კითხვები  - ელექტროობის გამტარობის მიხედვით როგორი შეიძლება იყოს სხეული,რა განსხვავებაა მათ შორის?განსხვავება მათ შორის?რას გადააქვს მუხტი მეტალებში ,სითხეებში?ქიმიის პედაგოგმა დასვა შეკიტხვა  რა უსაფრთხოების წესები უნდა დავიცვათ დენთან მიმართებაში-დაფაზე დაწერა დენი და შევადგინეთ ასოციაციური რუკა ,შემდეგ მოსწავლებმა იმუშავეს სახელმძღვანელოში მოცემულ სურათზე და იმსჯელეს რა უსაფრთხოების წესებს არ იცავს პერსონაჟი.
აქტივობა #4  ცდის დაგეგმვა  და ჩატარება -ამ აქტივობის მიზანია მოსწავლეების მეტად დაინტერესება,ცდის ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავება,უსაფრთხოების წესების კიდევ ერთხელ შეხსენება და რაც მტთავარია საკითხის კარგად ათვისება.მოსწავლეებს ქიმიის პედაგოგმა თხოვა ჯერ გამოეთქვათ მოსაზრებები  ატარებს თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ელ.დენს და ნივთიერებები დაუსახელა.მოსწავლეებმა იმსჯელეს,გამოთქვეს აზრი და ცდილობდნენ არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ მაგ: ნატრიუმის ქლორიდი მყარი  არ გაატარებს,შაბიამანი მყარი არ გაატარებს ამტკიცებდა ერთი მოსწავლე და თან ხსნიდა რომ მასში არ იყო თავისუფლად მოძრავი იონები.შაქარწყალი გაატარებს ამტკიცებდა მეორე ,რადგან ხსნარია და ხსნერები ატარებენ დენს და ა.შ.ბევრი აზრი დაფიქსირდა .რის შემდეგაც ქიმიის პედაგოგი ცდის მიმდინარეობას ხსნიდა თეორიულად ,ხოლო ფიზიკის პედაგოგი ატარებდა პრაქტიკულად მოსწავლეები ინიშნავდნენ შედეგებს  და აკვირდებოდნენ ემთხვეოდა  თუ არა მათ მიერ გამოთქმული ვარაუდი .ცდებიდან დაადგინეს რომ : მყარი სუფრის მარილი,შაქარი  და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დენს არ ატარებს  შაქრის წყალხსნარიც , სპირტის წყალხსნარი და  გამოხდილი წყალი.თუმცა დენი გაატარა და ნათურა აინთო ნატრიუმის ქლორიდის წყალხსნარმა და ჩვეულებრივმა წყალმა.
აქტივობა #5  მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება ამ აქტივობის მიზანია მოვახდინოთ გამთლიანება და რეფლექსია ,რა გაიგეს მოსწავლეებმა,როგორ აითვისეს მასალა .ქიმიის პედაგოგმა ჩამოწერა დაფაზე ნივთიერებები მოსწავლეებმა დააჯგუფეს ეს ნივთიერებები ელექტროლიტებად და არაელქტროლიტებად ,ყველა მათგანმა თავი კარგად გაართვა ,პრეზენტაციის გაკეთებისას თან ასაბუთებდნენ  რატომ გადაწყვიტეს ამა თუ იმ ჯგუფში ამ ნივთიერების მოთავსება.ბოლოსკენ შეავსეს აქტივობა ,,გავიგე“-ს ბოლო პუნქტი-ჩამოწერეს რა შეისწავლეს ამ კონკრეტული გაკვეთილიდან-აღნიშნეს რას ეწოდება ელექტროლიტი და რას არაელექტროლიტი ,,წყალხსნარიც არის გამტარი ეწ ელექტროლიტი,ხოლო ნივთიერებას რომლის წყალხნარიც არ არის გამტარი ეწ.არაელექტროლიტი. შეისწავლეს  რომ  : გამოხდილი წყალი ,სპირტის წყალხსნარი და შაქრის წყალხსნარი არ ატარებს ელექტრულ დენს  და შესაბამისად არიან არაელექტროლიტები.ორივე პედაგოგმა შეაფასა  გაკვეთილი, მისცა  მოსწავლეებს საშინაო დავალება და განმავითარებელი შეფასება.
1.    რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს? უფრო მეტად რომელი შედეგების მიღწევით ხართ კმაყოფილი?
ვთვლით რომ მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგს სრულად მიაღწიეს.მოსწავლეებმა   შეძლეს და დაინახეს საგნებს,მეცნიერებებს შორის კავშირი.მოახდინეს ერთ საგანში მიღებული ცოდნის  მეორე საგნის ახსნისას გამოყენება –განუვითარდათ ტრანსფერის უნარი.
2.    გაკვეთილის სუსტი და ძლიერი მხარე;
გაკვეთილზე სუსტი მხარე არ გამოვლენილა,რადგან გაკვეთილი კარგად იყო დაგეგმილი და გათვალისწინებული მოსწავლეთა შესაძლებლობები.ძლიერი მხარე: მიზნის შესაბამისად გაწერილი აქტივობები, მიზნობრივად შერჩეული დავალებები   და ცდების პრაქტიკულად ჩატარება.

3.    გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიების გავლენ
მოსწავლეებმა გაიღრმავეს  ცოდნა ,თვალნათლივ დაინახეს კავშირი სხვადასხვა მეცნიერებებს შორის.ხელი შეეწყო ტრანსფერის,გაგების,ანალიზის,მსჯელობის და დასკვნის გაკეთების  უნარის განვითარებას.
4.    რა ჩანს მოსწავლეთა ნამუშევრებიდან? რა აითვისეს? რომელი უნარების განვითარება იკვეთება?
თქვენ რა გამოგივიდათ ყველაზე უკეთ? რა სტრატეგიით გამოიწვიეთ და ჩართეთ მოსწავლეები? რა სტრატეგიები გამოიყენეს ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზებზე?
იკვეთება გაგება–გააზრება–ანალიზის უნარი ,მოსწავლეებმა გაიმეორეს,გაიხსენეს და შეისწავლეს კითხვა–პასუხის საშუალებით გარკვეული საკითხები ქიმიაში და ფიზიკაში(გონებრივი იერიში,ელექტროლიტი და არალექტროლიტი,ელექტროობის გამტარობის მიხედვით როგორი შეიძლება იყოს სხეული,განსხვავება მათ შორის,რას გადააქვს მუხტი მეტალებში და რას გადააქვს მუხტი ელექტროლიტებში.ჩავატარეთ ცდები მოსწავლეები იყვენენ ძალიან აქტიურები,გაკვეთილი იყო ძალიან სახალისო  და საინტერესო.
5.    შეიცვალა თუ არა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში? თუ შეიცვალა, რატომ?
არ შეცვლილა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში
6.      ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში რას შეცვლიდით? როგორ გააუმჯობესებდით საკლასო გარემოს, აქტივობებს, სტრატეგიებს/მეთოდებს, ინსტრუქციებს, მოსწავლეთა დაჯგუფებებს, რესურსებს, მოსწავლეთა შეფასებას?
არაფერს არ შევცლიდი ,რადგან გაკვეთილის მიზანი სრულიად იქნა მიღწეული. ჩვენ ორივე პედაგოგი ვთვლით,რომ გაკვეთილმა ჩაიარა კარგად.დაგეგმილი ყველა აქტივობა რომელიც გაწერილი იყო გეგმაში შესრულდა.ბავშვებმა კარგად გაიგეს მასალა და გამოიყენეს ქიმიაში მიღებული ცოდნა ფიზიკაში.მოსწავლეებმა შეფასდნენ როგორც  განმსაზღვრელი ასევე განმავითარებებლი შეფასებით.დამსწრე პედაგოგებმა ასევე გააკეთეს დადებითი  შეფასება.



სამოდელო გაკვეთილი 
ტიპი -ინტეგრირებული
საგნები -ქიმია/მათემატიკა






No comments:

Post a Comment

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის რეგისტრაცია 3 თებერვალს იწყება – ვის აქვს მონაწილეობის უფლება ://edu.aris.ge/news/sadjaro-skolis...