„მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ განცხადებების მიღება დაიწყო - რა სიახლეებია წელს
1 მარტიდან კონკურსში - „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო“ მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 20 აპრილია. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით, ვებგვერდზე www.tprize.ge.
შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის წარდგენა არა მარტო სკოლებს შეეძლებათ არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც. სიახლე არის ისიც, რომ წელს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მხარი დაუჭიროს პროექტს და გახდეს ჯილდოს დონორი.
No comments:
Post a Comment